x
image
თორ ნიკე
Mediator image
ილია ჭავჭავაძე - "ერი და ისტორია"
ილია ჭავჭავაძე - "ერი და ისტორია"


ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისას ისტორიას ივიწყებს. როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილი ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა, და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა. დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძენისაგან, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალია, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი.


ილია ჭავჭავაძე - "ერი და ისტორია"


ბევრს ერს ქვეყანაზედ სულაც არა ჰქონია წარსული, სულაც არა ჰქონია ისტორია. ესეიგი იმისთანა ცნობიერი ცხოვრება, რომელიც გამოსახავს ხოლმე სულიერს და ხორციელს ვინაობას ერთიანის კრებულისას. მის მიზიდულობას, მის აზრს და საგანს არსებობისას. ის წმიდათა წმინდას და რომელიც მკის თავის დროებისათვის და ამასთანავე სთესს მერმისისათვის. ამისთანა ხალხნი დღესაც ბევრნი არიან ქვეყანაზედ. ამისთანა ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომაც ასეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვისაგამ და იქნება ბევრში უკანაც ჩამოურჩება.. ულმობელი კანონი ისტორიისა, ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელ დროში და სხვა უფრო ძლიერის ისტორიის მქონე ერი დაეძგერება თუ არა, თანაც გაიტანს და შეიწირავს ხოლმე ამისთანა ხალხსა.



ილია ჭავჭავაძე - "ერი და ისტორია"


შვილმა უნდა იცოდეს სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა, შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი და რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი - ავად. რაუმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის იხარჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უმაგისოდ, თვითონ შვილი რაც უნდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ემგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.


ილია ჭავჭავაძე - "ერი და ისტორია"


ჩვენს ერს ორი ათასი წელი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით (აქ ილია ცდება, ვინაიდან საქართველოს მარტო სახელმწიფოებრიობის ისტორია 33 საუკუნეს ითვლის). ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუგდია იმ საძრიკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომმართლა ასეა, ამისი საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორიათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის, რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს, ჩვენი ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა... ეს ერთის მხრით, მეორეს მხრით კი რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა ან გამდიდრებაში, თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად, უვარგისი და ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას.


ილია ჭავჭავაძე - "ერი და ისტორია"


რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი და თუ ასეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არცერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც, რომ რაიმე ნაშთი წარსულის ცხოვრებისა ზედ არ შერჩენოდეს. ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგება რა. ვიმეორებ, იმიტომ რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და განმმარტებელი - ისტორია. ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა. არაფერი საქვე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავბრუდახვეულ კაცივით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტავს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს ხომ გული უტყდება.. თავის თავზე სასოება და იმედი ეკარგება და აქედან განა დიდი მანძილიღაა სრულად განადგურებამდე!


ილია ჭავჭავაძე - "ერი და ისტორია"


გარდა ყოველ ამისა, ბევრჯერ გვითქვამს და ახლაც ვიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანი სულის წირვა, ეგ თავის დიდბუნებოვანნი კაცნი, და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება, და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედ მოსულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის,

გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა. და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში."


1888 წელი.


ილია ჭავჭავაძე - "ერი და ისტორია"



ასევე დაგაინტერესებთ:

ილია ჭავჭავაძის აზრები და გამონათქვამები



ფერადი ფოტოების ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
1653
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1653
  
2021, 20 იანვარი, 16:18
"ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ილოცვიდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს."
"განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, მაგრამ კარგი კაცი ანუ კარგი ხალხი იყოს, კარგს განათლების გზაზედ შემდგარი და ყოველმხრივ წარმატებული?"
2021, 19 იანვარი, 23:35
Nation and History

We have repeatedly said that the overthrow, dismemberment, and destruction of a nation will begin when it forgets its own history. When he loses the memory of his past, of his former life. Forgetting history, its past, and erasing the life of the past from memory - it is ominous to destroy the nation in spirit and flesh. Violation and utter destruction. The past is the indigenous foundation of the present, as the present is a bases for the future. These three different eras, different times in the life of a nation are so intertwined, that one is absolutely unimaginable, incomprehensible and unknowable without another. That is why it is said by one of the sages, that the present born from the past is the parent of the future. This interdependence of the three times is as inviolable and unavoidable as any natural law.

1888. Prince Ilia Chavchavadze
2018, 28 ოქტომბერი, 16:32
კი, ძალიან მწარედ დასცინებდა ამის გამკეთებლებს. უბრალოდ სეკულარულ საზოგადოებას წაგვართვეს უძლიერესი კაცი და თავისად მიითვალეს რელიგიური წესრიგის მსურველებმა.
2018, 28 ოქტომბერი, 16:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4