x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტიბეტური «მიცვალებულების წიგნი» სულის შესახებ

image


სხეული – მხოლოდ გარსია


როგორია სულის წარმომავლობა? რაში მდგომარეობს მისი არსი? როგორ უკავშირდება ის ღმერთს? როდის სახლდება ის ადამიანში და სად მიდის სხეულის სიკვდილის შემდეგ? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, პირველები ტიბეტელი ბრძენები შეეცადნენ და დღეს მათი მოსაზრებების წაკითხვა, საკითხთან დაკავშირებით, «მიცვალებულების წიგნში» შეიძლება.

«მიცვალებულთა წიგნი», სავარაუდოდ, VIII საუკუნეში შეიქმნა და მის ავტორად ლეგენდარული გურუ პადმასამბჰავა ითვლება. თუმცა, როგორც მკვლევარები თვლიან, ის წიგნის წერის დროს, უფრო ძველი წყაროებით ხელმძღვანელობდა.

მეცნიერთა ინტერესი, აღნიშნული წიგნისადმი, გასული საუკუნის მიწურულს გაჩნდა, როდესაც დოკ. რ. მოუდმა (Raymond Moody) სიკვდილის წინა მდგომარეობის კვლევის შედეგები, წიგნის სახით – «სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ» გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანის სხეული, მხოლოდ სულის გარსია. აღმოჩნდა, რომ მისი კვლევის შედეგები, ზუსტად ემთხვეოდა «მიცვალებულების წიგნის» შინაარს.

imageსაათებიც კი ჩერდება...


წარსულში, სულის არსებობის დამტკიცების და მისი პოვნის სურვილი ბევრს ჰქონდა. ამჟამად კი, ამ საქმით სავსებით სერიოზუმი მეცნიერები არიან დაკავებულები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, იმ ანომალურ მოვლენებს სწავლობენ, რომელიც სიკვდილის წინ ვითარდება. მაგ., არსებობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის ჩ. ტარტის თანატოლოგიური (თეორიული და პრაქტიკული მედიცინის განყოფილება, რომელიც ორგანიზმის მდგომარეობას პათოლოგიური პროცესის ბოლო ეტაპზე სწავლობს და სიკვდილის მექანიზმს და დინამიკას იკვლევს. რედ.) კვლევები. ხოლო, ფიზიკოსმა რ. მონრომ ფეიბერში (ვირჯინიას შტატი, აშშ) თავისი სახელობის ინსტიტუტი (The Monroe Institute) დაარსა, რომელიც ადამიანის ცნობიერებას შეისწავლის. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, აქვს, თუ არა, მას მატერიალური საფუძველი და ხდება, თუ არა, სხეულის ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, ცნობიერების თუნდაც პატარა ნაწილის შენარჩუნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის გარკვევას ცდილობენ, არსებობს, თუ არა სულის «დამტარებელი» – გარკვეული ელემენტარული ნაწილაკები, რომლიდანაც ის შესდგება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანის სიკვდილისწინა მდგომარეობის ცნობილმა მკვლევარმა დოკ. მ. მორსმა აღმოაჩინა, რომ ადამიანს სიკვდილის მომენტში, თუ ხელზე საათი უკეთია, ჩერდება ან რეალურ დროს ჩამორჩება. აღნიშნული ფაქტი, მის მიერ გამოკითხული მიცვალებულის ახლობლების 25% დაადასტურა. რამაც იმის დაშვების საშუალება წარმოქმნა, რომ სულის მოძრაობას თან, გარკვეული ენერგოველი ახლავს, რომელსაც მატერიალურ ნივთებზე ზემოქმედების უნარი გააჩნია.

ექსპერიმენტის ფარგლებში, პროფ. ტარტმა მომაკვდავი ადამიანის პალატაში თვითჩამწერები და ოსცილოგრაფები შეიტანა. მაგრამ, დენის წყაროში არ ჩაურთავს და ყველა მოწყობილობამ, ადამიანის გარდაცვალების მომენტში, გარკვეული სიგნალი დააფიქსირა... და ეს იმ ფონზე, რომ მოწყობილობა, ელექტროენერგიის გარეშე არ ფუნქსიონირებდა.

image22, 4 გრამი, თუ ნაკლები?


1915 წელს ამერიკელმა ექიმმა დ. მაკდუგალმა სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაატარა. ის შეეცადა, როგორც თავად აღნიშნა, «იმის მასის გაგებას, რასაც სულს ეძახიან». მისი ცდის მიზანი, გარდაცვალების მომენტის «დაჭერა» და სასწორზე ცვლილების დაფიქსირება იყო.

ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ «სულის» მასა 22, 4 გრ. იყო.

თუმცა, თანამედროვე მკვლევარებმა, გამოიყენეს რა, უფრო ზუსტო ხელსაწყოები, სულ სხვა შედეგი მიიღეს...

მაგ., ლიტვის მეცნიერებათა აკადემიის ნახევარგამტარების ინსტიტუტიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოკ. ეუგ. კუგისმა დაადგინა, რომ სიკვდილის მომენტში, ადამიანის სხეული 3-დან – 7 გრამამდე მასას კარგავს და მისი აზერით, სწორედ ეს არის სულის მასა.

თითქმის იგივე შედეგი (2, 5 - 6, 5 გრ.) მიიღო, ანალოგიური ცდების ჩატარებისას, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერმა ლ. უოტსონმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი რამ, ძილის დროსაც ფიქსირდება. შვეიცარელი მეცნიერების ექსპერიმენტში, 23 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებმაც ზემგრძნობიარე სასწო-საწოლზე დაიძინეს. მომენტში, როდესაც ადამიანი სიფხიზლესა და ძილს შორის საზღვარს კვეთდა, წონაში 4-დან – 6-გრამამდე აკლდებოდა.

image«მიცვალებულების წიგნში» წერია:


სიკვდილის შემდეგ სული ყველაფერს ხედავს და აცნობიერებს, მაგრამ, ირგვლივმყოფთათვის, თავისი მდგომარეობის გადაცემის შესაძლებლობა არ აქვს. ის თავის ახლობლებს ისევე ხედავს, როგორც სიცოცხლეში ხედავდა და მათი ესმის კიდეც. შემდეგ სული, ყოველგვარი შეშის გარეშე, მანათობელ არსებებს ხვდება. რომლებიც მას სარკისებურ ეკრანზე მისი სიცოცხლის დროინდელ მომენტებს აჩვენებენ. ამ დროს, სული თავისი მიწიერი არსებობის რეალური მიზნის გაცნობიერებას იწყებს. იმართება სასამართლო და 49 დღის მანძილზე, ის ხელახალი დაბადების მოლოდინშია... სული ახლიდან იბადება, მაგრამ, მეხსიერების და წინა ცხოვრების გამოცდილების და უნარ-ჩვევების გარეშე. imageimageimageimageimageimageimage







1
191
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
191
  
2019, 17 ოქტომბერი, 23:26
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
0 1 1