x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134336
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ცნობილი მდიდარი მამაკაცები "უშნო" ცოლებით

თუ მდიდარი და ცნობილია მამაკაცი და პლუს თუ ფულიც აქვს, რატომღაც გვგონია, რომ მისი ცხოვრების მეგზური აუცილებლად მოდელი ან სილამაზის კონკურსის გამარჯვებული უნდა იყოს. ზოგადად სილამაზე არაერთმნიშვნელოვანია, ვიცით, თუმცა, ყველას საკუთარი იდეები აქვს სილამაზესთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ფიზიკურს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ხოლო მაშინ, თუ საქმე საქვეყნოდ ცნობილ მსახიობებს და მომღერლებს ეხებათ, ყურადღება გაასმაგებულია.


წარმოგიდგენთ ცნობილი და მდიდარი მამაკაცების ცოლებს, რომლებიც სილამაზის ფორმატში არ ჯდებიან.



1. ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი.


image



მშვენიერ ჰიუს შეეძლო ნებისმიერი გოგონას გული დაეპყრო, თუმცა უკვე ოცი წელია მისი გული მხოლოდ დებორას ეკუთვნის, რომელიც ქმარზე 13 წლით უფროსია. წყვილმა ერთმანეთი 90-იან წლებში გაიცნო, ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია მისი ნიჭი დებორამ, სანამ ჰიუს მსოფლიო გაიცნობდა.


image


"ასაკობრივი სხვაობა არის ხარვეზი, რა თქმა უნდა... ჰიუ ჩემზე გაცილებით სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა მე როგორც უფროსს, მეტი გამოცდილება მაქვს ცხოვრებისგან, ამიტომ ერთმანეთს ყველაფერში ვაბალანსებთ. პაპარაცები გამუდმებით იქექებიან ჩვენს ცხოვრებაში... არც

ერთხელ არ მინანია, რომ მას გავყევი ცოლად" - ამბობს დებორა.


image








2. მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი.


image


პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი დაქორწინებულია თანაკურსელზე, რომელსაც 2004 წელს შეხვდა. Facebook- ის შექმნის იდეას მხოლოდ პრისცილა უჭერდა მხარს. სანამ დაქორწინდნენ, ისინი ცხრა წელი ცხოვრობდნენ ერთად.


image


როგორც მარკი ამბობს, პრისცილამ მისი ყურადღება თავისი სისადავით, უბრალოებით, გულახდილობითა და ღრმა სულით მიიპყრო. მას ნამდვილად არ აინტერესებს ძვირფასი საგნები, ნივთები და ტანსაცმელი.








3. ჰიუ ლორი და ჯო გრინი.


image


ჰიუ, რომელიც კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალურ ექიმად აღიარეს, დაქორწინებულია თეატრის ადმინისტრატორზე. მათ 80-იან წლებში გაიცნეს ერთმანეთი. "რითი მიიპყრო ჯომ ჩემი ყურადღება? უბრალოდ, მომწონს ქალები ლოგიკური აზროვნებით" - ამბობს ჰიუ.


image


1989 წელს გაზაფხულზე გადაიხადეს ქორწილი. მას შემდეგ ერთადაა წყვილი და სამი შვილი ჰყავთ. "ჩვენი ქორწინება წლების განმავლობაში უფრო ძლიერდება, წყვილები ქორწინებიდან ერთ წელიწადში ანგრევენ ოჯახებს, განსაკურებით ჩვენს დროში, ჩვენ კი 29 წელია ერთად ვართ" - ამბობს 59 წლის მსახიობი.







4. პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი.


image


როგორც ცნობილია, აგენტი 007, ჰოლი ბერს და დენის რიჩარდს ხვდებოდა, თუმცა 2001 წელს კილი სმიტზე იქორწინა და წყვილი მას შემდეგ ერთად არის. ქორწილამდე ისინი შვიდი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ერთი ვაჟიც ჰყავდათ, მალე კი მეორეც შეეძინათ.



image


ახლა ისინი წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ერთ-ერთ კომფორტულ და მდიდრულ სახლში ბედნიერად ცხოვრობენ და არ აქცევენ ყურადღებას კილის ფიგურასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს. "ის ერთია მილიონში და მე ვიპოვე" - ამბობს პირსი.







5. სერგეი ბრინი და ანა ვოიჟიტსკი.


image


Google- ის ერთ-ერთი თანამფლობელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში მე -16 ადგილზეა, მეგობრობდა თავის მომავალ მეუღლესთან. სერგეი (წარმოშობით მოსკოვიდან) სტენფორდში, ანა-იელის უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობდა. მათ 2007 წელს ბაჰამაში ხელი საიდუმლოდ მოაწერეს.



image


"ანა ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა მეცნიერია, რომელიც ჩართულია გენეტიკის კვლევების დარგში, რითიც ხელს უწყობს ადამიანებს, რომ წინასწარ შეისწავლონ გარკვეული გენეტიკური დაავადებები. აქტიურად ვმონაწილეობ მეუღლის პროექტების ხელშემწყობ კამპანიებში და ვდებ მსხვილ ინვესტიციებს მის ბიზნესში, რათა მომავალში გეგმები განხორციელდეს" - ამბობს სერგეი.






იხილეთ აგრეთვე:



რატომ მოიყვანა მარკ ცუკერბერგმა უშნო ქალი ცოლად?image






1
2171
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2171
  
2018, 27 ოქტომბერი, 12:42
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველას გაუზიარე იგი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ეწვიეთ ვებგვერდდ ,,,,

.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
0 1 1