x
image
გემი დალანდი
,,ძირს სირცხვილი!"–სსრკ-ის სექსუალური რევოლუცია 20-იან წლებში
სრულიად შიშველი ხალხი სსრკ-ში, ქალები და მამაკაცები, მხოლოდ მხრიდან ჩამოშვებული ლენტებით, რომლებზეც ლოზუნგებია:“ძირს სირცხვილი", “ჩვენ კომუნარებს, არ გვჭირდება სამოსი, რომელიც სხეულის სილამაზეს ფარავს! ჩვენ მზის და ჰაერის შვილები ვართ!"

როგორი იყო ეს რევოლუცია და რით დამთავრდა, ამის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ.

imageროცა სსრკ ჯერ კიდევ იქმნებოდა, საზოგადოებაში კარდინალური ცვლილებები დაიწყო. ასეთი ცვლილება იყო სექსუალური რევოლუცია 20-იან წლებში . ახალ საზოგადოებაში ოჯახისა და ქორწინების ინსტიტუტი ბურჟუაზიულ გადმონაშთად ითვლებოდა. გაჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ახალ ღირებულებებს ქადაგებდნენ. მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც შიშვლები დასეირნობდნენ ქალაქებში და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ სირცხვილი საბჭოთა ადამიანისთვის ბურჟუაზიული გადმონაშთი იყო.image1920-იანი წლები, საბჭოთა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შევიდნენ ორგანიზაციაში-“ძირს სირცხვილი".


აი, როგორ იხსენებენ მაშინდელ მოვლენებს:

“ამ დღეებში მოსკოვში სრულიად შიშველი ადამიანები გამოჩნდნენ(ქალები და მამაკაცები), ლენტებით მხარზე -“ძირს სირცხვილი". ავიდნენ ტრამვაებში. პუბლიკა აღშფოთებული იყო." - მ.ბულგაკოვი


“ვიღაც ცრემლებამდე ხარხარებდა, ვიღაც იფურთხებოდა. მოხუცები პირჯვარს იწერდნენ, ამბობდნენ -“აპოკალიფსი!", “ქვეყნიერების აღსასრული" და დაბნეულები ეკითხებოდნენ გამვლელებს -“რა არის ეს? ჩვენც გვაიძულებენ გახდას?" - მხატვარი ნატალია სევერცოვა-გაბრიჩევსკაია.

“1922 წელს რამდენჯერმე შევესწარი საზოგადოება “ძირს სირცხვილის" გამოსვლას. სრულიად შიშველი ორატორი, რომელსაც მხოლოდ ლენტი ამშვენებდა წარწერით “ძირს სირცხვილი", კრასნოდარის მოედანზე ტრიბუნიდან გაჰყვიროდა: “ძირს სირცხვილი! ძირს ტყუილი! ჩვენ, კომუნარებს, არ გვჭირდება ტანსაცმელი, რომელიც სხეულის სილამაზეს ფარავს! ჩვენ მზის და ჰაერის შვილები ვართ!"
უკვე საღამოს, გავლისას შევამჩნიე, რომ ტრიბუნა დარბეული იყო, “მზისა და ჰაერის შვილი" სცემეს. მეორედ მეუღლესთან ერთად შევესწარი, როგორ ხტებოდნენ ტრამვაიდან ადამიანები გინებითა და ფურთხებით. ვაგონში “მზისა და ჰაერის შვილების" შიშველი ჯგუფი შეიჭრა და აღშფოთებულმა ხალხმა გაქცევით უშველა თავს. საბჭოთა მორალის აპოსტოლები ისეთ აღშფოთებას იწვევდა, რომ ხელისუფლება მალე იძულებული გახდა, ეს უსირცხვილობა აღეკვეთა."- თეთრგვარდიელი ალექსანდრ ტრუშნოვიჩი.

image“შიშველ დემონსტრაციებს" ფუნდამენტალურად იდეოლოგიური ახსნა ჰქონდათ:“სამოსს ექსპლოატაციის ხარჯზე მცხოვრები ბურჟუები ატარებენ. ჩვენ ბურჟუები არ ვართ, ამიტომ ტანსაცმელი უნდა უარვყოთ."

მოტივაციას დარვინიზმის იდეაც კი ემსახურებოდა:“ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა. ე.ი. ადამიანი-ცხოველია. ცხოველები ტანსაცმელს არ ატარებენ, შესაბამისად, არც ჩვენ უნდა ვატაროთ."image 1922 წელს პოპულარული გახდა ახალი მოძრაობა “ახალი ყოფისთვის!", რომლის ლოზუნგიც იყო “ძირს სამზარეულოში მონობა!"

