x
image
Lerato
რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? - 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში
image


ეკოლოგიის გაუმჯობესება


image

ცხოველმოქმედება დღეს ეკოლოგიის ერთ-ერთ მთავარ გამანადგურებელ ფაქტორს წარმოადგენს. მასზე მთელი სითბური გამონაბოლქვის 20% მოდის და ამასთან, სასოფლო სამეურნეო სავარგულებს უდიდესი ტერიტორიები უკავია, რის გამოც ძვირფასი ტყეები იჩეხება – 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ცხოველმოქმედებასთან დაკავშირებული საჭიროების გამო, ტროპიკული ტყეების 50%-ზე მეტი განადგურდა.



მოკლედ ცხოველმოქმედების მავნებლობაზე: ის გამოყოფს 9% ნახშირორჟანგს- CO2; ატმოსფეროში ხვდება მეთანის 37%, რომელიც 23-ჯერ უფრო ეფექტურად ათბობს პლანეტას, ვიდრე ნახშირორჟანგი; 64% ამონიუმი წარმოქმნის მჟავა წვიმებს; 65% აზოტის ოქსიდი, რომელიც 296-ჯერ აჭარბებს CO2-გან გამოწვეულ გლობალური დათბობის პოტენციალს.


BBC -ის მიერ მოწოდებულ წყაროებზე დაყრდნობით, საფრანგეთის 20 მილიონ ძროხაზე მოდის 6.5% სითბური გამონაბოლქვი ქვეყანაში: ყოველწლიურად რქოსანი პირუტყვი 26 მილიონ ტონა მეთანს გამოყოფს.


ჯერ კიდევ 2009 წელს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის მინისტრმა, ენდრიუ ბერნემმა განაცხადა, რომ თუ პირუტყვის რაოდენობა 30% შემცირდება, მაშინ სასოფლო სამეურნეო სექტორის მიერ ჰაერში ნახშირორჟანგის გამოყოფა 2030 წლისთვის 50%-ით დაიკლებს. ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გულის სხვადასხვა დაავადებებისგან იღუპებიან, 18 ათასით შემცირდება.

ერთი სიტყვით, თუ ადამიანი შეამცირებს ხორცის მიღებას, ეკოლოგია ერთმნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.


ხორცი და რენტაბელურობა



image

დღესდღეობით ფერმებში 16, 8 მილიარდი ცხოველია, ეს ორჯერ უფრო მეტია ადამიანთა რაოდენობაზე. ამასთან, ცხოველები გაცილებით ბევრს ჭამენ. გამოთვლილია, რომ ის ცხოველები, რომელთაც ფერმებში სხვადასხვა ხორც პროდუქტების მისაღებად ზრდიან, იღებენ გაცილებით მეთ ცილებს, ვიდრე გამოიმუშავებენ. ღორებში ეს თანაფარდობა 1/9 არის, ქათმებში – 1/5. მათ გამოსაკვებად დახარჯული 10 კგ. ხორბლისგან, 1 კგ. ხორცი მიიღება.


1კგ. ძროხის ხორცის წარმოებასა და სარეალიზაციო ადგილზე მიტანას იმდენივე ენერგია ჭირდება, რამდენსაც 100 ვატიანი ნათურა წვავს 20 დღის მანძილზე.


ცხოველების გამოკვება საკმაოდ დიდი პრობლემაა– მათ საძოვრები სჭირდებათ. უფრო იაფი ჯდება რქოსანი პირუტყვისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საკვების შესყიდვა, ვიდრე მათი იქ გადაგზავნა. მაგალითისთვის, ასე იქცევა შეერთებული შტატები: ჰაიტი – მსოფლიოში ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, სადაც ნაყოფიერი მიწების უდიდესი ნაწილი გამოიყენება იონჯას მოსაყვანად, რომელსაც ამერიკული ძროხების გამოსაკვებად იყენებენ.


საკვების ყველაზე დიდი იმპორტიორი ევროკავშირია – მისი 60% სამხრეთის ქვეყნებიდან მარაგდება.


წყალი ყველასთვის საკმარისი იქნება

image


ამჟამად შეერთებულ შტატებში "წყლის კრიზისია." მისი დეფიციტი კიდევ ერთ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს დედამიწაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია მეცხოველეობასთან.


2012 წელს სტოკჰოლმის წყლის საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ამცნო საზოგადოებას ხორცის არაზომიერი გამოყენების გამო შესაძლო ნეგატიური შედეგების დადგომის შესახებ.


მოხსენების ერთ-ერთმა ავტორმა, მალიკ ფოლკენმარკმა კონკრეტულად ასეთი რამ თქვა:

"თუ ადამიანები ისევ გაჰყვებიან უკვე არსებულ ტენდენციებს, 2050 წლისთვის წყალი საკმარისი არ იქნება 9 მილიარდის გამოსაკვებად. თუ ადამიანები საკუთარ კვების რაციონს გადახედავენ და ხორცეულ პროდუქტს 5%-ით შეამცირებენ, ამ შემთხვევაში სამყოფი წყალი იქნება.


