x
image
პროფესორი
პატვი ეცი შენს ქვეყანას - უცხოელების თვალით დანახული საქართველო
image

1.„საქართველო ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთით, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა“.

ჰანს შერფიგი

2.„მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ქართველი, რაც უნდა ღარიბი იყოს, უღვინოდ პურს არ გატეხს, მე მათ შორის იშვიათად შევხვედრივარ ლოთებს. ქართველი ხალხი კეთილია, გულახდილი, გამბედავი, უდარდელი, არ არის კარჩაკეტილი, უყვართ ქეიფი და მეომრობა. მრეწველობა და ვაჭრობა ქართველების საქმე არ არის“.


ბარონ ტორნაუ

3."როდესაც სტუმართმოყვარეობას ვამბობ, ამ სიტყვას ისე კი არ ვხმარობ, როგორც საზოგადოდ არის მიღებული. ქართველი კაცი ისე თავაზიანად და ისეთი სიყვარულით ეკიდება თავის სტუმარს, რომ ევროპელთ არც კი დაგვესიზმრება."

ოლივერ უორდროპი

4."ქართველი – ეს არის თავით ფეხებამდე აბრეშუმისა თუ ხავერდის ტანისამოსში გახვეული მეჩვიდმეტე საუკუნის ცივილიზაცია, ეს არის ვენეცია, სიცილია, საბერძნეთი."

ა. დიუმა „კავკასია“

5."ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარი ეწოდება (დარუბანდი)… საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც… აქ ბევრია მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა."

მარკო პოლო, მოგზაური

6."ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას, რა გინდა, რა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა."

ნიკო მარი

7."მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას… აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობასავით მოშავდებიან, წამიერად ანგრევენ და სამაგიეროდ არაფერს არ აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება."


ჰეგელი

8."დიოსკურიის მახლობლად სვანები(სოანები) ცხოვრობენ… ისინი ძალგულოვანნი არიან და თავიანთი გამბედაობითა და საბრძოლო ძლირებით თითქმის ყველა ხალხზე შეუპოვარნი არიან. კავკასიის მაღალი მთებიც უჭირავთ და ყველა მეზობელ გვარ-ტომს განაგებენ. ჰყავთ მეფე და სამკაციანი საბჭო. ამბობენ, რომ სვანებს შეუძლიათ გამოიყვანონ ორასი ათასი კაცისაგან შემდგარი ლაშქარი, რადგან მთელი ხალხი ერთნაირი ძალის მებრძოლია."
სტრაბონი (ძვ. წ. I – ახ. წ. II საუკ.)

9."დადგა თეიმურაზთან მოურავის შეთანხმების დღე. სხვა მეთაურებთან ერთად მოურავიც ეახლა სპარსელთა სარდალს, მას თან ახლდა თავისი კეთილშობილი ქართველების ამალა. ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყვნენ… სპარსელთაგან ვერავის აეხსნა, როგორ გამოჩნდა ჩუმად და მოულოდნელად თეიმურაზი. ყველა სარდალი თავთავისადგილზე გავარდა. მთავარსარდალთან დარჩა მარტო მოურავი. სარდლები გაოცებული იყვნენ თეიმურაზის გამბედაობით. როცა სარდალმა ჯავშნის ჩასაცმელად თავი დაიხარა, გიორგიმ ანაზდეულად შუბი გამჭოლ გაუყარა და თავიც გააგდებინა. სპარსელთაგან ვერავინ გებედა, რომ გიორგისათვის ხელი ეხლო… უსარდლოდ დარჩენილი სპარსელები ქართველებმა გაჟლიტეს. გამარჯვებული თეიმურაზი კახეთში ჩავიდა…"
არქანჯელო ლამბერტი ( ილ. ტაბაღუა, «საქართველო ევროპის არქივებისა და წიგნსაცავებში», II)

10."ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე."
იმანუილ კანტი

1
148
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
148
  
2018, 30 ოქტომბერი, 20:32
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილადდ .... შეგიძლიათთ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1