1918 წლის 19 დეკემბერს პეტროგრადში აღინიშნა “ქორწინების გაუქმების" დეკრეტის წლისთავი ლესბოსელების საზეიმო სვლით. თავის მოგონებებში ტროცკი ამტკიცებს, რომ ამ ცნობამ ლენინი ძალიან გაახარა და წარმოთქვა: “ასე განაგრძეთ, ამხანაგებო!"

image საზოგადოება “ძირს სირცხვილის " იდეოლოგი კარლ რადეკი


მოსკოვში სრულიად შიშველმა დემონსტრანტებმა წითელ მოედანზე ჩაიარეს და დანარჩენ საზოგადოებას მოუწოდეს, მათთვის მიებაძათ. შიშველი პროლეტარების იდეური ხელმძღვანელი კარლ რადეკი იყო, ლენინური პარტიის ერთგული შვილი და ტროცკის ახლო მეგობარი. როგორც ამბობენ, ის თავის დასთან ცხოვრებისას ბინაში სრულიად შიშველი დადიოდა და პატარა დისშვილებს შიშს ჰგვრიდა.

imageკარლ რადეკი და მისი შარჟი, ბუხარინის მიერ შესრულებული.


თანამეროვეები რადეკს ახასიათებენ, როგორც ეროტომანს, ფრიად უსიამოვნო გარეგნობით. ზოგიერთი ცნობებით, მის ორგანიზაციასთან კავშირი ჰქონდა ალექსანდრა კოლონტაისაც, რომელიც თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდა.

imageთავისუფალი სიყვარულის იდეოლოგი ალექსანდრა კოლონტაი


ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები 1922-25 წლებში ჩატარდა და მათში მონაწილეობას 10 ათასამდე ადამიანი იღებდა. მათი მიმართვა საზოგადოებისადმი ასეთი იყო: “ჩვენ გავანადგურეთ სირცხვილი! შემოგვხედეთ და დაინახეთ თავისუფალი ქალები და მამაკაცები, ჭეშმარიტი პროლეტარები, რომლებმაც ბურჟუაზიული ცრურწმენების ბორკილები მოიხსნეს!"

დაბნეულმა მილიციამ არ იცოდა, როგორ ემოქმედა ამ უჩვეულო მოვლენის წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარმა, ნიკოლაი სემაშკომ ხმა ამოიღო და ცენტრალურ გაზეთში მისი მოსაზრება დაიბეჭდა: “სასტიკად ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შიშვლად სიარული, თმებისა და ფრჩხილების გაზრდა “რევოლუციონერობაა". მეორეც, მოსკოვის ქუჩებში შიშვლად სიარული სრულიად დაუშვებელია ჰიგიენური თვალსაზრისით: არ შეიძლება შენი სხეული ქარში, წვიმასა და მტვერში ამყოფო. მოსკოვის ქუჩები შავი ზღვის სანაპირო როდია. მესამეც, საკამათოა, შეთავსებადია თუ არა ეს ველური სიახლე ზნეობასთან. იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, როცა ჯერ კიდევ არაა აღმოფხვრილი პროსტიტუცია და ხულიგნობა, სიშიშვლე ზნეობასთან კი არა, უზნეობასთანაა შეთავსებადი...ამიტომ, მე აუცილებლობად მიმაჩნია ამ უაზრობის აღკვეთა, თუ საჭიროა, რეპრესიული ზომებითაც."

ამ მოძრაობის შესახებ ძალიან მწირი დოკუმენტებია შემონახული და ეს ძირითადად თანამედროვეთა მოგონებებია. მკვლევარი ს. აგარკოვი ამ ფაქტს ასე ხსნის: “ პარტია შემდგომში ძალიან ნეგატიურად ეკიდებოდა იმ პერიოდს, როდესაც სექსუალურ თავისუფლებას, აღვიახსნილობას უწევდა პროპაგანდას. საზოგადოება “ძირს სირცხვილი"-ს ფოტოებზე, პროტოკოლებსა და დოკუმენტებზე წვდომა უფრო რთულია, ვიდრე ენკავედეს დოკუმენტებზე. წითელ მოედანზე გამართული დემონსტრაციების ფოტოები - ისინი კი რამდენიმე ათასია - ისეა დამალული პარტიის არქივებში, რომ მათი მოპოვება რთულია. მათი ნაწილი კი საზღვარგარეთაა გატანილი."



0
337
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0