x
image
პროფესორი
სტალინი და მისი საიდუმლო წიგნები

imageსტალინი თავიდანვე გატაცებული იყო ოკულტიზმით და საიდუმლო წიგნების მოძიებით.

სტალინს ორი აბსოლუტურად ერთნაირი ბიბლიოთეკა ჰქონდა კუნცევოს აგარაკსა და კრემლის ბინაში. თითოეული 35-35 ათასი წიგნისგან შედგებოდა. სწორედ ამ ბიბლიოთეკის შესწავლამ გააოგნა მისი ბიოგრაფები. სტალინს ჩვევად ჰქონდა, რომ ყოველ წაკითხულ წიგნს, სხვადასხვა გვერდზე საკუთარ კომენტარებს ურთავდა და ამას წითელი და ლურჯი ფანქრებით აღნიშნავდა. სტალინის ბიბლიოთეკაში არსებული პირველი შენიშვნებიანი წიგნი 1889 წლით თარიღდება. ამან მის ბიოგრაფებს საშუალება მისცა, დაედგინათ, რომ ის ათი წლის ასაკიდან უკვე ძალიან აქტიური მკითხველი იყო. ეს წიგნი გახლდათ ილია ჭავჭავაძის პატრიოტული ლექსების მცირე კრებული.ამ თხელტანიანი წიგნის შიდა ყდაზე ათი წლის სოსო ჯუღაშვილს წითელი ფანქრით მიეწერა: „დიდებულია და ფრიად სასარგებლო ბატონი ილია ჭავჭავაძის ლექსები“. იმ პერიოდში, ანუ ათი წლის ასაკიდან სტალინი რუსი და ფრანგი მწერლების შედარებით მსუბუქ ნაწარმოებებს ეცნობა. ხოლო 1894-1895 წლებში 15-16 წლის სტალინი საფუძვლიანად ეცნობა ფრანგი განმანათლებლების ნაწარმოებებს, კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიასა და აკრძალულ ლიტერატურას. სხვათა შორის, სტალინის პირად ბიბლიოთეკაში მრავალი ისეთი წიგნი აღმოჩნდა, რომელიც პირადად სტალინის მიერ იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში.

სტალინის ბიოგრაფიის ყველა სერიოზული მკვლევარი თითქმის ერთხმად აღნიშნავს, რომ დიდ ბელადს განსაკუთრებულად ორი წიგნი ხიბლავდა. ნიკოლო მაკიაველის „მთავარი“ და ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“. "მთავარის" ყდაზე აქვს გაკეთებული წარწერა და ასევე გურჯიევის ყველა წიგნი:

„პოლიტიკის წარმართვის თითქმის იდეალური რეცეპტი“.

სტალინის ბიბლიოთეკაში ბიბლიის ძალიან საინტერესო ეგზემპლარია და ესაა ერთადერთი წიგნი, რომელსაც არანაირი კომენტარი არ აქვს დართული. ეს წიგნი სხვა მხრივაა საინტერესო და საგულისხმოა, რომ მასზე თბილისის ჟანდარმერიის სამმართველოს შტამპია.

0
279
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0