x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცხოველთა მეფემ ლეოპარდისათვის ნადავლის წართმევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ

image მოგეხსენებათ, ლომები ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ და ამ ოჯახს პრაიდის სახელით ვიცნობთ.
პრაიდს ჰყავს ერთი მეთაური ხვადი ლომის სახით, რომელიც უზრუნველჰყოფს პრაიდის უსაფრთხოების დაცვას, ხელმძღვანელობს პრაიდისათვის საკვების მოპოვებას და ასე შემდეგ.
პრაიდი თავის ტერიტორიაზე უცხო მტაცებელს არ გააჭაჭანებს, თუმცა მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მტაცებელთან პრაიდიც უძლურია. იმდენად სწრაფია ლეოპარდი, თან ხეზე ცოცვაც კატაზე ნაკლებად არ ეხერხება.
ლეოპარდს მსხვერპლი მუდამ ხეზე ააქვს და და ასე იცავს საკვებს პრაიდის თავდასხმისაგან და წართმევისაგან.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კრიუგერის ნაკრძალში ტურისტებმა კამერით დააფიქსირეს საინტერესო ფაქტი - რამდენიმე ლომი, რომლებიც ხის გვერდით მიდიოდნენ, მოულოდნელად შეჩერდნენ და მაღლა აიხედეს და დაინახეს ლეოპარდი, რომელიც მის მიერ მონადირებულ ანტილოპას მიირთმევდა. ლომებიდან ერთ–ერთი ხეზე აძვრა ლეოპარდისათვის ანტილოპას წართმევის მიზნით. მოგეხსენებათ, ლომი ბევრად ძლიერია ლეოპარდზე, მაგრამ ლეოპარდი სისწრაფით, წყალზე ცურვის სისწრაფით და ხეზე კატასავით ცოცვის უნარით ცალსახად სჯობნის ლომს.
ასე მოხდა ამჯერადაც, რაც უფრო მაღლა მიიწევდა ლომი ხეზე, მით უფრო მაღლა ადიოდა ლეოპარდი, თან მსხვერპლსაც მაღლა მიათრევდა.
ეტყობა ლომი მიხვდა, რომ ლეოპარდს ხეზე ასვლაში ვერ აჯობებდა ან სიმაღლის შეეშინდა და დაბლა ჩამოცოცდა ხიდან.
ლეოპარდი კი ხის ტოტებზე გაწვა და მშვიდად შეექცა ნანადირევ ანტილოპას ხორცს.

0
167
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0