x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
20 სუპერ ძალა, რომლის ფლობასაც ყველა ისურვებდა
image

აღიარეთ, არის სუპერ ძალები, რომელთა ფლობაზეც გიოცნებიათ! იქნებ, წითელი მოსასხამითაც გირბენიათ სახლის ირგვლივ, ან, სულ ცოტა, გიფიქრიათ მაინც ამაზე... ნუ ღელავთ, ამისთვის აქ არავინ განგსჯით. სტატიაში შემოგთავაზებთ 25 სუპერ ძალას, რომელთაგან ერთ-ერთის ქონა შეიძლება ბავშვობაში კი არა, ახლაც მოისურვოთ. იხალისეთ!








1. წყალში სუნთქვა

ეს სუპერ ძალა რომ გქონდეთ, წყლის ქვეშ თევზივით ისუნთქავდით, ჟანგბადი აღარ დაგჭირდებოდათ.

image








2. მოუხელთებლობა


ეს სუპერ ძალა იმუნიტეტს მოგცემდათ; ვერავინ მოგაყენებდათ ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ ზიანს.

image








3. დროში მოგზაურობა

დროში მოგზაურობის ძალა რომ გქონდეთ, დროის მანქანის გამოგონებაც კი აღარ დაგჭირდებოდათ.

image








4. ღამით ხედვა

ამ ძალის წყალობით, ფარნის არსებობასაც დაივიწყებდით. შეგეძლებოდათ სიბნელეში სიარული, კითხვა, წერა და ნებისმიერი რამ.

image








5. ტელეპათია

ზოგი მეგობარი ერთმანეთს სახის მიმიკებით უგებს, მაგრამ ტელეპათიის ნიჭის წყალობით ეს უფრო მარტივი იქნებოდა. გარდა ამისა, ერთმანეთის აზრებს საჯარო სივრცეშიც წაიკითხავდით საიდუმლოდ და ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

image








6. სუპერ სიჩქარე

სუპერ სიჩქარის წყალობით სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურებდით და ვერავინ დაგეწეოდათ.

image








7. ყველა ენის ცოდნა

ყველა ენის გაგებას თუ შეძლებდით, ქვეყნებში ისე იმოგზაურებდით, რომ ენის ბარიერზე ნერვიულობა არ დაგჭირდებოდათ.

image








8. ამინდის კონტროლი

ეს სუპერ ძალა რომ გქონდეთ, ნებისმიერი დღის იდეალურად გადაქცევას შეძლებდით.

image








9. კედლებზე ცოცვა

ადამიანი ობობას მსგავსად კედლებზე ცოცვისა და ბეტმენივით ჭერზე დაკიდების უნარი კარგად ჟღერს, არა?

image








10. წინასწარმეტყველება

ამ უნარის წყალობით შეძლებდით, ადამიანებისთვის წინასწარ გეცნობებინათ ყოველგვარი საფრთხის შესახებ და კატასტროფებისგან გეხსნათ მსოფლიო.

image








11. ექოლოკაცია

ამ სუპერ ძალის წყალობით, საგნების გადაადგილებას ღამურასავით ხმის ტალღების გამოყენებით შეძლებდით.

image








12. დროის კონტროლი

ოდესმე გიოცნებიათ დროის უკან დაბრუნებაზე? ამ სუპერ ძალის წყალობით ამას შეძლებდით, უხერხული მომენტები არასდროს შეგექმნებოდათ, ძილს კი უფრო დიდხანს გააგრძელებდით.

image








13. სუპერ სიმარჯვე

ამ სუპერ ძალის წყალობით ჩაკ ნორისსაც კი არ ექნებოდა თქვენი დამარცხების შანსი.

image








14. ცხოველებთან საუბარი

ოდესმე გიფიქრიათ, რას ფიქრობს თქვენი ძაღლი ან კატა? ამ სუპერ ძალის წყალობით მათთან საუბარს შეძლებდით.

image








15. უკვდავება

უკვდავი რომ ყოფილიყავით, სამუდამოდ იცხოვრებდით და ყველაზე ბრძენი ადამიანი იქნებოდით დედამიწაზე. ასევე, გასაკეთებლი საქმეების სიის დაწერაც არ დაგჭირდებოდათ, რადგან წინ მთელი ცხოვრება გექნებოდათ.

image








16. სუპერ ინტელექტი

ამ სუპერ ძალის წყალობით, ალბერტ აინშტაინივით ჭკვიანი იქნებოდით, ბევრი სწავლაც არასდროს მოგიწევდათ.

image








17. გონების კონტროლი

ამ სუპერ ძალის წყალობით შეძლებდით, უფროსისთვის შთაგეგონებინათ, რომ შვებულება მოეცა თქვენთვის, მიგეღოთ უმაღლესი შეფასება ლექტორისგან და დაგეთანხმებინათ მშობლები, უცხოეთში გაეშვით. საერთოდ, ყველაფრის გაკეთებას შეძლებდით, რაც მოგინდებოდათ.

image








18. პირადი სივრცის დამცავი

თუ პირადი სივრცე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ ეს სუპერ ძალა თქვენთვის იდეალური იქნებოდა; გექნებოდათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს დარჩენილიყავით მარტო, როცა მოგინდებოდათ.

image








19. ხელშეუხებლობა

ამ ძალის წყალობით, კედლებში გავლას შეძლებდით, არასდროს დარჩებოდით სახლის კარს გარეთ და მანქანაში ჩასაჯდომად გასაღებიც არ დაგჭირდებოდათ.

image








20. ფრენა

ამ სუპერ ძალაზე მგონი კომენტარის გარეშეც გასაგებია ყველაფერი. ეს ის სუპერ ძალაა, რომელზეც ყველა ბავშვს უოცნებია, თუმცა, ამაზე უფროსებიც არ იტყოდნენ უარს. წარმოიდგინეთ სამყარო საცობების გარეშე, სამყარო, სადაც ნებისმიერ ქვეყანაში გადაფრენა და დედამიწის ჩიტის თვალით დანახვა შეგეძლებოდათ.

image


თქვენ რომელ სუპერ ძალას ისურვებდით? გაგვიზიარეთ♥








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ყველაზე თანამედროვე ბებიები და ბაბუები მთელი მსოფლიოდან

image


2. ტოპ 10 ყველაზე პოპულარული ენა მსოფლიოში

image


3. 26 ოპტიკური ილუზიის მაგალითი - გაარჩევთ მას სინამდვილისგან?

image

3
459
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
459
  
2018, 1 ნოემბერი, 20:10
არვიცი რატომ, მაგრამ ამინდის მართვა მინდა მე
2018, 1 ნოემბერი, 16:24
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდისს გავლაა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ w­w­w­.­C­a­s­h­7­2­.­C­o­m
2018, 1 ნოემბერი, 15:41
დროში მოგზაურობაზე და ყველა ენის ცოდნაზე არ ვიტყოდი უარს :)))
0 1 3