x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შეიძლება თუ არა ვადაგასული წამლების მიღება?
image

სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა, რომ ვადაგასული წამალი ფაქტობრივად არ კარგავს თვისებებს, მაგალითად 2006 წელს ჟურნალ "კლინიკურ ფარმაკოლოგიაში" გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით მედიკამენტების გარკვეული კატეგორია ინარჩუნებს სამკურნალო თვისებებს 88%-ით ვადის გასვლიდან 5, 10 და 18 წელიწადიც კი.


გასული საუკუნის 60-იან წლებში, მხოლოდ ერთადერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ვადაგასულმა ანტიობიოტიკის მიღების შემდეგ პაციენტებს თირკმელებზე შეექმნათ პრობლემები, მას შემდეგ რაიმე სერიოზული გართულება ვადაგასულ წამლებს არ მოჰყოლია.


თუმცა ამერიკელი ტოქსიკოლოგები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და გამოაქვეყნეს ახალი კვლევის შედეგები, მეცნიერებმა შეისწავლეს ნახევარი საუკუნის წინანდელი მედიკამენტი და აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად აბებს არ დაუკარგავს სამკურნალო თვისებები(99%).




მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ვადაგასული პრეპარატები? რომლის მიღება შეიძლება და რომელია სახიფათო?

image

პირველ რიგში არააა სასურველი იმ ვადაგასული წამლების მიღება, რომლებიც სითხის და სიროფის სახითაა წარმოდგენილი, რადგან ტენი არის მიკრობების მკვებავი, ამიტომ ბაქტერიები სწორედ თხევად წამლებში მრავლდებიან აქტიურად, ეს იქნება თვალის წვეთები, ან სამკურნალო სიროფები.


ქვემოთ ჩამოთვლილია 12 სახეობის პრეპარატი, რომელიც ვადის გასვლისთანავე უნდა გადააგდოთ.


კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები-, მაგალითად, ფენიტოინი(დეპაკინი), კარბამაზეპინი, ლამოტრიგენი;


ფენობარბიტალი;

ნიტროგლიცერინი;

ვარფარინი;

ეუფილინი;

დიგოქსინი;

ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატები:

მაგალითად, ლევოთიროქსინი;

პარალდეჰიდი;

ორალური კონტრაცეპტივები;

ეპინეფრინი;

ინსულინი;

სხვადასხვა თვალის წვეთები.



ამასთანავე მთლად სასურველი არაა მიიღოთ ვადაგასული ანტიბიოტიკები, მით უმეტეს თუ დაავადება სერიოზულია, რადგან დასუსტებული წამლის წინააღმდეგ შეიძლება მიკრობი "გამოიწრთოს" და მიიღოს უფრო სახიფათო, რეზისტენტული ხასიათი.

image

ბოლოს არ დაგვავიწყდეს მთავარი: ვადაგასული წამლები მხოლოდ იმ შემთხვევაში ინარჩუნებენ სამკურნალო თვისებებს 90%-ით, თუ სწორად არის შენახული:წამალი არ უნდა ინახებოდეს ტენიან ადგილზე, სისველეში და არც ნათელ მზიან ადგილზე.

0
259
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0