x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ დავიმახსოვროთ სიზმრები - 7 მარტივი ხერხი
image

საშუალოდ, ადამიანი ცხოვრების ერთ მესამედ ნაწილს ატარებს ძილში, ამიტომ უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია, სიზმრების ნაწილი მაინც ახსოვდეს. სიზმრების ცოდნა საკუთარი გონებისა და ქვეცნობიერის შეცნობაში დაგეხმარებათ, ამას გარდა, შესაძლოა გაგიმარტივოთ სტრესთან გამკლავება და რთული გადაწყვეტილებების მიღება, იყოს გართობისა და ინსპირაციის წყარო. თუ სიზმრები არ გახსოვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ნახულობთ მათ. გამონაკლისები არიან ადამიანები, რომლებსაც მემკვიდრეობით აქვთ მიღებული ინსომნია.


თუ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებსაც სურთ, საკუთარი სიზმრები ახსოვდეთ, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ სტატია.








1. კარგი ძილის დროს უფრო გამახსოვრდებათ სიზმრები

თუ სიზმრების დამახსოვრებაზე სერიოზულად ფიქრობთ, კარგი ძილი მნიშვნელოვანია. საშუალოდ, ადამიანებს 4-6 საათი სძინავთ და სიზმრების უმეტესობა მეხსიერებასთანაა ასოცირებული. რაც უფრო კარგად გძინავთ, სწრაფი ძილის ფაზა REM უფრო ხანგრძლივი ხდება, რის გამოც უფრო საინტერესო სიზმრები გექნებათ.


კარგი ძილისთვის საჭიროა, გამორთოთ სინათლე და ოთახში იყოს სიჩუმე. ამ თემაზე მეტი ინფორმაციისთვის დააკლიკეთ აქ.

image








2. აწარმოეთ სიზმრების დღიური

საკმაოდ ბუნებრივი იქნება, REM-ის დროს რომ გამოგეღვიძოთ და მერე ისევ ჩაგეძინოთ. ამ დროს ბევრ ადამიანს ავიწყდება ნანახი სიზმარი და ერთვება ძილის ახალ ფაზაში.

თუ სიზმრის ნახვისას გაგეღვიძებათ და ამას შეამჩნევთ, არ გაინძრეთ და არ გაახილოთ თვალები. ოთახში ყურება სიზმრის აღქმას ხელს შეუშლის; ეცადეთ, ყველაფერი გაიხსენოთ ისე მკაფიოდ, რამდენადაც შესაძლებელია. შემდეგ გაახილეთ თვალები და ყველაფერი დაწერეთ, რაც გახსოვთ, სანამ ისევ ძილს დაუბრუნდებით. თუ ძალიან დაღლილი ხართ, მარტო მნიშვნელოვანი სიტყვები მონიშნეთ და დილით, როცა გაიღვიძებთ, შემდეგ დაუმატეთ დეტალური აღწერა.

დაძინებამდე დარწმუნდით ხოლმე, რომ ფურცელი და კალამი საწოლთან ახლოს გიდევთ, რადგან თუ სიზმრის ჩასაწერად ფეხზე ადგომა და სხვა ოთახში გასვლა მოგიწევთ, იზრდება იმის შანსი, რომ სიზმრები დაგავიწყდეთ.

თუ ხელით წერა არ გიყვართ, შეგიძლიათ მობილურში ხმა ჩაიწეროთ.

image








3. გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ უნდა დაიმახსოვროთ

ზოგი ადამიანისთვის საკმარისია, თავის თავს შეახსენოს, რომ სიზმარი უნდა დაიმახსოვროს. უმარტივესი გზა ამის გასაკეთებლად ისაა, რომ, უბრალოდ, ფურცელზე დაწეროთ "მე შემიძლია ჩემი სიზმრების დამახსოვრება" და მიაწებოთ წარწერა ისეთ ადგილას, სადაც დაძინებამდე თვალში მოგხვდებათ. წაიკითხეთ ეს სიტყვები ხმამაღლა. თუ აქამდე არასდროს დაგმახსოვრებიათ სიზმრები, პირველ რიგში უნდა დაიჯეროთ, რომ ეს შეგიძლიათ.

