x
image
თედო16
"რუსთავი2"-ის მიზანი დედაჩვენის საბოლოოდ განადგურებაა – ნახეთ, რას წერს ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი

image

ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი სოციალურ ქსელში "რუსთავი2"-ის მიერ მისთვის გამოგზავნილ პირად შეტყობინებას ასაჯაროებს.


წერილში, ტელეკომპანია "რუსთავი2"- ის ერთ-ერთი ჟურნალისტი მზია პატარკაციშვილს ინტერვიუს ჩაწერას სთხოვს, 2003 წელს სპორტის სასახლესთან ჯონი გიგანის აფეთქების და მისი მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესახებ. ხოლო ამ შეტყობინებამ მზია პატარკაციშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მან ზემოთ აღნიშნული შეტყობინება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და შემდეგი სახის კომენტარი დაურთო:


"რ2 დაგვიმახსოვრეთ!


მორიგი წინასაარჩევნო მანიპულაცია! ბინძური, ამაზრზენი მეთოდები! ბადრის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი უსაფუძლო სპეკულაცია! იმ ქვეყნადაც არ ასვენებენ!

როგორც ჩანს, რუსთავი 2 თავის ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრიზე მორიგ გულის ამრევ რეპორტაჟს ამზადებს. ამდენი წელი გავიდა და ისევ ბადრის ებრძვიან, ისევ ვერ მოუნელებიათ ის სიყვარული და პატივისცემა, რაც ბადრის დამსახურებულად ჰქონდა ხალხისგან!

როგორც ჩანს, პოლიტიკური ქულების მოპოვების გარდა, მათი მიზანი დედაჩვენის საბოლოოდ განადგურებაა, რომელიც მიღებული ნერვული და ემოციური სტრესის ფონზე დღესაც კლინიკაში იმყოფება.

რ2 დაგვიმახსოვრეთ!

არავითარი მორიდება!

არც პატივისცემა! - თუმცა ამ ნაძირალებისგან სხვა რას უნდა ელოდო არაადამიანობის გარდა!

როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან მათთვის არასასურველი კანდიდატის მხარდაჭერა ამ ფორმით ისჯება!

პ.ს. დაგვიმახსოვრეთ!" – წერს მზია პატარკაციშვილი სოციალურ ქსელში.


imageimage

1
148
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
148
  
2018, 27 ოქტომბერი, 10:31
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველას გაუზიარე იგი. დამატებითი ინფორმაციისს ნახვაა ეწვიეთ ვებგვერდ ,,,,

.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
0 1 1