x
image
ზოგადი განათლება
თბილისის სპილო ბი-ბი-სის (BBC) სერიალი გმირი გახდება

თბილისის სპილო ბი-ბი-სის (BBC) სერიალის გმირი გახდება


image


თბილისის ზოოპარკის ბინადარ, 23 წლის აზიურ მამრ სპილო გრანდს, ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია 31 ოქტომბერს ჩაუტარდება. იგი უკვე დაოჯახებულია. ბრიტანულმა ყველაზე გავლენიანმა მედიაჰოლდინგმა, ბი-ბი-სიმ გადაწყვიტა ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) ჩვენს სპილოს ერთი სრული ეპიზოდი დაუთმოს.

ეს დოკუმენტური სერიალი ფოკუსირებულია დიდი ცხოველების ვეტერინარულ მკურნალობაზე, სწორედ ამ მიზნით ისინი 31 ოქტომბერს თბილისში იქნებიან და ოპერაციას სრულად გადაიღებენ. გარდა ამისა, სერიალში სპილო გრანდის დიდი ისტორია-თავგადასავალიც მოხვდება.

image

ოპერაციისთვის თბილისში მსოფლიოში სახელგანთქმული სამხრეთ აფრიკელი ვეტერინარი (ქირ. ექიმი) გერჰარდ სტინკამპი და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი ჩამოდიან. საქართველოში უკვე იმყოფება თბილისის ზოოპარკის მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“ (EAZA), მარიო ჰოედმეკერი.

სპილო გრანდი თბილისის ზოოპარკში 2014 წელს ჩამოიყვანეს ერევნიდან და მაშინ მას მოტეხილი ეშვები ჰქონდა. ვინაიდან მოტეხილობა სიცოცხლისთვის საშიში იყო, ოპერაცია იმ წელსვე გაკეთდა. თუმცა, ოპერაციის დროს მოულოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი და მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება გახდა შესაძლებელი.

გერჰარდ სტინკამპი (Gerhard Steenkamp)

ამის თაობაზე განცხადება თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემაც გააკეთა: "სპილო გრანდის გადასარჩენად ურთულესი ოპერაციის ჩატარება უკვე მეორედ გვიწევს. საფრთხეები კვლავაც არსებობს. ასეთი მძიმეწონიანი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა ძალზე სარისკოა. ხშირად ისეც ხდება, რომ ოპერაციის შემდეგ ვერ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. ოპერაციისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ – მოწვეული გვყავს მსოფლიოში ცნობილი, გამოცდილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი. საოპერაციო ტექნიკურად შესაბამისადაა აღჭურვილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ თემით მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების ავტორი, BBC დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზოოპარკის სპილოს ისტორიას მთელ მსოფლიოს გააცნობს. იმედია, ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის და გრანდი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება“


image


აღსანიშნავია, რომ ოპერაციის მსვლელობის ყურება ყველა მსურველს შეეძლება სპეციალური მონიტორების საშუალებით, რომლებიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.


Smiley writing


დაამტკიცე, რომ ხარ ყველაზე ინტელექტუალი(ტესტი)

*

რატომ არ უნდა დალიოთ კოკა-კოლა, რომელიც 21 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს?

*

''- შეხებიხარ ოდესმე ღმერთს? გემო გაგისინჯავს? – სამწუხაროდ არა ბატონო'' - სტუდენტისა და პროფესორის დიალოგი

*

შეამოწმეთ რამდენად კარგად იცნობთ ალექსანდრე მაკედონელს(ტესტი)

*

ნახევარი საუკუნის სტაჟის მქონე მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს

Thumbs Up - GIF Emoji

1
19
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
19
  
2018, 30 ოქტომბერი, 16:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1