x
მეტი
  • 22.09.2019
  • სტატია:94856
  • ვიდეო:342678
  • სურათი:456969
მკერდის გადიდება 24 საათით

image

მრავალი ქალი ოცნებობს, რომ უფრო დიდი მკერდი ჰქონდეს, მაგრამ პლასტიკურ პლასტიკურ ქირურგიის ეშინია და ერიდება, დღესდღეისობით ქალებს შესაძლებლობა აქვთ, პლასტიკური ქირურგიის გარეშე გაიდიდონ მკერდი, თუმცა დროებით - მხოლოდ 24 საათი.


მკერდის გადიდების პროცედურა ერთი დღე-ღამით 2012 წლიდან პირველად იაპონიაში, კლინიკა “Tokyo Isea Clinicс-ში დაიწყეს და ეწოდება "მკერდის გადიდება კონკიასათვის", მკერდში შეჰყავთ რინგერის ფიზიოლოგიური ხსნარი -(საინექციო წყლის, ნატრიუმ-კალციუმ ქლორიდის და ელექტროლიტების ნაზავი)ეს ნივთიერება უსაფრთხოა, რადგან ძალზე ახლოა ადამიანის ორგანიზმში შემავალ ნივთიერებებთან და მას ხშირად გამოიყენებენ გადასხმებისთვის გაუწყლოების ან დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში.

image

თვითონ პროცედურა სულ 20 წუთი გრძელდება, მკერდი 1, 5 ზომით მატულობს, ეფექტი მხოლოდ 24 საათს გრძელდება, ამის შემდეგ სითხე გაიწოვება ორგანიზმიდან.

ექიმები ქალებს ურჩევენ, ინექციის შემდეგ თავი შეიკავონ სპორტისგან, წყლის ან სხვა სითხის დიდი რაოდენობით მიღებისგან, რადგან ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფიზიოლოგიური ხსნარის გაწოვას.

image

თუმცა ზოგი სპეციალისტის აზრით, „კონკიას მეთოდი“ მაინც საფრთხის შემცველია. ლონდონელი პლასტიკური ქირურგი ნაილეშ სოჯიტრა ქალბატონებს აფრთხილებს, რომ რინგერის ფიზიოლოგიური ხსნარის ინექცია საკმაოდ მსხვილი შპრიცით კეთდება და არ არის გამორიცხული, რომ პროცედურამ სისხლდენა გამოიწვიოს, ან მსხვილი სილურჯეები დატოვოს კანზე, ხოლო თავად სარძევე ჯირკვალში ჰემატომა წარმოიქმნას.


ამბობენ, რომ მრავალი ვარსკვლავი სახალხოდ გამოსვლის დროს ხშირად იყენებს მკერდის გადიდების ამ მეთოდსო, მათ შორის, მაილი საირუსი და კენდალ ჯენერი.

image



ასევე დაგაინტერესებთ

image

1
58
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
58
  
2018, 30 ოქტომბერი, 16:39
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილადდ .... შეგიძლიათთ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1