x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჯვარცმა და ჯვარი - როგორ იქცა წამების იარაღი ქრისტიანობის სიმბოლოდ
image
ჩვენ მიჩვეულნი ვართ რომ ქრიტიანობის მთავარ სიმბოლოს ჯვარი წამოადგენს, მაგრამ ასე იყო კი ყოველთვის?

ვინმეს რომ იესო ქრისტესთვის ან მოციქულებისთვის შეეთავაზებინა კისერზე ჩამოეცვათ თოკზე დაკიდებული თანამედროვე სიმბოლო ქრისტიანობისა - ჯვარი, ამას ისინი უდიდეს შეურაცხყოფად მიიღებდნენ, რადგან დამნაშავეების და მონების დასჯის იარაღი მათ წარმოსახვაში ვერანაირად ვერ იქნებოდა რწმენის და ღვთის სიყვარულის სიმბოლო. როგორი იყო რელიგიური სიმბოლოები მათ ჩანასახში და რა შეიცვალა მათში დროთა განმავლობაში?


იხთისი


image




გადმოცემის მიხედვით იესო მეთევზე იყო (სხვა წყაროებით - დურგალი). მისი ყმაწვილობის წლებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მიბარებული ჰყავდათ მეთევზეებთან ხელობის შესასწავლად. მოგვიანებით თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ის თავის თავს ადამიანების დამჭერს უწოდებს და ამბობს: " და ვუთხარი მათ - გამომყევით მე და თქვენ გაგხდით ადამიანების მჭერავად". იმის ანალოგიურად როგორც იესო სიჭაბუკეში იჭერდა თევზებს, ასევე იჭერს სიკვდილის შემდეგ ადამიანების სულებს. იხთისი ( ძველი ბერძნულიდან-თევზი) - უძველესი მონოგრამაა, რომელიც შედგნილია პირველი ასოებისაგან წინადადებისა: ''იესო ქრისტე ძე ღვთისა მხსნელი".



.


ღუზა


image


ეგრეთ წოდებული ღუზის ჯვარი- ამ გამოთქმაში სიტყვა ''ჯვარი'' მხოლოდ გვიანდელი საეკლესიო მსახურების გამონაგონია. ღუზის ჯვარედინს არანაირი კავშირი არ აქვს ჯვარცმასთან და მისი დანიშნულება ღუზის გრუნტში ჩამაგრება იყო. მეთევზე იესოსა და მისი კოლეგებისთვის ღუზა სახლის, სიმყუდროვის და გადარჩენის სიმბოლო იყო. ღუზაჩაშვებულ ნავზე მეთევზე ან მეზღვაური თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, სწორედ ასევე აძლევს მორწმუნეს ღმერთის რწმენა იმედს საიქიო ცხოვრებაში გადარჩენისა.



ქრიზმა


image


ქრიზმად ცნობილი მონოგრამაში დაშიფრულია ორი სიტყვა: იესო და მესია (Х და Р. მასში ხშირად გვხვდება აგრეთვე ალფა და ომეგა (α და ω), როგორც საწყისი და დასასარული ანუ ღმერთი. გამოცხადება 21-6 : "მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული. მწყურვალს დავარწყულებ ცოცხალი წყლით, გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს და მე ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი შვილი".


არსებობს გარდამავალი სიმბოლოებიც, სადაც ღუზაში უკვე ჩნდება ჯვარცმის ელემენტები, მტრედები და ზეთისხილის ხის ტოტები.


image


მატარებელი სიმბოლოების გარდა კიდევ არსებობდა გრაფიკული სიმბოლოები, როგორიც იყო მტრედი, ვარხვი, მამალი, ზეთისხლის ხის ტოტი და კიდევ ბევრი სხვა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა სტატიის თემაა.


