x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მათ გაუმართლათ, რომ კარგ ადამიანებს შეხვდნენ

ყოველდღიურად უამრავი კატა და ძაღლი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ადამიანის სისასტიკის, დაუდევრობის, თუ გულგრილობის გამო. მაგრამ, არიან ისეთებიც, უამრავი განსაცდელის შემდეგ, ახალ ცხოვრებას რომ იწყებენ, და ისევ, და ისევ, ადამიანების წყალობით.

აქ მოგითხრობთ რამდენიმე ისტორიას, რომელიც კარგად დასრულდა – ცხოველებმა თავშესაფარიც იპოვეს და მოსიყვარულე ოჯახებიც შეიძინეს. ხოლო სტატიის ბოლოს გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას კი არ ასრულებს, გულის კარნახითაც მოქმედებს.


image

imageსიდარმა (კედრი) სახელი გოლფის იმ მოედნის საპატივცემულოდ მიიღო, რომლის სიახლოვესაც ის იპოვეს. ძაღლი იმდენად იყო დასუსტებული, რომ გადაადგილება არ შეეძლო და გადატანილი სტრესის გამო, სხეულზე ბეწვი გაცვენილი ჰქონდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ის მაინც კეთილგანწყობილი იყო და აგრესიას არ გამოხატავდა. მისი გამოჯანმრთელების გზა ხანგრძლივი და რთული იყო. თუმცა, დღეს ის სრულიად ჯანმრთელია. მან ახალი პატრონი მოძებნა და თავშესაფარი უკვე დატოვა.
imageimageimageimage

imageსედონიამ და ზევსნამ ახალი პატრონი გავარვარებულ უდაბნოში იპოვეს. ჯორდან კაჰანმა ამერიკის ერთ-ერთ შტატში მოგზაურობისას, გზის პირას ორი ლეკვი შენიშნა. როგორც კი მან პატარები მანქანაში ჩასხა, მაშინვე მიხვდა, რომ ამიერიდან, ისინი მისი ძაღლები იქნებოდნენ. ამჟამად, ისინი «სათავგადასავლო გუნდის» წევრები არიან და პატრონთან ერთად, 35 შტატში, 50 ათასზე მეტი კილომეტრი აქვთ გავლილი.imageimage

imageimage

imageროგორც გაირკვა, 11 წლის ჯუჯა პუდელი უილოუ მაშველებმა კორეის ხორცის ფერმაში გადაარჩინეს. ის სასაკლაოში თავისმა პატრონმა ჩააბარა და სანაცვლოდ, 20 $ მიიღო. საბედნიეროდ, ის და კიდევ 300 ძაღლი, რომელიც შეიძლებოდა ვიღაცის სადილი გამხდარიყო, Save Korean Dogs ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გადაარჩინეს. რამდენიმე თვის შემდეგ, უილოუ ისევ ფუმფულა ძაღლად იქცა.imageimageimageimage

imageაუგუსტა ჩიკაგოში იპოვეს. ძაღლს ქიმიური დამწვრობის კვალი, სისხლმდენი ჭრილობები და უკანა ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. ის ტყავგადაკრულ ჩონჩხს ჰგავდა და საშინელი წარმოსადგენია, თუ რისი გადატანა მოუხდა მას. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა და ვეტერინარების შეუპოვარმა ბრძოლამ ბოლოს შედეგი მაინც გამოიღო. ხოლო სათანადო მოვლამ მას ადამიანებისადმი რწმენა დაუბრუნა. ცხოველთა სამაშველო ცენტრის დირექტორმა აუგუსტა სახლში წაიყვანა და ახლა ის და მისი პატრონი განუყოფელნი არიან – ძაღლი პატრონს ნაბიჯითაც არ შორდება.imageimageimageimage

imageბელი (ლამაზმანი) როდესაც იპოვეს, ნამდვილად არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ მისთვის ეს სახელი დაერქვათ – ის დაუძლურებული იყო და ასობით ტკიპა, რომელიც კანში ჰქონდა ჩაწებებული, ძაღლს აწამებდა. ბელს გაუმართლა, რომ კარგ ადამიანებს შეხვდა, მას უმკურნალეს და საკუთარ ოჯახში მიიღეს.imageimageimageimage

imageდაუძლურებული ვიტუ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს. ის აღარ ინძრეოდა და თავის აღსასრულს მშვიდად ელოდა. მაშველებს რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ნაგაზი სრულად გამოეჯანმრთელებინათ. სწორი მკურნალობა და კარგი მოვლა, ნამდვილად რომ საოცრებებს ახდენს.imageimageimage

imageეს კი კოფეა და როდესაც მიხვდა, რომ პრობლემებთან გამკლავებას მარტო ვერ შეძლებდა, თვითონ მივიდა ადამიანებთან. რთული მდგომარეობის მიუხედავად, ძაღლი კუდს აქიცინებდა, ხოლო თვალებში იმედის სხივი ჰქონდა. რამდენიმეთვიანი მკურნალობის და მოვლის შედეგად, კოფე მოსიყვარულე და მეგობრულ ძაღლად იქცა.imageimageimageimage

imageში-ტცუს ჯიშის ეს პატარა ძაღლი საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. მცირე წონა, ანთებითი პროცესები, დაჩირქებული კბილები, გადახლართული ბეწვი – ეს იმ პრობლემების მცირე ნაწილია, რომელიც მას ჰქონდა. ძაღლმა დიდი მოთმინებით გადაიტანა სამედიცინო პროცდეურები და დღეს მოსიყვარულე ოჯახიც აქვს.imageimageimageეს კი პოლიციელია, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ძაღლი გადაარჩინა. ის წუთითაც არ დაფიქრებულა, როდესაც გაიგო, რომ გზატკეცილიდან გადავარდნილ მანქანაში, რომელიც წყალში იყო ჩაძირული, ძაღლი იყო ჩარჩენილი. მისმა პატრონმა, ქალბატონმა, რომელიც მანქანას მართავდა, გამოსვლა მოახერხა, ხოლო ძაღლი, თითქმის 3 მ. სიღრმეზე, დატყვევებული იყო.imageimage

imageდევიდ ჰარიმანმა თავისი სატაბელო იარაღი მეწყვილეს დაუტოვა და წყალში ჩაყვინთა. მან მანქანის კარის გაღება შეძლო და ჩიხუახუა გადაარჩინა. როგორც აღმოჩნდა, მასაც ჰყავდა სახლში ძაღლი — 8 თვის ინგლისური ბულდოგი და ის ამ სიტუაციაში გულგრილობას ვერ გამოიჩენდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისტორიები ბევრს გაუჩენს კეთილი საქციელის ჩადენის სურვილს და ქუჩებში, ბედის ამარად მიტოვებული ცხოველების რაოდენობა შემცირდება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageნეტა ყველას შეეძლოს ასეთი სითბოსა და სიყვარულის გაცემა...
ისტორია, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა
ისინი იმდენად კარგები არიან – დაუჯერებელია, რომ რეალურად არსებობენ


1
210
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
210
  
2018, 30 ოქტომბერი, 20:32
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათთ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1