x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ცნობილი და პოპულარული რუსი მსახიობი ნიკოლაი კარაჩენცევი

image


ცნობილი რუსი მსახიობის ნიკოლაი კარაჩენცევის შვილმა საზოგადოებას ამცნო მამის გარდაცვალების შესახებ.
74 წლის ნიკოლაი გარდაიცვალა მოსკოვის ერთერთ კლინიკაში, სადაც მსახიობი იმყოფებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მოგვიანებით ცნობილი მსახიობის გარდაცვალება დაადასტურა მისმა მეუღლემ. მან განაცხადა, რომ მსახიობს ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად უღალატა თირკმლებმა, რაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
კარაჩენცევის გარდაცვალებაზე მისი მეუღლის განცხადება გაავრცელა
" Life.ru"-მ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი მკურნალობდა სიმსივნეს, რომელიც მას აღმოაჩნდა ფილტვებში. დიაგნოზი მსახიობს დაუდგინეს მოსკოვში, რის შემდეგაც მსახიობი მეუღლესთან ლუდმილა პორგინასთან ერთად გაემგზავრა ისრაელში, სადაც გაიარა მკურნალობის კურსი.
მისი ოჯახის წევრების განცხადებით ისრაელში მკურნალობამ შედეგი გამოიღო, შემცირდა სიმსივნის მოცულობა და მისი განვითარების არეალი.
მსახიობი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა საკუთარ აგარაკზე.
რამდენიმე თვის წინ კარაჩენცევის მეუღლემ მსახიობის თაყვანისმცემლებს შეატყობინა, რომ მისი მეუღლე ბევრად უკეთ გრძნობდა თავს. მისი განცხადებით მის მეუღლეს მალე მოუწევდა ქიმიოთერაპიის მორიგი კურსის გავლა. კარაჩენცევის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მის თაყვანისმცემლებს ჰქონდათ იმედი, რომ მსახიობი განიკურნებოდა, მაგრამ სასწაული არ მოხდა და მსახიობი კლინიკაში გარდაიცვალა.
პ.ს
2008 წელს რუსეთის აგრესია რუსი ინტელიგენციის მცირე ნაწილმა დაგმო, ერთერთი პირველი ვინც რუსეთის აგრესია უარყოფითად შეაფასა ნიკოლაი კარაჩენცევი იყო.

0
199
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0