x
image
გემი დალანდი
რატომ არაა მიღებული 40 წლის იუბილეს აღნიშვნა
რატომღაც, ბოლო დროს უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს, 40 წლის იუბილე აღნიშნოს. სხვადასხვა ცრურწმენებით, ვინც ამ თარიღს აღნიშნავს, მას უსიამოვნებები ელის.

image

ეს ყველაზე გავრცელებული 7 ცრურწმენაა ამ თარიღთან დაკავშირებით. რამდენად გჯერათ მსგავსი ცრურწმენების და აღნიშნავთ თუ არა 40 წლის იუბილეს, ეს უკვე თავად უნდა გადაწყვიტოთ.

1. მსოფლიო წარღვნიდან აწმყომდე


რიცხვი 40 ბევრ კულტურაში სიკვდილსა და უსიამოვნებებთანაა დაკავშირებული. ავიღოთ თუნდაც ბიბლია: მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები უდაბნოში, 40 დღე მარხულობდა იესო უდაბნოში, როცა ეშმაკი გამოეცხადა.

ბევრისთვის კი 40 ადამიანის გარდაცვალებასთან ასოცირდება, როცა 40 დღის მანძილზე სულისთვის ჯერ კიდევ არაა განსაზღვრული სამუდამო სამყოფელი.

image

2. მფარველი ანგელოზი “პენსიაზე გადის"

ბევრს სჯერა, რომ 40 წელი გარდამტეხი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ზოგიერთი ცრურწმენის მიხედვით კი ადამიანს ანგელოზი ტოვებს. ხოლო იმისთვის, რომ უსიამოვნებები არ მოიზიდოს, ადამიანმა თავისი ქცევები უნდა გადააფასოს და უარი თქვას წვეულებებსა და 40 წლის იუბილეს აღნიშვნაზე.

image

3.ტაროს კარტების გაფრთხილება

სამკითხაო ტაროს კარტებში კარტზე, რომელიც სიკვდილს აღნიშნავს, არის ებრაული ანბანის მეცამეტე ასო, რომელიც იკითხება, როგორც “მემ" და აქვს რიცხვითი მნიშვნელობა - 40. ხოლო ანბანის ბოლო ასოსთან შეთანხმებით, რომელიც იკითხება, როგორც “ტავ", მიიღება სიტყვა – სიკვდილი.


image4. უბედურების მომტანი რიცხვი

ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში გავრცელებულია ტეტრაფობია - ირაციონალური შიში რიცხვების მიმართ, რომლებიც 4-ით იწყება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩინური იეროგლიფი, რომელიც 4-ს აღნიშნავს, წარმოითქმის თითქმის ისევე, როგორც “სიკვდილი".

ეს ცრურწმენა იმდენადაა ფეხმოკიდებული საზოგადოებაში, რომ ბევრ შენობაში სართულების ნუმერაციაშიც კია გამოტოვებული ის რიცხვები, რომლებიც 4-ით იწყება.

image

5.სიტყვათა შეთანხმება

ბევრისთვის, ვინც ნუმეროლოგიაში ვერ ხედავს საფრთხეს, თავად სიტყვა იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას. რუსულ ენაში, მაგალითად, 40 შედგება 2 სიტყვისგან: «сор» и «рок», ანუ უწმინდურება და ბედისწერა, გარდაუვალი. ქართულში, ბევრისთვის “ორმო" იწვევს უსიამოვნო ასოციაციებს.

image

6. ასტროლოგია

ასტროლოგები 40 წელს კრიზისულ პერიოდად თვლიან, რადგან 39-43 წლებში ადამიანი პლანეტა ურანის გავლენის ქვეშ იმყოფება, რომელიც ადამიანის დაბადების ასტროლოგიურ რუკაზე ოპოზიციურ ადგილს იკავებს საკუთარ თავთან. ურანის ასეთი მდებარეობა ცხოვრებისეულ ცვლილებებს იწვევს, რომელთა შორის მოსალოდნელია ავადმყოფობა, გაკოტრება და დაავადებები.

image

7. 40: სიცოცხლის ვადა?

გავრცელებულ ცრურწმენებში ერთ–ერთია ის, რომ ჩვენი წინაპრების სიცოხლე იშვიათად თუ აღემატებოდა 40 წელს. არსებობს ასეთი ჰიპოთეზა, რომ ღმერთმა ადამიანის სიცოცხლე 40 წელზე გათვალა. შემდეგ რაც არის - ის უკვე ბედის საჩუქარია, ერთგვარი ბონუსის სახით.

image

მართლმადიდებლური ეკლესია მსგავს შეხედულებებსა და ცრურწმენებს ცოდვად მიიჩნევს. იგივე ბიბლია რომ ავიღოთ, 40 ბევრ სასიხარულო მოვლენასაც უკავშირდება.

როგორც ამბობენ, შეგიძლია დაითვალო წლები ან შეგიძლია დაითვალო წლებით დაგროვილი გამოცდილება და გჯეროდეს, რომ 40 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება.


0
128
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0