x
image
დოზა26
ძუ ლომმა საკუთარი ბოკვერების მამა მოკლა

image
ძუ ლომ­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მამა მოკ­ლა­. ლო­მე­ბის წყვი­ლი ინ­დი­ა­ნა­პო­ლი­სის ზო­ო­პარკში ერ­თსა და იმა­ვე გა­ლი­ა­ში 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე ერ­თმა­ნე­თის მი­მართ აგ­რე­სია არ გა­მო­უვ­ლე­ნი­ათ.

12 წლის ზური 10 წლის ნი­აკს და­ეს­ხა თავს, ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათი დრო­უ­ლად გან­ცალ­კე­ვე­ბა ვერ შეძ­ლეს. ნი­ა­კი ზუ­რიმ გა­გუ­და, თა­ვად კი უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩა. ზო­ო­პარკში ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდარს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლი­ან. პრო­ფე­სო­რი ქრე­იგ პე­კე­რი, რო­მე­ლიც მი­ნე­სო­ტას ლო­მე­ბის შემ­სწავ­ლელ ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ამ­ბობს, რომ თავ­დას­ხმა უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო. „ვი­ცით შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხვა­დი ლო­მე­ბი კლავ­დნენ ძუ ლო­მებს, ასე­ვე - ძუ­ე­ბის ჯგუ­ფი დევ­ნი­და ხვა­დებს, თუმ­ცა ძუ ლომს რომ მო­ეკ­ლა ხვა­დი პარტნი­ო­რი, არა­სო­დეს გა­მი­გია“. ის მი­იჩ­ნევს, რომ შემ­თხვე­ვა ლო­მე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ვე­ლურ პი­რო­ბებ­ში ხვა­დი ლო­მე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რი დო­მი­ნან­ტე­ბი არი­ან.

image
აღსანიშნავია, რომ ზური უფრო ძლი­ე­რი და დო­მი­ნან­ტი იყო, ვიდ­რე სხვა ძუ ლო­მე­ბი. ის პარტნი­ორ­ზე მხო­ლოდ 11 კგ-ით ნაკ­ლებს იწო­ნი­და, რო­გორც წესი, ხვა­დი ლო­მე­ბი 150- 260 კგ-მდე იწო­ნი­ან, ნი­ა­კი კი 147 კგ იყო. „თუ ეს შე­უ­ფე­რე­ბე­ლი პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით იყო გან­პი­რო­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა, არ­სე­ბობ­დეს რის­კი, იგი­ვე მოხ­დეს გა­ლი­ებ­ში მყო­ფი სხვა ლო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, “ - აღ­ნიშ­ნავს ქრე­იგ პე­კე­რი. მი­სი­ვე თქმით, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სირ­დე­ბა, მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია. რამ­დე­ნად უც­ნა­უ­რია ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ლო­მე­ბის­თვის, ექ­სპერ­ტი პოლ ფანსტო­ნი იზი­ა­რებს პე­კე­რის აზრს, რომ ზუ­რის მოქ­მე­დე­ბა გა­სა­ო­ცა­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლია. მისი თქმით, ვე­ლურ პი­რო­ბებ­ში ძუ ლო­მე­ბის ჯგუ­ფი თავს ეს­ხმის ხვა­დებს, თუმ­ცა ამი­სი მი­ზე­ზი სა­კუ­თა­რი ბოკ­ვე­რე­ბის, ანდა ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვაა, თუმ­ცა ფანსტო­ნი ამ­ბობს, რომ არა­სო­დეს უნა­ხავს მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი მამ­რის სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბო­დეს. მეც­ნი­ე­რის ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ზური, რო­მელ­საც ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია „ყუ­რა­დღე­ბი­ან და მზრუნ­ველ დე­დად“ აფა­სებს, ნი­აკ­მა შე­ა­ში­ნა, ბრძო­ლაც ამის გამო და­ი­წყო. ზუ­რის ბუ­ნებ­რივ­მა ინ­სტიქ­ტებ­მა სძლია და, ფანსტო­ნის აზ­რით, სწო­რედ ამი­ტომ დას­რულ­და ინ­ცი­დენ­ტი პარტნი­ო­რის სიკ­ვდი­ლით. „ეს არის ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს ლო­მებ­ში. არა­სო­დეს იცი, რა მოხ­დე­ბა კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში. სწო­რედ ამი­ტომ არი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხო­ვე­ლე­ბი, “ - ამ­ბობს ფანსტო­ნი.

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0