x
image
პროფესორი
მაგიური ძალები,რომლებსაც ვერც კი ვგრძნობთ
მაგიური ძალები, რომლებსაც ვერც კი ვგრძნობთ.

დავიწყებ იმით, რომ მაგია არის „დაფარული“, რომელიც უნდა შეიცნო. ყველას თავისი აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით, ზოგი თვლის, რომ მაგია – ეს სატანიზმია, ზოგიც თვლის, რომ მაგია ეს ყველაფერია, მაგრამ ჩემთვის ასეა: მაგია, ეს არის „დაფარული საიდუმლო“, რომლის გააზრებული შეგრძნების შემდეგ ის სრულიად ნათელია, მაგრამ სხვისთვის გადაცემა ძალიან რთული. მოდით, მივუბრუნდეთ საქმეს.......

ბუნება, დედამიწა ისეა მოწყობილი, რომ ოდითგანვე მას თავისი ძალა აქვს ადამიანთან მიმართებაში და რაში გამოიხატება ეს ძალა?

ადამიანები ადრე მიწაზე და გამოქვაბულებშიც კი ცხოვრობდნენ და ძალიან ჯანმრთელებიც იყვნენ. განვითარდა კაცობრიობა, ადამიანებმა ააგეს შენობა-ნაგებობანი და შესახლდნენ „საკნებში“. მაგალითისთვის შევადაროთ სოფელში გაზრდილი ინდივიდი ქალაქის „საკანში“ გაზრდილ ინდივიდს. პასუხი მგონი ნათელია. აქედან ვასკვნით რას? სად არის ძალა?


image

და პირველი პასუხია მიწა - დიახ. გეცინებათ? შეეხეთ მიწას, დაწექით მიწაზე თუნდაც 15წუთი და შემდეგ ერთად ვიცინოთ. მიწა, ეს ძალაა, რომელიც აძლიერებს ადამიანს, მიწასთან მუშაობის შემდეგ შეგიმჩნევიათ სიამოვნება, ბედნიერება და ძალა?ძალა, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ ცოცხალი ხართ, ეს მაგიური ძალაა, რომელიც უნდა აღმოაჩინო, შეიგრძნო, შეითვისო, გაიაზრო. იარეთ მასზე ფეხშიშველმა, შემდეგ კიდევ ვიცინოთ.

image

2.ცხოველები - დადასტურებულია, რომ ბავშვები, რომლებიც ცხოველებთან ერთად იზრდებიან, ცხოვრებაში მეტად გახსნილები, მეგობრულები და ბედნიერები არიან, რატომ? იმიტომ, რომ მათში ძალაა, მაგალითად, კატა უარყოფით აურას იზიდავს, ძაღლი უდიდეს სიყვარულს გასცემს პატრონის მიმართ და რატომ უყვარდებათ ადამიანებს ცხოველები ოჯახის წევრებზე მეტად ხანდახან? იმიტომ, რომ ცხოველს მეტი სიყვარული გააჩნია, ვიდრე ადამიანების უმეტესობას. მაგალითად, მგელს ზრდის პერიოდში ძაღლზე ბევრჯერ მეტი სიყვარულის გამოხატულება აქვს, თუმცა ის მტაცებელია და ასაკის მატებასთან ერთად აგრესიული ხდება. ძაღლიც მგლის ბიძაშვილია. აქაც შეგრძნებაა, გააზრებული შეგრძნებაა საჭირო.

image3.წყალი - უდიდესი ძალა აქვს წყალს და არა მარტო დასალევს. მოდით, ვისაუბროთ მდინარეებზე(ზღვაზე ვერ მოგახსენებთ, რადგან არ ვიცი). პირადად გამომიცდია ცივი მდინარის ზემოქმედება – 3 დღე სიკვდილს ვებრძოდი, როცა „მოვკვდი“, ამიყვანეს და ძალით ჩამაგდეს მდინარეში, მას მერე მჯერა ამ მდინარის განკურნების. ეს მდინარე ხობის წყალია. თუმცა რამდენი მდინარეა ჩვენს ქვეყანაში არა ასეთი? – ძალიან ბევრი. რამდენი სამკურნალო წყალია? – ძალიან ბევრი. წყალს რასაც ჩასძახებ, თუ დააკვირდები, იმავეს გიპასუხებს. ჩვენ წყალს ავტომატურად, გაუთვიცნობიერებლად ვსვამთ, მაგრამ თუ შევიგრძნობთ მის გემოს, ის ბევრად გემრიელია, ვიდრე ნებისმიერი გაზიანი სასმელი. დიახ, კოკა-კოლას გენერალურმა დირექტორმა კითხვაზე, „რომელია თქვენი ყველაზე დიდი კონკურენტი?“ - მან უპასუხა -„ეს წყალია“.

დღეს აქ დავამთავრებ, დანარჩენი შემდეგში, თუ გასაგებია ეს ნაბოდვარი, გავაგრძელებ. პატივისცემით, პროფესორი..


ეს საინტერესოა

1
217
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
217
  
2018, 31 ოქტომბერი, 12:50
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათთ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1