x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იუნა შაფათავა:ფოტოს იღებს ჩემი მრავალრიცხოვანი საყვარლებიდან ერთ-ერთი
image

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტელესახე და მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და შემდეგი სტატუსს წერს:


image

ეს დაბოღმილი, უსექსო, ამერიკაში "დაღლილ-დატანჯული", უტვინო, "საშინელი" რეპუტაციის მქონე, მაგრამ ერთადერთი ქართველი ქალი, რომლის ტვინია და აზროვნება ე.წ. სექსუალური (ნუ, მე ჩემ თავში ტვინი მიყვარს და უსასრულო ქალის სული). ფოტოს არ იღებს უსექსო დაქალი, ფოტოს იღებს ჩემი მრავალრიცხოვანი საყვარლებიდან ერთ-ერთი, ბოდიში მილიარდერი ჯერ არა, მაგრამ უსისხლოდ მდიდარი მეგობარი მილიონერი, კულტურული ინტელიგენტი უცხოელი ჯენტლმენი. ფული სისხლის გარეშეც კეთდება, ტვინი თუ გაქვს. კონცერტზე ვიყავით ატლანტიკ სითიში, კაზინოში არც ერთი ვთამაშობთ. ვივახშმეთ უბრალოდ და დავბრუნდით ნიუ-იორკში. წასვლა ჩემითაც შემიძლია, იმდენს ვმუშაობ, ამწუთას ლოს ანჯელესიდან და ლას-ვეგასიდან დავბრუნდი, მაგრამ უიკ-ენდზე დამასვენა, დამპატიჟა - მგონი, სასიამოვნოა ყველა ქალისთვის ყურადღება ☺️
ვიცი, იტყვით, ჯოჯოხეთში დავიწვები, მაგრამ ჩემს სულზე ისევე ვზრუნავ, როგორც ჩემს უბერებელ სხეულზე. ვლოცულობ, ჩემი და თქვენი სულების სიმშვიდეზე და გადარჩენაზე.
ვწუხვარ, ხმის მიცემის უფლება არჩევნებზე წაგვართვა ასიათასობით ქართველს #საქართველოსპარლამენტის რეალობასთან შეუსაბამო კანონმა, საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის აღრიცხვის უაზრო დედლაინის დადგენით, #ცესკოს კომპეტენციაში ეს არ შედის და ცოტათი ცუდ ხასიათზე ვარ ამის გამო...რაღა დაგვრჩენია? ვიყოთ წარმატებულები, სამშობლოს მხარდასაჭერად, მისი აწმყოსა და მომავლისთვის
გისურვებთ ბედნიერებას"


image




იუნა შაფათავამ ბიძინა ივანიშვილთან მიწვეული ტელეწამყვანები ეკა კვესიტაძე და დიანა ტრაპაიძეც შეაფასა და ასეთი დასკვნა გამოიტანა:



"კარგი ქალის განსაზღვრება შეიძლება არ გულისხმობდეს "ბედნიერს", მაგრამ კარგი ქალი მინიმუმ, ფიზიოლოგიურად დაკმაყოფილებული უნდა იყოს. ჩემი "ნიშიდან" (სექს-რჩევებს რომ ვწერ, ჩემს ქალურ, გამორჩეულ და იშვიათ გამოცდილებაზე დაყრდნობით) გეტყვით, თუ ფიზიოლოგიურად დაკმაყოფილების პრობლემა არ გაქვს, ქალს, სხვა ყველაფერიც წესრიგშია. სამსახური, პირადი ცხოვრება, წარმატება, განწყობა.
ეთერების წინ, ტელევიზიაზე, ყოველთვის იმ ადამიანს ვხვდებოდი, ვისთანაც მაქსიმალურად დაკმაყოფილებული ვრჩებოდი. ეკრანზე გაღიზიანება ერთხელ დამეტყო - კესარიასთან რომ ვიდავეთ. გულწრფელად გეტყვით - სიცხე მქონდა, წინა საღამოს სექსი არ მქონია და დამეტყო.
ახლა ხვდებით, ქართველი წამყვანი და ჟურნალისტი იქალები ასეთი აჟიტირებულები რატომ არიან. ბოტოქსი წინა პლანზეა, დაკმაყოფილება - მინუსში.


რას არ გაფიქრებინებს "კოლეგების" ყურება და შენთვის, შეფასება....
სერიიდან "ფიქრები გაჟღერებული"

image

0
478
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0