x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
5 ყველაზე იდუმალი ადგილი, რომელთა არსებობაც დამტკიცებული არ არის
image

ატლანტიდა


ატლანტიდას პირველად პლატონი იხსენიებს "ტიმეოსთან" და "კრიტეოსთან" დიალოგებში, მაგრამ ლეგენდები ამ განვითარებული ცივილიზაციის შესახებ დღემდე აქტუალური რჩება. პლატონის თანახმად, ატლანტიდა იყო კუნძულოვანი ქვეყანა, ძლიერი სამხედრო-საზღვაო ძალებით. მისმა მცხოვრებლებმა - ატლანტიდელებმა აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის მრავალი ქვეყანა დაიპყრეს. ისინი ათენის დაპყრობასაც ცდილობდნენ, რაც სავარაუდოდ მათი დაღუპვის ერთ–ერთი მიზეზი გახდა. დღეისათვის, ატლანტების კუნძულის მდებარეობის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს. ზოგიერთი მათგანის თანახმად, ატლანტიდა ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობდა. სხვები კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ატლანტები ანტარქტიდაში, წყნარ და ინდოეთის ოკეანეში ცხოვრობდნენ, ან შესაძლოა კარიბის ზღვის მიდამოებში. ვინ იცის, იქნებ ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნის პირობებში მაინც გახდეს როდესმე ცნობილი მსოფლიოს ამ ლეგენდარული ადგილების შესახებ.


image



ელდორადო


ელდორადოს ხშირად "დაკარგულ ოქროს ქალაქს" ეძახიან. თუმცა ლეგენდები, რომელიც ამ ქალაქის გარშემო ვრცელდება, ზედმეტად არარეალურს ჰგავს. ბევრი ადამიანი დღესაც მიემგზავრება ექსპედიციაში, ამ იდუმალი ადგილის საპოვნელად. ისინი, ვინც დარწმუნებული არიან, რომ დაკარგული ქალაქი არსებობს, ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ მდინარე ამაზონის მახლობლად უნდა იყოს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპედიცია ფრანცისკო დე ორლიანის ხელმძღვანელობით შედგა. ეს ადამიანი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც მდინარე ამაზონში ბოლომდე გაცურა. მან ელდორადოს ძებნა ბიძასთან ერთად დაიწყო. როგორც ცნობილია, "ოქროს ქალაქი" დღემდე არ უპოვიათ.


image


შამბალა


ლეგენდის თანახმად, შამბალა სადღაც აზიის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ბუდისტებისთვის, რადგან ის მათთვის "სუფთა მიწას" წარმოადგენს. ეს ადგილი ძველ ტექსტებში მოიხსენიებოდა. მას მწერალ ჯეიმს ჰილტონის მიერ გამოგონილ ადგილთან შანგრი-ლასთან აიგივებენ (XX საუკუნის დასაწყისში, მკითხველის წარმოსახვა იდუმალებით მოცულმა ქვეყანამ დაიპყრო, რომელიც შორს, მთებში იყო ჩაკარგული. სადაც სუფევდა საოცარი ჰარმონია და სრულყოფილება. ლეგენდის მიხედვით, აქ ადამიანის ყველა ოცნება სრულდებოდა).


შამბალა არის ადგილი, სადაც ცხოვრობდა განათლებული ხალხი. ეს იყო მშვიდობისა და ბედნიერების ადგილი. ბევრი ამტკიცებს, რომ შამბალა არ არსებობდა და მხოლოდ და მხოლოდ ძველი დროის ადამიანების წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც დღემდე სჯერა მისი არსებობა.


image


ასტლანი


მითების თანახმად, ასტლანი იყო იმ ადამიანების ჯგუფის სამშობლო, რომლებსაც სამხრეთ ამერიკის დიდი ნაწილი ეკავათ მანამ, სანამ იქ ესპანელები დასახლდებოდნენ. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იქ არსებობდა 7 ტომი, რომლებიც ცალ-ცალკე გამოქვაბულში ცხოვრობდა. ამ ადგილს ჩიკომოსტოკი ერქვა, ხოლო ტომებს - ნაუას ერები. მას შემდეგ, რაც გამოქვაბულები დატოვეს, ასტლანში დასახლდნენ. ერთი ვერსიით, ასტლანი იყო სამოთხე დედამიწაზე, მეორეთი კი - ჯოჯოხეთი. დღეისთვის ვარაუდობენ, რომ მითიური ადგილი მდინარე კოლორადოს ჩრდილოეთიდან, ფლორიდას მახლობლად არსებულ პაუელის ტბასთან, ან სადღაც მექსიკაში მდებარეობდა.


image


ლემურია


მანამ, სანამ მსოფლიოში აღიარებდნენ თეორიას ტექტონიკური ფენებისა და კონტინენტების მოძრაობის შესახებ, ლემურიას თვლიდნენ კონტინენტად, რომელიც მდებარეობდა წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში. ვარაუდობდნენ, რომ ეს დაკარგული მიწა რაღაც საშინელი გეოლოგიური მიზეზების გამო წყალში ჩაიძირა. თანამედროვე მეცნიერება იხრება იმ აზრისკენ, რომ ლემურიაზე გავრცელებული ლეგენდები მოგონილია, თუმცა დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ლემურია არსებობდა უძველეს დროში.


image

1
746
4-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
746
  
2018, 31 ოქტომბერი, 12:18
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილადდ .... შეგიძლიათთ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1