x
სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა.

სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა. პარტიის დამფუძნებელი კრება უკვე გაიმართა. ამის შესახებ Tert.am-ი წერს.

საინიციატივო ჯგუფში შედიან პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკ გრიგორიანი, ყარაბაღის ომის მეთაური არშაკ არშაკიანი, ეკონომისტი სმბატ როსტომიანი, აღმოსავლეთმცოდნე გეგამ არუტიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და ადვოკატი არტავაზდ სარქისიანი.


image



პარტიის შექმნასთან დაკავშირებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე უღელისგან გადაარჩინა და საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სისტემა უნდა შეიქმნას.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:გტაა.გტაა
გტაა.გტაა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0