x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
„ახალმიძინებულ ძამიკოს აკოცა, ცეკვაზე მივდივარო დამიბარა და გაიქცა" -
image

გარეთ მზე იყო, მაგრამ საშინლად მციოდა. თავი მძიმედ მედო მხრებზე. ოთახში შემოირბინა, ახალმიძინებულ ძამიკოს აკოცა, ცეკვაზე მივდივარო დამიბარა და გაიქცა...

ეზოში მიმავალს თვალი ბედნიერმა გავაყოლე, თან გამოფხიზლებულ პატარას ვარწევდი. როგორ გაიზარდა ჩემი გოგონა, თავისი პაწაწინა ხელებით როგორ მეხმარება თავისი ძმის მოვლაში...

რა უცნაურად მცივა დღეს.. არა და როგორი კაშკაშა მზეა ამ შემოდგომას...


ზარი: "თქვენი ქალიშვილი რატომ არ მოვიდა ცეკვაზე?" - ყველა ადგილი ერთიანად დამესერა...

ყველგან ვეძებეთ...
აღარ მცივა, დე, მხოლოდ მტკივა...
ყველა და ყველაფერი მტკივა, დე....
როგორ გავუძლო იმ ტკივილს, შენ რომ გტკიოდა სიკვდილის წინ...
როგორ გავუძლო იმ წამებს, შენ რომ გაცლიდნენ სიცოცხლეს...
როგორ გავუძლო იმ ფიქრებს სიკვდილამდე რომ გისერავდნენ გულს...

ალბათ მეძახდი, დე, მეძახდი, და მთხოვდი, აღარასოდეს გამეშვი ცეკვაზე მარტო...

როგორი უსაფრთხო მეგონა ჩემი ქალაქი, დე, და რა უძლური აღმოჩნდა, შენი სიცოცხლის დასაცავად...
ოდესმე მოვალ შენთან, დე, მოვალ და მოგიყვები ამბავს, პატარა გოგონასას, რომელიც უფალმა ვერ დატოვა ცოდვილ დედამიწაზე, და თავისთან შეიფარა.

image


3
226
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
226
  
2018, 30 ოქტომბერი, 14:38
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
2018, 29 ოქტომბერი, 12:07
ღმერთო, ნუთუ გძინავს ხოლმე ასეთი საშინელებების დროს?... დედებო, ნუთუ ფეისბუქიეთვის გცხელათ ხოლმე ასეთი საშინელების შემდეგ?((
0 1 3