x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა,რომ ემზადება ომისთვის
imageრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკმა ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ დიახ, "რუსეთი ემზადება ომისთვის", მაგრამ აშშ "ამზადებს ომს."

რუსეთს აშშ-სგან განსხვავებით, რომელიც ომს ამზადებს განზრახული აქვს დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ინტერესები, განაცხადა გაეროს გენერალური ანსამბლეის სხდომაზე ანდრეი ბელოუსოვმა.


"ცოტა ხნის წინ სხდომაზე აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება ომისთვის, დიახ რუსეთი ემზადება ომისთვის, ამას ვადასტურებ, დიახ, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი პრინციპები და ჩვენი ხალხი, ვემზადებით ასეთი ომისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს სერიოზული განსხვავება შეერთებული შტატებთან ლინგვისტური კუთხით:განსხვავება გამოიხატება სულ ერთი სიტყვით, რაც რუსულ ენაშია და რაც ინგლისურში:რუსეთის ფედერაცია ემზადება ომისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები კი ამზადებს ომს"(Российская Федерация готовится к войне, а Соединенные Штаты Америки готовят войну)

image

"მაშინ რატომ თქვა უარი შეერთებულმა შტატებმა ხელშეკრულებაზე, (საუბარია ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციაზე, რომელიც 1987 წელს გაფორმდა)...აი, ეს არის კითხვა ყველასთვის"-დასძინა დიპლომატმა.


შეახსენებთ, დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინ რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ არღვევს 1987 წლის ხელშეკრულების პირობებს, აშშ-ს პრეზიდენტი დაიმუქრა:ქვეყანა იქამდე გაზრდის ბირთვულ პოტენციალს, სანამ "სხვები გონზე არ მოეგებიან", შემდეგ კი მზად იქნება შეაჩეროს პროცესი და შეამციროს კიდეც ბირთული შეიარაღება.




1
179
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
2018, 30 ოქტომბერი, 14:38
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ისს აქქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1