x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წითელი თუ მწვანე? ექიმის რჩევები (+ ღუმელში გამომცხვარი ვაშლის და ვაშლის გასახდომი კოქტეილის რეცეპტები)

თუ არ იცით, რომელი ვაშლი შეიძინოთ – მწვანე თუ წითელი, არჩევანი პირველის სასარგებლოდ გააკეთეთ. მწვანე ვაშლი ნაკლებად შაქრიანია და ამიტომ, ის რეკომენდებულია პირებისთვის, რომლებსაც დიაბეტი აქვთ.

იგივე მიზეზის გამო, წითელი ტკბილი ვაშლი მავნებელია კბილებისთვის, რადგან მას კარიესის გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, მწვანე ვაშლის შემადგენლობაში უფრო მეტი რკინა და С ვიტამინია, ვიდრე წითელში. ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭის დაბალი მჟავიანობა აქვს, ხოლო მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, – უპირატესობა წითელ ვაშლს უნდა მიანიჭონ.


image


მწვანე ვაშლი სასარგებლოა იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანს ჭარბი წონისადმი აქვს მიდრეკილება, ის გაჯერებულია დიეტური ბოჭკოვანებით, В ჯგუფის ვიტამინებით და სხვა საასარგებლო ელემენტებით (იხ. ცხრილი), რაც ამ ვაშლს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარეგულირების და მადის შემცირების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ის აჩქარებს ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ვაშლი დაბალკალორიულია და სითხის შეკავების დაბალი უნარი აქვს. ის ასევე, ჰორმონალური ინსულინის გამომუშავებას და ნაწლავებიდან შაქრის ათვისების პროცესს ანელებს. ეს კი, თავის მხრივ, ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს.

image

imageმწვანე ვაშლი სასარგებლოა ალერგიული დაავადების შემთხვევაშიც. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი წონისგან გათავისუფლების სურვილი გაქვთ, — შეგიძლიათ მოამზადოთ მწვანე ვაშლის კოქტეილი, რომელიც მხოლოდ ზედმეტი კილოგრამებისგან კი არა, ორგანიზმში წლების მანძილზე დაგროვებული შხამებისგანაც გაგათავისუფლებთ. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ შედეგს სულ მალე შენიშნავთ, – როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით.

ეს ნატურალური წვენი ასუფთავებს ორგანიზმს წიდების და ტოკსიკური ნივთიერებებისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ინსულტს და ინფარქტს განვითარების შანსს არ უტოვებს.

კოქტეილის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ მწვანე ვაშლი, შვრიის ფანტელი და ლიმონი. ნაზავის ძირითადი ინგრედიენტი ვაშლია, რომელიც ეფექტურად არეგულირებს სხეულის მასას.


საჭირო ინგრედიენტები:


მწვანე ვაშლი — 2 ცალი
შვრიის ფანტელი — 125 გრ.
ლიმონი — 1 ცალი
მინერალური წყალი — 1/2 ლ.



მომზადების და მიღების წესები:


I. კარგად გარეცხეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით ვაშლი.

II. ბლენდერში ჩაასხით მინერალური წყალი > დაამატეთ ვაშლი და შვრიის ფანტელი > დააბლენდერეთ იქამდე, ვიდრე ერთფეროვან მასას არ მიიღებთ.

III. გამოწურეთ ლიმონი > წვენი კოქტეილს დაუმატეთ > ყველაფერი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეურიეთ.

კოქტეილი დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ, 1 კვირის მანძილზე. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი წონისგან სრულად ვერ გათავისუფლდებით, ერთი კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.



ღუმელში გამომცხვარი ვაშლი


image


ღუმელში გამომცხვარი ვაშლის უამრავი რეცეპტი არსებობს. ამასთან, ეს არომატული გემრიელობა სასარგებლოც არის.

გამომცხვარ ვაშლში А, С, Е და B ჯგუფის ყველა ვიტამინი შენახულია, ასევე არის გარკვეული რაოდენობის ასკორბინის მჟავაც. მდიდარია რკინით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით და სხვა მიკროელემენტებით. ვაშლის ქერქი ძალიან იშვიათ და ძვირფას პოლისაქარიდს – პექტინს შეიცავს. ამასთან, ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოხარშული ვაშლის ქერქშია. ასეთი ვაშლი უბრალოდ «გაჯერებულია» ბოჭკოვანებით, რომლის ათვისება ორგანიზმის მიერ სრულად ხდება.


ინგრედიენტები:


ვაშლი (მომჟაო, მჟავე) — 5 ცალი

ქიშმიში — 2 ს.კ.

შტოში — 4 ს. კ.

თაფლი (თხევადი) — 2 ს. კ.

დარიჩინი (დაფქული) — 1/2 ჩ. კ.


მომზადება:


I. ერთმანეთს შეურიეთ ქიშმიში, შტოში, თაფლი და დარიჩინი.

II. ვაშლს მოაჭერით ზედა ნაწილი 7 - 10 მმ. (როგორც სურათზეა ნაჩვენები) > ამოუღეთ გული > ფრთხილად დაუჩხვლიტეთ კანი.

III. გაანაწილეთ გულსართი > დაახურეთ მოჭრილი ნაწილები > დაალაგეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე ან კალკაზე.

IV. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

V. გამომცხვარი ვაშლი შეაგრილეთ > სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ მანქანაში გატარებული თხილეულის რომელიმე სახეობა მოაყაროთ.



P. S. გამომცხვარი ვაშლი – დაბალკალორიული კერძია (100 გრ – 45-54 კკალ). ბუნებრივია, თუ მას სხვა პროდუქტს დავამატებთ, მისი კალორიულობა უფრო გაიზრდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საუბარი თხილეულზე, კარამელზე და შოკოლადზეა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* 2 უგემრიელესი დესერტი 2 X 1 (ორგანიზმის გაწმენდა და ჭარბი წონის მოცილება)

* ვაშლის მშრალი და ძალიან არომატული მურაბა
* თუ ჩაი გიყვართ, ეს უნდა იცოდეთ


1
568
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
568
  
2018, 30 ოქტომბერი, 20:31
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1