x
მეტი
  • 26.05.2020
  • სტატია:100896
  • ვიდეო:346070
  • სურათი:464349
ზოდიაქოს 11 წყვილი, რომელიც 2019 წელს დაინიშნება ან იქორწინებს
image

გთავაზობთ იმ წყვილების ჩამონათვალს, რომლებიც 2019 წელს დაინიშნებიან ან იქორწინებენ:



ვერძი
& ვერძი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ერთმანეთს შეცდომებს ორი მიზეზით პატიობენ: ერთი - უყვარს პარტნიორი, მეორე - ზუსტად იცის, რატომ გადადგა მან კონკრეტული ნაბიჯი, რას ელოდა და რას ფიქრობდა; რადგან თავადაც იმავე გზას გადიან. ვარსკვლავები ვერძებს შეუღლებას და ბედნიერ თანაცხოვრებას ჰპირდებიან.



ტყუპი & სასწორი

ეს წყვილი ერთმანეთისთვის მოევლინა ქვეყანს, მათი ურთიერთობა მთელი ცხოვრება გასტანს. მაშინაც კი, თუ ოდესმე იჩხუბებენ და დაშორდებიან, ტყუპისა და სასწორის გზები კვლავ გადაიკვეთება. 2019 წელს ხელს მოაწერთ ან ჯვარს დაიწერთ.


მშვილდოსანი & მორიელი

სიღრმისეულ საუბარში გადათენებული ღამეები სულ მალე ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა თქვენთვის, რადგან ერთად ცხოვრებას დაიწყებთ. მშვილდოსანს მორიელის იდუმალება მოსწონს, მორიელს კი მშვილდოსნის ექსტრავაგანტურობა, თავისუფლება, სიგიჟე. 2019 წლიდან აღარ მოგიწევთ სხვადასხვა ლოგინში დაძინება და იმის ნატვრა, როდის გათენდება მომდევნო დღე, რომ კვლავ შეხვდეთ.


კურო & თევზები

კუროსა და თევზებს შორის უჩვეულო სიახლოვეა, ეს ადამიანები ერთმანეთის ინტიმურ სივრცეს შეესისხლხორცნენ. 2019 წლიდან საძინებელსაც გაიყოფენ ან დაინიშნებიან და მთელ სამყაროს გამოუცხადებენ, რომ ერთმანეთს ეკუთვნიან სამარადისოდ.


კითხვის გაგრძელება > > >



image

0
1327
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0