x
image
თორ ნიკე
Mediator image
ილია ჭავჭავაძე - გამონათქვამები
ილია ჭავჭავაძე - გამონათქვამები


"არ ვიცით სხვა როგორა ჰფიქრობს, ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც არ ახსოვს ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? - იგი მთხრობელია მისი, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას, და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის."


ილია ჭავჭავაძე - გამონათქვამები


"ქალებს შეუძლიათ არამცთუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც ერთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოუვარდებიან. ამ პატიოსანს განზრახვას შესდგომიან ამერიკაში და როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილებითაც შეუსრულებიათ."



ილია ჭავჭავაძე - გამონათქვამები


"რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა შუბის წვერით ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული - ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს? ცოდვა არ არის ეს ლომი კოღომ საბუდარად გაიხადოს? დრო-ჟამი ამას გვიქადის..."


ილია ჭავჭავაძე - გამონათქვამები


"ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა, ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო რა. შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერ ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვები დაეპატრონებიან! შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავუხვედრეთ, წინ არ დავუყენეთ!"


ილია ჭავჭავაძე - გამონათქვამები


"ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, არამედ ოფლის ღვრისა. ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი, ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის... კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოღაროს და მოგრაგნოს, მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია. არც რბევა იცის, არც ძარცვა, ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავგამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე, მშრომელი, სამის გაფრენით მეტიაო - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თვითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი?"


ილია ჭავჭავაძე - გამონათქვამები




ასევე დაგაინტერესებთ:

1. ილია ჭავჭავაძე - "ერი და ისტორია"

2. ილია ჭავჭავაძის აზრები და გამონათქვამები



გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
714
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
714
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0