x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
შავი ზღის ფსკერზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უძველესი ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს
image
არქეოლოგებმა შავ ზღვაში ხომალდი აღმოაჩინეს, რომელიც ფსკერზე 2400 წელზე მეტი მეტ ხანს იყო ჩაძირული. ამის შესახებ იტყობინება გამომცემლობა The Guardian შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიის პროექტის მკვლევარებზე დაყრდნობით.


"გემზე დაცულია კლასიკური ეპოქის იერსახე და მდებარეობს 2 კმ-ზე მეტ სიღრმეზე - არასდროს მიფიქრია, რომ ეს შესაძლებელი იყო. ეს შეცვლის ჩვენი ცოდნის დონეს უძველესი სამყაროს გემთმშენებლობასა და ნავიგაციაზე." - ამბობს შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიის პროექტის წამყვანი მკვლევარი, ჯონ ადამსი.

აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი გემის სიგრძე 23 მეტრს შეადგენს, გემზე შემონახულია ანძა, საჭე და სკამები.

როგორც გამოცემა იტყობინება, ნაპოვნი გემი იყო სავაჭრო. ის გავს ძველ ბერძნულ ვაზაზე გამოსახულ გემს, რომელიც ოდისევზე იყო მიბმული. ეს ვაზა თარიღდება იმავე პერიოდით და დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში.


მკვლევართა თქმით, ისინი აპირებენ დატოვონ გემი იქ, სადაც ის იპოვეს. თუმცა, მათ აიღეს პატარა ფრაგმენტები ანალიზისთვის, რომელიც ჩატარდა საუტგემპტონსკის უნივერსიტეტში.

მკვლევარებმა დასძინეს, რომ ანალიზის შედეგების მიხედვით, ეს ხომალდი მართლაც ყველაზე უძველესი გემია, რომელიც დღემდე არის ცნობილი კაცობრიობისთვის.



0
394
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0