x
image
რუსუდან ნადირაშვილი
თურქეთში კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ ბატუმსკი დააკავეს
image


ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა. როგორც თურქული მედია წერს, ინტერპოლის მიერ ძებნილი „ლავასოღლის“ აყვანა სპეციალური რეიდის დროს განხორციელდა.

.

„რეიდის ფარგლებში გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც მინდია გორაძე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა არარეგისტირებული ცეცხლსასროლი იარაღი“, - იუწყება თურქული მედია. ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის დასაკავებლად ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა.


.

ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ივლისში დაუსწრებლად მიუსაჯა. მას კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება ბრალი. უფრო კონკრეტულად: 18 ივლისს შს სამინსიტრომ მინდია გორაძეს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

.

კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა. იგი ბათუმშია დაბადებული, 37 წლისაა და არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. სანამ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, მანამდე სპორტით, ჭიდაობით იყო დაკავებული. იგი პირველად 2006 წელს დააკავეს და სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. ე. წ. „კანონიერ ქურდად“ მინდია გორაძეს 2013 წლიდან მიიჩნევენ. 2013 წლიდან მინდია გორაძე უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც მას „ლავასოღლი ბატუმსკის“ ეძახდნენ. ამ სახელით მას ხშირად მოიხსენიებს რუსული და უკრაინული პრესა. 2014 წელს მინდია გორაძე უკრაინაში, ოდესაში დააკავეს და მას სამი წლით აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძე ოდესაში მართავდა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ბინების ძარცვით იყო დაკავებული.

.

.


2016 წელს მინდია გორაძეს საქართველოს პროკურატურამ „კანონიერ ქურდობაში“ დასდო ბრალი და იგი დააკავეს.

„2013 წლიდან დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით, იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, “ – განაცხადა მაშინ შს სამინისტრომ. ამ ბრალდებიდან რამდენიმე თვეში მინდია გორძემ საპატიმრო დაწესებულება ისე დატოვა, რომ ბრალი არ დაუმტკიცებიათ. თუმცა, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

3
493
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
493
  
2018, 26 ოქტომბერი, 17:04
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველას გაუზიარე იგი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ეწვიეთთ ვებგვერდდ ,,,,

......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
2018, 25 ოქტომბერი, 21:25
არაა ქურდი, "პოდ კონფლიქტომ" ნიშნავს, რომ ქურდულ შეკრებამდე შეჩერებული აქვს დროებით სტატუსი!!!
0 1 3