x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
სარალას ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ თუ ვინმე უფრო სუსტს ჩაგრავდნენ, მას იცავდა
image

"სარალას ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ თუ ვინმე უფრო სუსტს ჩაგრავდნენ, მას იცავდა სულ...
და კიდევ ...სულ შიოდა და თუ ვინმეს ღვეზელს დაუნახავდა, ცოტა მომიტიხე რააო, სთხოვდა..."

- მეგობრის კედლიდან წმოღებული...
და კიდე ერთხელ დამეფლითა გული:

"გამოდის, დათო სარალიძე არავის აბულინგებდა. დამნაშავე სულ სხვა არის, რომელსაც სირცხვილი საერთოდ არ აწუხებს. განსაკუთრებით მშობელს!!!


მოტივი ნამდვილად იყო ბულინგი და ეს სკოლის დირექტორს უნდა სცოდნოდა.
სუბელიანს არც სარალიძე ერჩოდა და არც დათუნაშვილი, სხვა ბავშვია, რომელიც არც ჩანს და არც ჩვენებას იძლევა.
სარალიძე ნამდვილად გამშველებელი იყო და არა მოძალადე.
იმ მოძალადე ბავშვის მხარე დაიჭირა ჩხუბში.
ნუთუ არ რცხვენია, მის გამო 2 ბავშვი მიწაში წევს?!
არ რცხვენია დაკითხვაზე, რომ ეკითხებოდნენ, გვითხარი, რა მოხდაო და დედამისი კიოდა, არ უნდა და არ იტყვისო.
სუბელიანს უფროსკლასელი ბავშვი, გვარი არ ვიცი, წყლის პისტოლლეტით აწვალებდა, მერე ტუალეტში თავის ჩაყოფით ემუქრებოდა, მან დაურეკა დეიდაშვილს და მერე კი იცით, რა მოხდა.
არავინ ჩაგრავდა სუბელიანს! პარალელური კლასელი გაეხუმრა და სათამაშო იარაღი მიადო, გესვრიო. ეს წაეუზრდელა და ამ დროს შევიდა დათო ტუალეტში. ჩხუბი უკვე დაწყებული იყო.

სალარიძე შევიდა გასაშველებლად, ფარდულში და ის ბიჭი დაიცვა სუბელიანისგან (გამოდის მოძალადე, რადგან ჩათვალა, ის კი არ ძალადობდა, ეხუმრებოდა). ამიტომ გამწარდა და დაურეკა სხვებს...
ასე მოხვდა დათო იქ. ეს უკვე ოფიციალურადაც დადასტურებულია.
სუბელიანს ვინც ჩაგრავდა, იმის მხარეს იყო სარალიძე.!!
ეს კიდევ ერთი მშობლის კომენტარი, რომელიც უფრო გასაგებს ხდის ყველაფერს.
თბილისი პატარაა და გეყოლებათ ყველას ნაცნობები იმ სკოლაში. გაიკითხეთ, ვინ იყო სუბელიანი და რას აკეთებდა და დათოც. მე მართლა დავიღალე. ერთადერთი, რაც შემიძლია ისაა, რომ ნებისმიერს ვუხსნი იმას, რაც ვიცი . მისი მეგობრებისგან, ჩემი მეგობრების შვილებისგან, მშობლებისგან და პედაგოგებისგან.

მე პირადად ორივე გვარი პირველ დეკემბერს გავიგე. სარალას ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ თუ ვინმე უფრო სუსტს ჩაგრავდნენ, მას იცავდა სულ...
და კიდევ ...სულ შიოდა და თუ ვინმეს ღვეზელს დაუნახავდა, ცოტა მომიტიხე რააო, სთხვდაო...
ახლა ამას ბულინგს თუ ეძახიან, არ ვიცი. ჩემს დროს მეგობრობას ეძახდნენ...

ამდენი ბავშვისგან და მშობლისგან, ან პედაგოგისგან, რამდენსაც მე ველაპარაკე, ყველა რომ გეტყვის, სარალა მაგარი კაცი იყო და ყველას უყვარდაო ...რა ვიცი...

სუბელიანზე აღარ დავწერ, რეებს ჰყვებოდნენ. არ მაქვს უფლება არანაირი. ეგ ინფორმაცია სკოლამ გაასაჯაროოს, თუ აქვთ თავი!
თუ არადა, დათო ვეღარავის "დააბულინგებს" და შეტენონ მშვიდად ათასი სიბინძურე.
უბრალოდ ვერ ვიზამ იმას, რომ ბავშვების სტატუსები გავაზიარო.

თუ დაინტერესდებიან, ჩაუჯდნენ და ნახავენ, ვისზე რას წერენ და ვის დასტირის მთელი სკოლა...
მეტი რა გავაკეთო.
რომ მგონია, გაჩერდებიან თქო, მაინც იგივე ბრუნავს და სად ვდიო ყველას გეხვეწები..
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა უკვე გამწარებულ ოჯახის კიდევ უფრო გამწარება.
შვილი მოგიკლან და თან გილანძღონ."image

1
554
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
554
  
2018, 26 ოქტომბერი, 15:40
მერე თუ იცი ვინაა ის მოძალადე დაგეწერა ბარემ, რა ყველას სხვისი ხელით გინდათ ჭინჭრის დაკრეფა!!!
0 1 1