x
დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი ერთად არიან?

imageმოგეხსენებათ, დემეთი და ჯანი სერიალ ''ნაადრევ ფრინველში'' თამაშობენ შეყვარებულ წყვილს.

სანემი მეოცნებე, ჭკვიანი და ცოტა გადარეული გოგონაა. ნატრობს, ცნობილი მწერალი გახდეს და გალაპაგოსის კუნძულზე დასახლდეს. დაუფიქრებელი საქციელით პრობლემებში ხშირად ეხვევა... დედა იმითაც მადლიერია, დილის 5-ზე რომ იღვიძებს და მამას მაღაზიას ხსნის. შემდეგ დასთან ერ
თად მუშაობას ოფისში იწყებს; ჯანის უმცროსი ძმა ორმაგ თამაშში ითრევს. ჯანი მსოფლიო დონის ფოტოგრაფი და სააგენტოს მშრომელი ბოსია. ქუჩის ბიჭებთან გაზრდილი საერთო ენას ყველასთან ნახულობს, თუმცა ''ლომივით დაჭრილი გულთან არავის უშვებს''. ხშირად მოგზაურობს. მისი ცხოვრება სანემის გამოჩენით იცვლება, ფერადოვნდება. აი, ვინ აღმოჩნდება გოგონას ''ალბატროსი'' ))

imageდემეთს ურთიერთობა 11 წლით უფროს მამაკაცთან ჰქონდა. საუბარია წარმატებულ თურქ მსახიობზე, სეჩქინ ოზდემირზე. წყვილი ქორწილისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაშორდნენ. სეჩქინის თქმით, გოგონა დროს ვეღარ უთმობდა. ინსტაგრამიდან დემეთის ყველა ფოტო წაშალა. მანამ, ''ნაადრევი ფრინველის'' გადაღებებზე დემეთს 300 წითელი ვარდი გაუგზავნა.

კითხვაზე, ხვდება თუ არა ჯან იამანს, გოგონამ თქვა:''არა, მხოლოდ ვმეგობრობთ''. თავად ჯანს, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. მის გვერდით ბოლოს (2017 წელს) ბესთემსუ ოზდემირი შენიშნეს.imageimage''ცოტა ჯიუტი და მტკიცე პიროვნება ვარ. ალბანური ფესვები მაქვს. მიზანი თუ დავისახე, ბოლომდე ვიხარჯები. არ იცით, რა რთულია 17 საათი გადაღებები და 3 საათით ძილი. შიმშილს და სიცხეს ვერ ვიტან.. ისეთი გონიერი ქალი, როგორიც დემეთია, ჯერ არ მინახავს. მასთან მუშაობა სასიამოვნოა, არასდროს იღლება. როგორი ვარ სიყვარულში? რთული. არ გეტყვი, რომ მიყვარხარ, ჯერ გულში მეყოლები. ადრე ვამბობდი, ცხოვრებაში ერთხელ გვიყვარდება-თქო. კარგი შესახედაობის ქალი თავისთავად, მომწონს. პირველ რიგში, აურას აღვნიშნავ, შემდეგ - ხელებს, მზერას, თმასა და სურნელს. საკუთარ თავში ღიმილი, ლოყაზე ნაჩვრეტი (ამის გამო მეუბნებიან, წვერი შევითხელო), თმა და ცხვირი მომწონს. ქორწინებაზე და შვილზე მიფიქრია. ესეც მოხდება, სპონტანურად..'' - ამბობს ჯანი. ფაქტია, ის და დემეთი ერთად კარგ დროს ატარებენ.
image''ნაადრევი ფრინველის'' სერიებზე სულ ვიცინოდით, თუმცა ბოლო ეპიზოდებზე ამას ვერ ვიტყვით. რეიტინგი მოითხოვს დრამას. მაყურებელი რომანის ემოციურმა მომენტებმა დაამწუხრა - სანემი ჯანს ეტყვის, რომ მისი მატყუარა და თაღლითი ძმის თანამშრომელი იყო. უზომოდ შეყვარებულებს დაშორება უმძიმთ, თანაც ოფისში უწევთ შეხვედრა. იმედგაცრუებული ჯანი სანემისგან გაქცევას ცდილობს, მაგრამ გოგონა როდი უშვებს.. გულგატეხილი უფროსი ეჭვიანობს, სანემი დერანს რომ დაუმეგობრდა. ტელეფონის დაკარგვით, საყვარელ ქალს შანსი მიეცა, ჯანი მოინახულოს... ამ და სხვას 27 ოქტომბერს ერთად ვნახავთ.

0
935
შეფასება არ არის
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
935
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0