x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსმა გამომგონებელმა "ბმვ"-ს და ავიაგამანადგურებლის "მიგ-23"-ის ჰიბრიდი შექმნა(ვიდეო)

image

ბლოგერმა -გამომგონებელმა როსტოვიდან იგორ ნეგოდამ 2017 წელს დაამზადა რეაქტიული ველოსიპედი, რითაც შეძლო საათში 72 კმ სიჩქარის განვითარება, მაგრამ გამომგონებელი ამით არ დაკმაყოფილდა და ამჯერად ხელისმომწერებს შესთავაზა BMW 3 -ზე ავიაგამანადგურებლის, - მიგ-23-ის ტურბო სტარტერი.

ძრავა ოსტატს ხელისმომწერებმა აჩუქეს, მან აგრეგატი შეაკეთა და შეაერთა ბმვ- სიჩქარის გადამცემს, ტექნიკური დეტალები ბლოგერმა ვიდეოში აღწერა, ავტომობილის ტესტირების დროს კაპოტიდან მეტრიანი ცეცხლის ალი ამოდის, რომელიც ბეტმენს ან ნებისმიერ ავტომრბოლელს შეშურდებოდა, ავტომობილს ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ხმა აქვს.

image

ამის შემდეგ ბლოგერმა BMW- სატესტო სვლა მოაწყო, ავტომობილში 50 ლიტრი ნავთი ჩაასხა, მანქანა წყნარად მიუახლოვდა გარაჟებს, თუმცა ხმა ისეთი ჰქონდა, გეგონებათ ავიაგამანადგურებელი აეროპორტს უახლოვდებაო, სვლა სულ რაღაც 10 წუთი გაგრძელდა, სიჩქარე იყო 50 კმ/სთ-ში.

- საწვავს ისრუტავს კოსმოსური მასშტაბით, მაგრამ რა ვქნა ბიჭებო? ეს ხომ გაზტურბინიანი ძრავაა"-აღნიშნავს იგორი.

იგორმა ტურბოვატომობილი 87კმ/სთ-ში სიჩქარით გააქანა მხოლოდ მეოთხე სიჩქარეზე, რადგან მეხუთეზე გაიჭედა და ვერ გადართო, ამის შემდეგ ბლოგერმა გადაწყვიტა დრიფტი მოეწყო, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ავტომობილის სალონი იმდენად გაივსო კვამლით, რომ იგორი კინაღამ გაიგუდა.

-ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია, თუმცა ცხოვრებაში ერთხელ ესეც უნდა სცადო-აღნიშნა ბლოგერმა.

აღსანიშნავია, რომ იგორ ნეგოდათი დაინტერესდა ამერიკული გამოცემა "The Drive", სტატიის ავტორი წერს, რომ მოსწონს ასეთი გიჟური ავტომობილები და ქედს იხრის მისტერ ნეგოდას წინაშე.





იხილეთ სხვა ავტოსიახლეები

image


1
334
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
2018, 30 ოქტომბერი, 16:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1