იესო და სპარტაკი


image


მაინც რას წარმოადგენდა თანამედროვე მართლმადიდებლური ჯვარი იესოს დროს? ჯვარზე გაკვრა, როგორც სასჯელის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, ფართოდ გამოიყენებოდა ეგვიპტეში, იუდეაში, კართაგენში, ფინიკიელებში, სპარსეთში. მაკედონიაში, საბერძნეთსა და რომის იმპერიაში ჯვარზე ძირითადად მონებს აკრავდნენ, იშვიათად-განსაკუთებით სასტიკი დანაშაულის ჩამდენებს, რათა სახალხოდ დაემცირებინათ ისინი.

ჯვარზე დასჯის პირველი შემთხვევები რომის იმპერიაში აღინიშნება ტარკვინია დიდებულის დროს, რომელიც სამეფო ოჯახის ბოლო წარმომადგენელი გახლდათ. ეს პრაქტიკა რომში კართაგენიდან გავრცელდა, რომლებმაც ის, თავის მხრივ, ფინიკიელებისაან გადმოიღეს. რომაელ სენატორებს და მოსამართლეებს სამართალშიც კი აძლევდნენ იმის გამო, თუ ისინი ჯვარზე გაკვრას მიუსჯიდნენ რომაელ მოქალაქეებს. გავიხსენოთ, როგორ კიცხავდა ციცერონი ვერესს, რომელმაც სიცილიაში რწმუნებულად მუშაობის დროს რომაელ მოქალაქეს მიუსაჯა ჯვარზე გაკვრა. ითვლება, რომ იუდეაში სასჯელის ეს ფორმა მეფე იროდის დროიდან გამოიყენებოდა.



image



ჯვარი შეიძლება შედგენილი ყოფილიყი ორი, სამი და იშვიათად ოთხი ხარიხისგან შემდგარი და ჰქონოდა სხვადასხვა სახე: T - სმაგვარი, X-ისმაგვარი, y -ისმაგვარი. მისი პირველი ნაირსახეობა - გადაბრუნებული ჯვარი გამოიყენებოდა თავდაყირა დაკიდებული ადამიანის ჯვარზე გასასმელად. ამ წესით სჯიდნენ აჯანყებულებს. სწორედ ასე გააკრეს ჯვარზე პეტრე მოციქული მისივე თხოვნის თანახმად: მან საკუთარი თავი უღირსად მიიჩნია, რათა იმავე წესით გაეკრათ ჯვარზე, როგორც იესო. იმპერატორმა ნერონმა დააკმაყოფილა მისი თხოვნა, თუმცა სხვა წამებულებს უარი უთხრა ამგვარი წესით დასჯაზე.



image


ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ჯვარზე თავდაყირა გაკვრის იდეა დაიბადა სუფთა ტექნიკური მიზეზების გამო: ტენიან მიწაში ჯვრის ღრმად დასობა იყო საჭირო, ასე რომ ჰორიზონტალური ხარიხა მიწასთან ახლოს ხვდებოდა ხოლმე, მის ერთ-ერთი ბოლოს წვერს უმახვილებდნენ და მიწაში ამაგრებდნენ, რომ კონსტრუქცია უფრო მყარი ყოფილიყო და არ წაქცეულიყო ადამიანის სიმძიმით. მსხვერპლსაც თავით მიწისკენ აკრავდნენ ჯვარზე.


X-ისმაგვარ ჯვარს წმინდა ანდრიას ჯვარსაც უწოდებენ მოწამე ანდრიას გამო, რომელიც იყო მოციქულ პეტრეს ძმა და იოანე ნათლისმცემლის მოწაფე. როცა ის საწამებლად ჯვართან მიიყვანეს, ტანსაცმელი გაიხადა და ჯალათს გადასცა. წამებული ხელებით და ფეხებით კი არ მიაჭედეს ჯვარზე, არამედ თოკებით მიაბეს, რათა ტანჯვა უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. ბიბლიის მიხედვით, დიდმოწამე ანდრია ჯვარზე გაკვრიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.


