x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
დრაკულას ვლახეთი
image


ვლახეთი (დღევანდელი რუმინეთი) როგორც ცნობილია ერთ ერთი ყველაზე კანონდაუმორჩილებელი ქვეყანა იყო. მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო გაუპატიურება, მკვლელობა, ქურდობა და სხვა დანაშაულები. როდესაც გრაფი ვლად lll ცეპეში (დრაკულა) მოვიდა ქვეყნის სათავეში, მან ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივი ხერხით სცადა. ოთხი დღის განმავლობაში სარზე დასვეს და აწამეს დაახლოებით 1500_მდე მოძალადე, მკვლელი და ქურდი. ეს საკმაოდ ეფექტური ხერხი აღმოჩნდა და ძალიან მოკლე პერიოდში ქვეყანა, რომელშიც წესების დაცვა არ უყვარდათ, ერთ ერთ ყველაზე კანონმორჩილ ქვეყანად იქცა ევროპაში.


არსებობს თქმულება, რომ ერთხელ გრაფი ვლადი თავის ქვეშევრდომებთან ერთად სეირნობდა ქალაქის ქუჩებში და მან მიწაზე დააგდო ოქროს მონეტა... მრავალი წლის განმავლობაში ეს მონეტა ამ ადგილზე იდო და მისთვის ხელი არავის უხლია. გრაფ ვლად დრაკულას გარდაცვალების შემდეგ, პირველივე დღეს ეს მონეტა გაქრა ამ ადგილიდან, ის მოიპარეს.


ცნობილია, რომ გრაფი დრაკულა უაღრესად სასტიკი იყო მტრებთან მიმართებაში, ამაზე არაერთი ლეგენდა არსებობს. ბევრი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს სისასტიკე და სამხედრო საქმის უბადლო ცოდნა გახდა იმის მიზეზი, რომ თურქებმა ვერ შეაღწიეს ევროპაში, ვერ დაძლიეს რუმინეთის ბარიერი.



ცნობილი ფაქტია, რომ რუმინეთზე თურქი სულთნის ერთ ერთი ლაშქრობის დროს, დრაკულამ მას "საჩუქარი" გაუკეთა და გზაზე დაახვედრა დაახლოებით 500 სარზე დასმული თურქი ტყვე. სანახაობა იმდენად საშინელი და შოკისმომგვრელი იყო, რომ სულთანმა თქვა: "ამას მხოლოდ ეშმაკი თუ იზამდა".

1
96
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
96
  
2018, 30 ოქტომბერი, 16:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1