image








4. აირჩიეთ სიზმართან ასოცირებული საგანი

ზოგ ადამიანს თვალების გახელამდე უკვე ახსოვს სიზმრები, ზოგი კი გამოფხიზლებისას კონკრეტულ საგანს უყურებს, შეიძლება ეს იყოს ნათურა, სანთელი, ჭიქა ან პატარა საგანი კომოდზე. სიზმრების უფრო მარტივად დასამახსოვრებლად ისინი ამა თუ იმ საგანს უყურებენ და ასე ცდილობენ ძილში ნანახის გახსენებას, ტვინიც ნელ-ნელა კონკრეტულ საგანს სიზმრის გახსენებასთან აკავშირებს, რაც საქმეს გიმარტივებთ.

image








5. გაიხედეთ ფანჯარაში

სიზმრის გახსენება გაგიმარტივდებათ, თუ დაკვირვების უნაარს განივითარებთ. გაიხედეთ ფანჯარაში წარმოიდგინეთ, თითქოს სიზმარს აკვირდებით. აღწერეთ სცენა, ფერებისა და ხმების ჩათვლით. რომელი სეზონია? შეგიძლიათ ნანახი მცენარეების ცნობა? როგორი ამინდია? თუ ადამიანებიც ჩანან, რას აკეთებენ ისინი? რა ემოციებს გრძნობთ?

შეგიძლიათ თქვენი დაკვირვება ფურცელზე დაწეროთ, დახატოთ ან ხმა ჩაიწეროთ. ნელ-ნელა ამ სავარჯიშოს წყალობით ყურადღებას მიაქცევთ დეტალებს, რაც შემდეგ სიზმრების დამახსოვრებსა და აღწერაშიც დაგეხმარებათ.

image








6. უჩვეულო სიზმრების დამახსოვრება უფრო გაგიმარტივდებათ

საინტერესო სიზმრების დამახსოვრება უფრო მარტივია. ასეთი სიზმრების სანახავად ერთ-ერთი გზა სიფხიზლეში რამე საინტერესოს გაკეთებაა. ეწვიეთ ახალ ადგილებს, გაიკეთეთ სხვანაირი ვარცხნილობა, სხვა გზით წადით სამსახურში, სცადეთ რამე ახალი, გამოსცადეთ განსხვავებული შეგრძნებები.

image







7. თუ ისევ ვერ იმახსოვრებთ სიზმრებს...

თუ ამ ხერხების ცდის შემდეგ ისევ ვერ იმახსოვრებთ სიზმრებს, ესე იგი ტაქტიკის შეცვლა გჭირდებათ. სიზმრების დამახსოვრება უნარსა და პრაქტიკას მოითხოვს, ამიტომ მარტივით დაიწყეთ. როცა გაიღვიძებთ, დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს და დაკავშირებულია თუ არა თქვენი ემოციები კონკრეტულ მოვლენასთან ან ადამიანთან. შესაძლოა, სიზმრიდან მხოლოდ ერთი ფრაგმენტი გაგახსენდეთ, მთელი დღე იფიქრეთ ამაზე და ეცადეთ გაერკვეთ, რა ახდენს თქვენს სიზმრებზე გავლენას, ეს შეიძლება იყოს სტრესი, საჭმელი, დაძინების დრო და ოთახის ტემპერატურა. სცადეთ დღის განმავლობაში ცოტა ხნით დაძინებაც, ამ დროს ნანახი სიზმრების დამახსოვრება უფრო მარტივია.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ძილის პოზა იმაზე მეტს ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე გგონიათ

image


2. როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ ძილზე უარს ვიტყვით

image

3. 10 მარტივი ვარჯიში მეხსიერების გასაუმჯობესებლად

image

0
267
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0