იმავე მოხსენების თანახმად, დღეს სოფლის მეურნეობაში ჩვენი პლანეტის მტკნარი წყლის 70% გამოიყენება. ყოველწლიურად მასზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ერთი პორცია ძროხის ხორცის საწარმოებლად 4542 ლიტრზე მეტი წყალი იხარჯება, ერთი პორცია ქათმის ხორცის საწარმოებლად კი – 1249 ლიტრი.


საკვები ყველასთვის საკმარისი იქნება


image



ხორცის წარმოებას, რომელიც რენტაბელურად ეჭვის ქვეშ დგას, მსოფლიოში შიმშილის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ. დღეს დაახლოებით მილიარდი ადამიანი შიმშილობს. ამასთან, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შეერთებულ შტატებში მთელი სოიის 90%, სიმინდის 80% და ხორბლეულის 70% მიდის დასაკლავი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოსაკვებად.


საკვების ეს მოცულობა საკმარისი იქნებოდა 800 მილიონი მოშიმშილე ადამიანის გამოსაკვებად.


დღესაც კი, ყველას არა აქვს იმის საშუალება, რომ ხორცით იკვებოს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი სერ კრისპინ თეკელი ამბობს, რომ თუ ლოგიკას მივყვებით, დედამიწის მთელი მოსახლეობა ვერ იცხოვრებს ისე, რომ მხოლოდ ხორცით იკვებოს. პლანეტაზე ფიზიკურად არ არის ამის რესურსი. მხოლოდ 2.5 მილიარდს (მთელი მისახლეობის ნახევარზე ნაკლები) შეუძლია ისე იკვებოს, რომ კალორიების გარკვეული რაოდენობა (35%) ხორც-პროდუქტებიდან მიიღოს.


ხორცს ყველაზე მეტად შეერთებულ შტატებში ჭამენ – 112 კგ. 1 კაცზე წელიწადში, დიდ ბრიტანეთში კი ერთი ადამიანი 71 კგ. ხორცს ჭამს, ინდოეთში – 2 კილოგრამს.


შეერთებულ შტატებში 7-დან 13 წლის ბავშვები კვირაში 6.5 ჰამბურგერს მიირთმევენ. ამერიკული ქსელის სწრაფი კვების რესტორნები კი ყოველწლიურად 6.7 მილიარდ ჰამბურგერს ყიდიან.


კრისპინ თეკელი: "მთელი მსოფლიო ვეგეტარიანულ კვებაზე რომ იყოს – მიირთვან მხოლოდ მცენარეული და რძის პროდუქტები, როგორიც არის ყველი, კარაქი, რძე, ამ შემთხვევაში საკმარისი საკვები იქნებოდა დღესვე, 6 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად.



ხორცის შემცვლელები


image


დღეს უკვე გამოჰყავთ ხელოვნური ხორცი ღორის ღეროვანი უჯრედებისგან. თუმცა ხორცისმჭამელთა უმრავლესობა ამას ფინანსურად ვერ შესწვდება, რადგანაც ამ პროდუქტით მომზადებული ერთი კოტლეტი 300$-ზე მეტი ღირს.


მწვადებზე, სტეიკებზე და ხორცისგან მომზადებულ სხვა კერძებზე ადამიანებს გაუჭირდებათ უარის თქმა. თუმცა, მომავალში იმდენი ხორცის ჭამას, რამდენსაც დღეს იღებენ, ვეღარ შეძლებენ მისი მუდმივად მზარდი ფასის გამო. 100 წლის შემდეგ კი შესაძლოა დელეკატესიც გახდეს.


ფუტუროლოგები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ მწერებს, როგორც ხორცის ალტერნატივას. ჯერ-ჯერობით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი ბაზარია. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Chapul და Exo რეალიზაციას უკეთებენ ე.წ. "ბატონჩიკებს" დაფქული ხოჭოებითა და კალიებით, ხოლო ფირმა Bizarre Food ამრავლებს და ყიდის პეპლის მატლებს.


და ბოლოს, წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ 50 ვეგეტარიანელს, ვინც ჩათვალა, რომ საკუთარი მადა გაცილებით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოველების ტანჯვა.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


საიდუმლო, რომელმაც ბევრი ადამიანი მდიდარი და წარმატებული გახადა


5 მოქმედება, რომელიც ტვინის უჯრედებს აღადგენს


მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ის ქალი, რომელიც ამ თვისებას ფლობს


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


3
1377
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1377
  
2018, 1 ნოემბერი, 21:33
ეს რომ მართალი იყოს, ვეგეტარიანელები უფრო ჯანმრთელები არ იქნებოდნენ. გარდა ამისა, ცნობილია რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად მეტია, ვიდრე ლეშისმჭამელების! პ.ს. უბრალოდ, ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ
2018, 1 ნოემბერი, 19:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 1 ნოემბერი, 11:28
როგორც ყოველთვის საინტერესო სტატიაა, დიდი რაოდენობით ხორცის მირთმევა მართლაც არაა საჭირო, მაგრამ ხორცზე უარის თქმა იწვევს კანის ადრე დაბერებას-ასეია არიზონას სამედიციმო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერების დასკვნა.
0 1 3