x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82967
  • ვიდეო:334281
  • სურათი:440636
ვინ თქვა, რომ მამაკაცი მანქანას უკეთ მართავს?! (2017 წლის კვლევა)

imageქალი საჭესთან? სკეპტიკურად ნუ განეწყობით, თუ რაღაც არ იცი, ან ცუდად იცი, არა იმიტომ, რომ ქალი ხარ, ან კაცი.

ავსტრალიური კომპანიის, Allianz-ის კვლევა მოწმობს, რომ ლამაზი ქალის სიახლოვეს მამაკაცები კონცენტრაციას კარგავენ, (თუ ეჭვი გეპარებათ) მათ არცთუ იშვიათად აყოლებენ თვალს.

1425 გამოკითხული კაციდან 51%-მა აღიარა, რომ გზაზე ლამაზმანის გამოჩენა ''ჭკუას აკარგვინებთ'', ყურადღება ეფანტებათ. მათ ამაში ხელს პარტნიორის ყოლაც არ უშლით.

სიმპატიური კაცის დანახვა ქალების მხოლოდ 15%-ს უბიძგებს მოდუნებისკენ. ქალი მძღოლი მეტად ფრთხილი და წინდახედულია. როგორც იქნა, ტარების უფლება არაბმა მანდილოსნებმაც მიიღეს..

მამაკაცებს რბოლა თავდაჯერებას მატებთ და ნასვამ მდგომარეობაშიც სხდებიან ხანდახან საჭესთან.

ამას გარდა, საკუთარი სტატუსის ხაზგასმა სურთ:''ძვირადღირებული მანქანა ქალებზე რომ გავლენას ახდენს, უდაოდ იციან''. მამაკაცთა 48% აცხადებს, რომ უახლესი ბრენდის მანქანის მართვა მათ სასურველს და მომხიბვლელს ხდის. ამ თემაზე ქალებს დაეკითხნენ და პასუხი გაგაოცებთ: ''ისინი ამპარტავანი, ეგოისტი და სახიფათო კაცები არიან!''

გზას უყურეთ, დააიგნორეთ ლამაზმანები და მობილიზდით.. თქვენი სიცოცხლისთვის! - დასძენს კვლევა.

imageავტოსაგზაო შემთხვევათა 80% მამაკაცზე მოდის და მათგან 3/4 25 წლამდე ასაკისაა.

ყოველ წელს დაახლოებით 1, 3 მილიონი ადამიანი იღუპება.image

1
17
შეფასება არ არის
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
17
  
30 ოქტომბერი, 16:46
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმებაა $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გა კეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1