x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთხელ კეისარმა გადალახა ეგეოსის ზღვა და მეკობრეებმა შეიპყრეს, შემდეგ კი...

ჩანაწერების მიხედვით, ერთხელ, იულიუს კეისარმა გადალახა ეგეოსის ზღვა და შეიპყრეს მეკობრეებმა, რომლებმაც გამოსასყიდის სახით, მოითხოვეს 620 კგ ვერცხლი (600 000 დოლარი).image

როდესაც ეს კეისარმა გაიგო, საშინლად განრისხდა... ის თვლიდა, რომ უფრო მეტი ღირს, ამიტომ აიძულა მეკობრეები, ფასი გაეზარდათ 1 550 კგ ვერცხლამდე. სანამ რომაელები ვერცხლს აგროვებდნენ, კეისარი მეკობრეებთან ერთად თამაშობდა, ლექსებს უკითხავდა, უმღეროდა, ექცეოდა მათ, როგორც თავის ქვეშევრდომებს.
მიუხედავად იმისა, რომ კეისარი ასეთ ურთიერთობაში იყო მეკობრეებთან, მათ აფრთხილებდა, რომ გათავისუფლების შემდეგ, დაბრუნდებოდა და მათ სიკვდილით დასჯიდა.
როგორც ჩანს, მეკობრეებმა არ დაუჯერეს კეისრის სიტყვებს, თუმცა იულიუსმა საკუთარი სიტყვა შეასრულა:როცა გაათავისუფლეს, შეკრიბა ფლოტი, დაბრუნდა კუნძულზე, სადაც ის ჰყავდათ, დასაჯა მეკობრეები, წაიღო მთლიანად საკუთარი ვერცხლი და მეკობრეების განძიც მიითვისა.





0
252
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0