x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აფხაზეთში გათენებულ საქართველოს
image


ცრემლებით ვრწყავს კრწანისის პირს ყაყაჩოებს,

მე ეს მიჯობს, თავი ბრბოში ვიდრე ვიყო,

მეტეხს ვფიცავ, მის გუმბათს და ხარაჩოებს,


თუ მტრის სისხლით რწყევამდე არ ვიქეიფო.


ვფიცავ გელათს და გატანჯულ დავითის სულს,

ძუ მგელივით ავეფარე ტაძრის კარებს,

ახლა მეფეს ჩემთან ერთად სიკვდილი სურს,

მაგრამ ვაგლახ, რომ ზეცაში დაიბარეს.


ვიცავ მრავალ ომგამოვლილ ქართლს და კახეთს,

ვიცავ მცხეთას მომჩქეფარე "არაგვიანს",

თვითონ ნახეთ, რა მოუვა მოღალატეს,

შორიდან რომ თითქოს მიძღვნის სალამს გვიანს.


შეწყალებას მე არ ვითხოვ და არც ველი,

ეს ვედრება მინდა, ცაში რომ ავარდეს,

მეც მომკვეთეთ უტასავით ცალი ხელი,

მეორეთი მაინც ვიტყვი ამ ალავერდს.


გაუმარჯოს ამ პატარა საქართველოს,

სიდიადით ის უმაღლეს ღრუბელს სწვდება,

გაუმარჯოს იმ დაკარგულ მთას და მდელოს,

ბევრ ქართველს რომ ღვინის სმაში ავიწყდება.


გაუმარჯოს ამ გატანჯულ ფიქრებს, მწარეს,

გულით მინდა ერთი რაღაც ვინატრო და,

დამაბრუნე ზეციერო, მეც იმ მხარეს,

სადაც ჩემი წინაპარი ბინადრობდა.


ახლა რაც მაქვს, იმას მაინც შემარგებენ?

მერამდენედ შევეჩეხო დამწვარ მდელოს?

ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე

აფხაზეთში გათენებულ საქართველოს.


ლექსის ავტორი: გიორგი თუშიშვილი.

1
336
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
336
  
2018, 27 ოქტომბერი, 12:33
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველას გაუზიარე იგი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ეწვიეთ ვებგვერდ ,,,,

.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
0 1 1