x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134495
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
სიმღერები, რომლებმაც ადამიანებს სიცოცხლე დაუბრუნეს
image

ოდესმე მუსიკის ძალაზე დაფიქრებულხართ? მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ის ძლიერ ენერგეტიკას ფლობს. უფრო მეტიც, კომაში მყოფი ადამიანისთვის აუცილებელია ასეთი ენერგია, რომლებიც ემოციურ რეაქციას იწვევს. ტყუილად არაა, რომ ჩვენ ზოგიერთი სიმღერა მოგვწონს, ზოგიერთი კი - არა.


ჩვენი ტვინი თავად ირჩევს მელოდიას, რომელიც ემფთიკურ ეფექტს ფლობს და მძინარე ადამიანის გაღვიძება ან კომაში მყოფი ადამიანის გამოფხიზლება შეუძლია. არ გჯერათ? მაშინ წარმოგიდგენთ შემთხვევებს, როცა მუსიკამ მსგავსი სასწაული უკვე მოახდინა და ადამიანებს კვლავ სიცოცხლე დაუბრუნა.

1.James Blunt –You’re Beautiful

image


5 წლის კლაუდია დილვისი მეგობრების სახლის აივნიდან გადმოვარდა, რის შემდეგაც ღრმა კომაში ჩავარდა. 10 დღის განმავლობაში ბავშვი კომიდან ვერ გამოდიოდა. ერთხელ, საავადმყოფოს რადიოში ჯეიმზ ბლანტის სიმღერა „შენ ხარ ლამაზი“ დაიწყო და გოგონა სწორედ მაშინ პირველად შეირხა. „ამის შემდეგ დარწმუნებული ვიყავით, რომ კლაუდია გამოჯანმრთელდებოდა. ხოლო როცა თვალი გაახილა და ყველა გვიცნო, ჩვენც მასთან ერთად მეორედ დავიბადეთ“ - ამბობს პატარას მამა.



2. Adele - Rolling in Deep

image

7 წლის შარლოტა ნევემ ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც კომაში ჩავარდა. ექიმების პროგნოზით, გადარჩენის შანსი არ იყო და შარლოტას დედამ ყველაზე უარესისთვის მომზადება დაიწყო. მაგრამ ერთ დღეს მან რადიოში ბრიტანელი მომღერლის, ადელას სიმღერას მოუსმინა. ქალმა იცოდა, რომ მის ქალიშვილს ადელას სიმღერები მოსწონდა, ამიტომ რადიოს ხმას აუწია და სიმღერას თავადაც აჰყვა. ცოტა ხნის შემდეგ შარლოტამ გაიღიმა! ორი დღის შემდეგ კი გოგონამ საწოლიდან ადგომაც შეძლო.



3. Robin Gibb — Don’t Cry Alone

image

2012 წლის 13 აპრილს Bee Gee-ის ჯგუფის სოლისტი რობინ გიბი კომაში ჩავარდა. მიზეზი კი ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომი გართულება გახდა, რომელიც მომღერალს ღვიძლის და მსხვილი ნაწლავის კიბოს გამო ჩაუტარდა. ერთ დღეს მომღერლის მეუღლემ „მძინარე“ ქმრისთვის როი ორბინსონის „ტირილი“ (“Crying”) ჩართო - რობინს თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა. გიბის კომიდან საბოლოოდ გამოსვლაში მისი შვილი დაეხმარა, რომელიც მისსავე სიმღერას “მარტო არ იტირო“ („Don’t Cry Alone“) უმღეროდა. 2012 წლის 20 აპრილს მუსიკოსი გონებაზე მოვიდა.



4. Bon Jovi — Livin’ on a Prayer

image

დევიდ ჰასელი ავარიის შემდეგ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მშობლები შვილს მის საყვარელ სიმღერებს ურთავდნენ. ბონ ჯოვის ლეგენდარულმა სიმღერამ მასზე გავლენა მოახდინა და მალევე გონებაზე მოვიდა.