რომში, საბერძნეთსა და აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ჯვარზე დასასჯელად განწირულ ადამიანს ჯერ მათრახით სცემდნენ, შემდეგ კი აიძულებდნენ საკუთარი ზურგით მიეტანა ჯვარი დასჯის ადგილზე. უფრო სწორად მას ზურგით მიჰქონდა პატიბილუმი (patibulum), ჯვრის ზემოთა ჰორიზონტალური ხარიხა, მაშინ როცა ძირითადი ბოძი (stips) უკვე მყარად იყო დასობილი დასჯის ადგილზე. უამრავი ნახატი, რომელზეც ქრისტეს გოლგოთისკენ სვლაა გამოსახული, ამახინჯებენ იმდროინდელ რეალობას.





დასჯის ადგილზე მიყვანის შემდეგ განსასჯელს ჯვარზე აკრავდნენ თოკებით, თუმცა უფრო ხშირ შემთხვევში მის ხელ-ფეხს ლურსმნებით აჭედებდნენ. პირველ შემთხვევაში ადამიანს გააშლევინებდნენ ხელებს, მიაკრავდნენ მათ პატიბულუმზე, შემდეგ კი თოკის და ბლოკის დახმარებით აწევდნენ ზემოთ დასაფიქსირებლად.

იმ შემთხვევაში, როცა დასასჯელს ლურსმნებით აჭედებდნენ, შემდეგნაირად იქცედნენ: თავდაპირველად პატიბულუმზე აჭედებდნენ ხელისგულებით, შემდეგ აწვდნენ მაღლა, მიაბამდნენ ბოძზე და ბოლოს ფეხებით მიაჭედებდნენ ძირითად საყრდენ ბოძზე. ლუსრმნებს არასოდეს არ აჭედებდნენ ხელისგულებში-ისინი უბრალოდ ვერ გაუძლებდნენ სხეულის სიმძიმეს.


ფოტოზე: ქუსლის ძვალი ლურსმნით-არქეოლოგიური აღმოჩენა

image



კიდევ ერთი რამ: ჯვარზე გაკრულს არანაირი ფეხების საყრდენი არ ჰქონდა, როგორც ეს რელიგიური შინაარსის ნახატებზეა გამოსახული. მსგავსი საყრდენის არსებობა ეწინააღმდეგებოდა თავად დასჯის არსს: ჯვარზე გაკრული ადამიანები კვდებოდნენ არა წყურვილითა და შიმშილით (როგორც ბევრს ჰგონია), არც სისხლის დაკარგვით- ისინი უჰაერობით იხოცებოდნენ. დასჯილს სუნთქვა შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელებზე აიწეოდა. ამ დროს მას ლურსმნები აუტანელ ტკივილს აყენებდა. კუნთები შეუჩერებლ ცახცახს იწყებდა და ადამიანს არ შეეძლო ამოესუნთქა ჰაერი, რომელიც მკერდის უჯრედებს ავსებდა. ეს ფენომენი ზედმიწევნით ზუსტადაა აღწერილი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების მიერ, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს ჯვარზე გაკვრა (ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვეების წამების ამ ხერხსაც იყენებდნენ). ასფიქსიის გასაძლიერებლად ყველაზე ძლიერ და ამტან პატიმრებს ფეხებზე მძიმე ქვებს კიდებდნენ, რათა უზრუნველეყოთ ხელ-ფეხის სრული უძრაობა, რაც სუნთქვას ფაქტიურად შეუძლებელს ხდიდა - როგორც ჩანს, იმდროინდელმა ჯალათებმა შესანიშნავად იცოდნენ ადამიანის ანატომია და წამების ისეთ ხერხებს იგონებდნენ, რომელიც განსაკუთრებით საშინელ ტანჯვას მიაყენებდა დასჯილებს.



image



ჯვარზე გაკრულების სხეულები მანამდე ეკიდა, სანამ მათთან სვავები არ მოფრინდებოდნენ, ხოლო აყანჯებულების გვამები ჯვრებზე სრულ გახრწნამდე რჩებოდა. ასე მოექცნენ აჯანყებულებს "მონათა ომების'' შემდეგ, რომლებიც რომის იმერიამ დიდი გაჭირვებით ჩაახშო. გამარჯვებას მოჰყვა საშინელი სასაკლაო და ჯვარზე გაკრული უამრავი ადამიანი.



