x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფილმში გაჟღერებული ყველაზე ლამაზი მელოდია

არის ისეთი რაღაცები, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და არის მელოდია, რომელზეც დრო-ჟამი გავლენას ვერ ახდენს. სუფთა ჟღერადობა, მხოლოდ ნოტები, კომპიუტერული არანჟირების გარეშე! მუსიკა, რომელიც სულს აფორიაქებს და ზეცისკენ მიგაქანებს. ასეთ მელოდიებს შორის არის მუსიკალური კომპოზიცია «Le Vent, Le Cri» (ქარის ტირილი), რომელიც ენიო მორიკონემ ფილმისთვის – «პროფესიონალი» (1981) დაწერა. კომპოზიტორმა ნამდვილი შედევრი შექმნა, რომელსაც გზის გაკვალვა ნებისმიერი ადამიანის გულისკენ შეუძლია.


image


შეიძლება ითქვას, რომ ამ ფილმმა, მსოფლიო აღიარება, ნაწილობრივ, გულის ამაჩუყებელი მელოდიის წყალობით მოიპოვა. 1982 წელს «პროფესიონალმა» «სეზარი» (ფრანგული კინოპრემია) მიიღო, ფილმში შესრულებული მუსიკის კატეგორიაში.

და უნდა აღინიშნოს, რომ უნიჭიერესი ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, სამუდამოდ დაუკავშირდა ამ მელოდიას – ფილმის ყურებისას ყოველთვის «Le Vent, Le Cri» ახსენდება, ხოლო კომპოზიციის მოსმენისას – მის მიერ, უნაკლოდ შესრულებული როლი.



ენიო მორიკონე (იტ. Ennio Morricone) — იტალიელი კომპოზიტორი, ხმის რეჟისორი და დირიჟორი, მუსიკას, ძირითადად, კინოფილმებისთვის და ტელევიზიისთვის ქმნის. არის დიდი ოფიცრის ორდენის (სახელმწიფო ჯილდო იტალიაში) და 2 «ოსკარის» პრემიის მფლობელი: კინომატოგრაფიის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის (2007) და საუკეთესო მუსიკისთვის — ფილმისთვის «საძულველი რვა» (2016). ასევე, არის იტალიური ნაციონალური კინოპრემიის «David di Donatello»-ს (დავიდ დი დონატელო) 9-გზის ლაურიატი და ბევრი სხვა ჯილდოს მფლობელი.


image


ენიო მორიკონე 1928 წ. 10 ნოემბერს რომში დაიბადა, ჯაზის პროფესიონალი მესაყვირის, მარიო მორიკონეს ოჯახში. ენიო, 5 ბავშვიდან, ყველაზე უფროსი იყო. როდესაც 12 წლის გახდა, მან რომის წმ. ჩეჩილის (Conservatorio Santa Cecilia) კონსერვატორიაში ჩააბარა. იქ სწავლის პერიოდში, 3 დიპლომი აიღო — საყვირის კლასით (1946), ორკესტრის დირიჟორის (1952) და კომპოზიტორობის (1954). 16 წლის ენიო უკვე საყვირზე უკრავდა იმავე ორკესტრში, რომელშიც მამა წლების მანძილზე მუშაობდა.

ფილმებისთვის მუსიკის წერა 1961 წელს, 33 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე არანჟირებას უკეთებდა ცნობილი კომპოზიტორების მუსიკას, რადიოსა და ტელევიზიისთვის. კარიერის დასაწყისში, მუსიკას იტალო-ვესტერნის (ვესტერნის ჟანრის ფილმების ერთ-ერთი ქვემიმდინარეობა) ფილმებისთვის წერდა და პირველი დიდი წარმატება სერჯო ლეონეს ფილმის – «ერთი მუჭა დოლარისთვის» (1964) შექმნილმა მუსიკამ მოუტანა.

image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* «მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია
* «ფუნთუშების ცეკვა» დიდი ჩარლი ჩაპლინისგან!


* «I Will Always Love You» და «პირადი მცველი»

* სულის მელოდია!

1
345
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
345
  
2018, 10 ნოემბერი, 20:14
რა ანეკდოტები არიან ეს ამერიკელები,რამდენ კრეტინ მუსიკოსს აქვს 4- და 5 გრემი(ზოგიერთი დღეს არავის ახსოვს) და რამდენი გენიალური მუსიკოსია,რომელსაც ზოგს საკმაოდ დაგვიანებით,ზოგი კი დღესაც მაგ პრემიის გარეშეა,თუმცა ობიექტურობისთვის ერთ ადგილზე გაიკეთონ ეგ გრემი,როგორც ერთმა ცნობილმა მუსიკოსმა თქვა,როცა საკმაოდ გვიან გაახსენდათ...
0 1 1