x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
..შვილები და შვილიშვილები (თქვენიც და ჩემიც) მეცოდებიან. რა იციან ამ საწყლებმა რა სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლები ელით

image
"როდესაც 20 წლის გახლდით დარწმუნებული ვიყავი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი სიბოროტე და უსამართლობა არსებობდა, კაცობრიობა მაინც სიკეთითა და სამართლიანობით იმართებოდა. როდესაც 40 - ის გავხდი ბევრ რამეში ეჭვი შემეპარა და მივხვდი რომ სიკეთე და სამართლიანობა იშვიათი ხილი იყო და ადამიანს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ბოროტებისა და უსამართლობის მორევში უწევდა ყოფნა და თვით ადამიანის სახის შენარჩუნებაც კი მისგან გმირულ ძალისხმევას მოითხოვდა. როდესაც 60 - ს მივაღწიე დავრწმუნდი რომ კაცობრიობას მომხვეჭელობა, სიხარბე და ძალადობა მართავს და მორალიც, ზნეობაც და სამართალიც მხოლოდ ეფემერული და სხვისთვის თვალისასახვევი ცნებებია. თუ მივაღწიე 80- ს დანარჩენს მერე მოგახსენებთ, მაგრამ არკიმგონია რაიმე კეთილსაიმედო და გულდასამშვიდებელი გითხრათ. ღმერთმა ქნას ვცდებოდე!

შვილები და შვილიშვილები (თქვენიც და ჩემიც) მეცოდებიან. რა იციან ამ საწყლებმა რა სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლები ელით." - იოსებ ბაჩიაშვილი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
0
435
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0