როდესაც განაჩენი ოფციალურად ცხადდებოდა, როგორც ეს იყო მაგალითად, ქრისტეს შემთხვევაში, ხელისუფლება ჯვარცმულის ახლობლებსა და ნათესავებს უფლებას აძლევდა გამომშვიდობებოდნენ მათ სიკვდილის წინ. შუბის ჩაცემა წამებულის ფერდში ხდებოდა უკვე სიკვდილის ფაქტის კონსტატაციის შემდეგ და არა ვითომდა დასჯილის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით, თითქოსდა იმის გამო, რომ რაც შეიძლება მალე დამდგარიყო სიკვდილი.

და მაინც, ყველაზე დიდი მსხვერპლი წამების ამ იარაღს შესწირეს არა აჯანყებულმა მონებმა, არა დამნაშავეებმა და მკლელებმა, არამედ ქრისტიანებმა. სამასზე მეტი წლის განმავლობაში, მოციქულების კვალდაკვალ, ჯვარზე გააკრეს ქრისტეს ათასობით მიმდევარი, რომლებმაც არ მოისურეს საკუთარ რწმენაზე უარის თქმა. იმპერატორ ტროაინეს დროს იერუსალიმში ამგვარად აწამეს მართალი სვიმეონი, წმინდა იულია ჯვარზე გააკრეს კართაგენში და არამარტო ისინი-ათასობით ქრისტიანი აცვეს ჯვარს ხმელთაშუაზღვიპირეთის ქვეყნებში.

გავიხსენოთ ნერონი, რომელიც სიამოვნებას იღებდა იმით, რომ ჯვარზე გაკრულებს გამდნარ ფისს ასხამდა, რათა ჯვარცმისათვის ცეცხლით წამება დაემატებინა. რომაელი მაგისტრების მიერ გასამართლებულ ბრალდებულებს ჯვარზე გაკვრის წინ ხშირად აწამებდნენ ხოლმე. ძველი რომის ყველა თანამედროვე ჟამთააღმწერელი ერთ აზრზე ჯერდებოდა იმის შესახებ, რომ კარაკალის, სეპტიმე სასტიკის, ჰელიოგაბალის, მაქსიმინის და განსაკუთრებით დიოკლეტიანეს დროს მსხვერპლის რაოდენობა ენით აუწერლად დიდი იყო. ხელისუფლების სათავეში ქრისტიანი იმპერატორების მოსვლისთანავე ჯვარცმა აკრძალეს, ამის შემდეგ ჯვრის სიმბოლომ მიიღო საკულტო ხასიათი როგორც ბერძნულ, ასევე ლათინურ ლიტურგიებში. ჯვარმა და ჯვარცმამ დაიკავა მნიშვნელოვანი როლი კათოლიკურ ცერემონიებსა და რიტუალებში. ჯვარი, რომელიც ერთ დროს წამების მასობრივ იარაღს წარმოადგენდა, ქრისტიანობის და აღდგომის სიმბოლოდ იქცა.



image


P.S. მათთვის, ვინც არ იცის, თუ რას ნიშნავს თავის ქალა და ძვლები ჯვრის ქვეშ, განვმარტავ, რომ ეს არის თავის ქალა ადამისა-პირველი ადამიანისა დედამიწაზე. გადმოცემის მიხედვით ქრისტე ჯვარს აცვეს ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ადამი იყო დასაფლავებული.






1
461
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
461
  
2018, 26 ოქტომბერი, 17:04
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველას გაუზიარე იგი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ეწვიეთ ვებგვერდდ ,,,,

......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
0 1 1