x
image
ღიმილიანი
5 სიმართლე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ!
image


იმდენი რამეა დაწერილი სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომ ძნელია, გარკვევა ტყუილისა და სიმართლის.


გთავაზობთ რამდენიმე სტერეოტიპს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს:



5. ურთიერთობის დასაწყისი აუცილებლად მღელვარე და რომანტიკული უნდა იყოს


image

ეს არ შეესაბამება სიმართლეს, შესაძლოა ასეც მოხდეს, თუმცა ხშირად ურთიერთობა უცნაური და არცთუ ისე სასიამოვნო მომენტებით იწყება. მთავარი ურთიერთობაში ნდობა და უშუალობაა. თუკი შეგიძლიათ უსიამოვნო რაღაცებზეც ერთად სიცილი, ეს უკვე საინტერესო დასაწყისია.


4. ბედნიერ წყვილს ერთი და იგივე ინტერესები აქვს



image

ეს არ შეესაბამება სიმართლეს, წარმოიდგინეთ, თქვენ მოგწონთ ოპერა, სულაც არაა აუცილებელი, თქვენს პარტნიორსაც მოსწონდეს იგი, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ამის გამო სალაპარაკო ენას ვერ გამოძებნით, პირიქით, სხვადასხვა ინტერესის მქონე წყვილები უფრო კარგად გრძნობენ თავს ერთად, რადგან ერთმანეთს ავსებენ.


3. ბედნიერი წყვილი არასოდეს ჩხუბობს


image

ადამიანებს, რომლებიც არ დაობენ, უბრალოდ არც ანაღვლებთ ურთიერთობა. წყვილები ასეთ სიტუაციაში ძირითადად არიან დაშორების გზაზე. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ისეთი ჩხუბი, როცა ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ ჯანსაღი მსჯელობოთ, პატარ–პატარა კინკლაობებით წყვილები სწავლობენ ერთმანეთის უკეთ გაგებას.



2. ბედნიერი წყვილები აღმერთებენ ერთმანეთის ნათესავებს


image


ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ თქვენს პარტნიორს უსათუოდ ეყვარება თქვენი ნათესავები, არც თქვენ ხართ ვალდებული, გიყვარდეთ ისინი. მთავარია, დაალაგოთ სწორი ურთიერთობები და ერთმანეთის გამო პატიივი სცეთ ერთმანეთის ნათესავებს.


1. ბედნიერი წყვილი ყოველთვის ერთადაა


image


თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბედნიერი წყვილები სულ ერთად არიან, ძალიან ცდებით. თითოუელ თქვენგანს სჭირდება განმარტოება, ჰარმონიული ურთიერთობისას პარტნიორები სწორედ ამას აქცევენ ყურადღებას და პატივს სცემენ ერთმანეთის პერსონალურ სივრცეს. ცოტაოდენი განტვირთვა ოჯახური პასუხისმგებლობებისგან საჭიროა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ აღარ გიყვართ თქვენი პარტნიორი, პირიქით, დროებითი განშორებები ახალ სიცოცხლეს მატებს ურთიერთობას.



1
622
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
622
  
2018, 30 ოქტომბერი, 18:35
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1