5. Robbie Williams — Angels

image

ავსტრიული ოჯახის, ფრიტცლის საშინელი ისტორია ახალი ამბებიდან ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. 2008 წელს ჯოზეგ ფრიტცლი საკუთარი ქალიშვილის, ელიზაბეტის იძულებით გამომწყვდევაში დაადანაშაულეს: 24 წლის განმავლობაში მამაკაცს გოგონა საკუთარი სახლის სარდაფში გამომწყვდეული ჰყავდა, სცემდა და ძალადობდა. ამ დროის განმავლობაში გოგონამ 7 ბავშვი გააჩინა. მისი უფროსი ქალიშვილი, კერსტინი, სერიოზულად ავად გახდა, და გოგონამ ჯოზეფი დაარწმუნა, რომ კერსტინი საავადმყოფოში წაეყვანა. კერსტინი თირკმლის მწვავე უკმარისობის გამო კომაში ჩავარდა. მისთვის გადამრჩენელი რგოლი რობი უილიამსის „ანგელოზი“ გახდა, რომელსაც ის იძულებითი პატიმრობის დროს ხშირად უსმენდა. სწორედ ამ შემთხვევის წყალობით ამ საშინელი დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა, შემდეგ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.



6.მიუზიკლის „Mack & Mabel“-ის საუნდტრეკი

image

ლონდონის მაცხოვრებმა, ჯონ ფლინმა ერთ დღეში სამი ოპერაცია გადაიტანა. შედეგად, შინაგანი სისხლდენა დაეწყო და ის კომაში ჩავარდა. ჯონი გრძნობაზე 6 დღე არ მოდიოდა. ერთ დღეს ერთ-ერთმა შვილმა მამის საყვარელი სიმღერა ჩართო - მელოდია ჰოლივუდური მიუზიკლიდან „Mack & Mabel“ და მამაკაცი შეირხა. გარკვეული დროის შემდეგ კი გამოფხიზლდა.



7. Green Day — American Idiot

image

2005 წელს, 10 წლის კორი ჯორჯი საავტომობილო ავარიაში მოხვდა და კომაში ჩავარდა. 2 კვირის განმავლობაში ბავშვი აზრზე ვერ მოდიოდა, სანამ, ერთ მშვენიერ დღეს კორის დედას თავში იდეა არ გაუჩნდა, რომ კომაში მყოფი შვილისთვის საყვარელი ჯგუფის Green Day–ს სიმღერა ჩაერთო. — American Idiot-ის მოსმემიდან რამდენიმე სააათის შემდეგ ბიჭმა თითები პირველად აამოძრავა.



8. Bryan Adams — Something

image

16 წლის კრისტი კომაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც თრომბმა მისი ფილტვების პარალიზება მოახდინა. ის გონებაზე 7 წელი არ მოდიოდა. 2007 წელს გოგოს დედამ ექიმისგან ნებართვა აიღო, რომ გოგონა ბრაიან ადამსის კონცერტზე წაეყვანა, რომელთაც მათ ქალაქში კონცერტი ჰქონდათ. ქალს იმედი ჰქონდა, რომ საყვარელი მომღერლის ხმა შვილს გონებაზე მოიყვანდა. და არც შემცდარა - კონცერტის დროს გოგონამ მოძრაობა დაიწყო და თვალები გაახილა.



9. Charlie Daniels — The Devil Went Down to Georgia

image

2009 წელს ჯარეტ კარლანდი ავტოკატსტროფაში მოხვდა და მძიმე კომაში ჩავარდა. ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს არ იძლეოდნენ. ბიჭის მშობლები არ დანებდნენ: ისინი შვილს მუდმივად ნახულობდნენ და მას სიმღერას The Devil Went Down to Georgia ურთავდნენ. ამან იმუშავა! 1 წლის შემდეგ ჯარეტი საავადმყოფოდან გამოვიდა და ჩარლზ დანიელს პირადად მადლობა გადაუხადა.



10. Jessie J — Rainbow

image

6 წლის თილა საავტომობილო ავარიაში მოხვდა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. 8 დღის შემდეგ საავადმყოფოს, სადაც ბიჭი იწვა, საქველმოქმედო კონცერტით მომღერალი ჯესი ჯეი სტუმრობდა - გოგონას საყვარელი შემსრულებელი. ბავშვის დედა მომღერალს დაუკავშირდა და გოგონას სტუმრობა სთხოვა. ჯესიმ პალატაში გოგონას საყვარელი სიმღერა Rainbow შეასრულა. რამდენიმე საათის შემდეგ თილამ თვალი გაახილა.



11. Rolling Stones — (I Can’t Get No) Satisfaction

image

სემ კარტერს 60 წელი შეუსრულდა, როცა (I Can’t Get No) Satisfaction-მა აქაურ სამყაროს დააბრუნა. კაცს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ მან უკვდავი სიმღერა No satisfaction, no satisfaction, no satisfaction მოისმინა და გრძნობაზე მოვიდა.

1
200
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
200
  
2018, 27 ოქტომბერი, 10:37
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველას გაუზიარე იგიი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ეწვიეთ ვებგვერდ ,,,,

.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
0 1 1