x
image
გემი დალანდი
5 მიზეზი, თუ რატომ რჩებიან ლამაზი ქალები მარტო
image

შინაგანი სამყარო ერთმნიშვნელოვნად საჭიროა, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას მაინც გარეგნობა ახდენს. როცა ადამიანები ლამაზ ქალს ხედავენ, ფიქრობენ, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზებითაა სავსე, რომელსაც ურიცხვი თაყვანისმცემლები უწყობენ.

ლამაზ ქალებს პირად ცხოვრებაში უფრო ნაკლებად უმართლებთ, ვიდრე არცთუ ლამაზებს. თუ რატომ, ამას ქვემოთ წაიკითხავთ.



მათ პრინცესას სინდრომი აქვთ

imageლამაზმა ქალებმა იციან, რომ ხალხის მართვა შეუძლიათ: მათთვის ადვილია ფასდაკლების მიღება, მათ სიამოვნებით ეხმარებიან და იშვიათად ეუბნებიან უარს. და როცა თვითშეფასება მაქსიმუმს აღწევს და განსაკუთრებულობის შეგრძნება წარმოიშობა, რომელსაც იმაში თავდაჯერებაც ახლავს, რომ ის მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს, ამ დროს შესაძლოა პრინცესას სინდრომმა იჩინოს თავი.


ასეთი ქალები პრივილეგიებს, როგორც ნორმას, ისე იღებენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათი სილამაზის წინაშე ყველა რაღაცითაა ვალდებული, სამაგიეროდ, თავად შეუძლიათ დავალება არ შეასრულონ, შეხვედრაზე დააგვიანონ და ა.შ. ასეთი ქცევების მქონე ადამიანთან კი არავის სურს ურთიერთობა, თუნდაც ის ულამაზესი იყოს.


ნევროზი აწუხებთ

imageლამაზი ქალები დიდ ყურადღებას უთმობენ თავის მოვლას, მაგრამ ზოგიერთები ზოგჯერ ზღვარს გადადიან და საკუთარ თავში არარსებული ნაკლის აღმოჩენას იწყებენ. ყოველი ბუსუსი თუ ნაოჭი მათში პანიკას იწვევს, პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტი კი უფრო ხშირ ხასიათს იღებს. გარეგნობის შესანარჩუნებლად ლამაზმანები თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავენ. ძნელად თუ მოიძებნება მამაკაცი, რომელსაც ისეთი ქალი მოეწონება, რომლის მთავარი მიზანი და მისწრაფება სხვათა აღფრთოვანების გამოწვევაა თავისი გარეგნობით.


კომპლიმენტებზე დამოკიდებულება

imageზოგიერთი ქალი კომპლიმენტდამოკიდებულია. აი, სამი მთავარი ნიშანი, რომელიც მიგახვედრებთ, რომ თქვენ წინაშე სწორედ ასეთი ქალია:

1.მის გარშემო უამრავი ადამიანია, რომლებიც ეპირფერებიან. ჩვეულებრივი ადამიანები მალე იღლებიან და ღიზიანდებიან პირფერობისგან, აი, ასეთ ქალებს კი უსასრულოდ შეუძლიათ კომპლიმენტები ისმინონ.

2.ხელიდან არ უშვებს შანსს, სხვებს მოუყვნენ იმ კომპლიმენტების შესახებ, რომლებიც მიიღეს: “დღეს ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ დიდებული თმა მაქვს და რომ შამპუნის რეკლამაში უნდა გადამიღონ."

3.როცა კომპლიმენტზე ჩვეულებრივი “მადლობა"-ს ნაცვლად ქალი ამბობს, -“ოი, რას ამბობთ, აზვიადებთ...", “მეპირფერებით" და ა.შ. ასეთი ქცევის მიზანი ერთი რამაა - დამატებითი კომპლიმენტების მიღება. თუმცა, მამაკაცებს მალე სწყინდებათ ქალისთვის იმის მტკიცება, რომ ისინი ლამაზები არიან.


ისინი სხვანარები არიან

image

ლამაზი ქალი ხშირად ხდება გარიყული, განსაკუთრებით ქალების საზოგადოებიდან. სილამაზე, როგორც საფრთხე, ისე აღიქმება: თუ სხვა ქალები პარტნიორის გარეშე არიან, მათ კონკურენცია აშინებთ, თუ დაოჯახებულნი არიან, პარტნიორის ღალატის ეშინიათ. ლამაზი ქალის ყოფნა საზოგადოებაში დაძაბულობას იწვევს და მათ საზოგადოებას ხშირად გაურბიან.


არასაჭირო ხალხს იზიდავენ

image

ლამაზ ქალებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ, თუმცა ხშირად ისინი “სხვა" ადამიანებს იზიდავენ. მორიდებულ მამაკაცს გამბედაობა არ ეყოფა, რომ ლამაზი ქალი გაიცნოს. სამაგიეროდ, აქტიურობენ: 1)მამაკაცები, რომელთათვისაც ლამაზი ქალის “მონადირება" სპორტული ინტერესი უფროა; 2)მამაკაცები, რომლებიც ლამაზ ქალს როგორც საკუთრებას ისე უყურებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ყიდვა შეუძლიათ; 3)მამაკაცები, რომელთაც ლამაზი ქალი აქსესუარად მიაჩნიათ და მისით მხოლოდ საკუთარ სტატუსს უსვამენ ხაზს; 4)მამაკაცები, რომელთაც სურთ, გარშემომყოფებში შური გამოიწვიონ.


საბოლოოდ, ლამაზი ქალი ისე იღლება ასეთი მამაკაცებისგან, რომ ყოველგვარ ურთიერთობას გაურბის.




0
196
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0