x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სოროსის სახლის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
image
ამერიკული გამოცემა ნიუ-იორკ ტაიმსი იტყობინება, რომ ფინანსისტ ჯორჯ სოროსის სახლის მახლობლადბ ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია დადასტურეს ქალაქ ბედფორდისა და უესტჩესტერის ოლქის ხელისუფლებამ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძახებულ იქნა გამნაღმველების ჯგუფი, რომელთაც განახორციელეს კონტროლი ასაფეთქებელ მოწყობილობაზე.

გამომცემლობა არ აკონკრეტებს, იმყოფებოდა თუ არა, ამ დროს სოროსი სახლში.


შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისამართით 100 ათასზე მეტმა ადამიანმა გაგზავნა ხელმოწერილი პეტიცია, სადაც ითხოვდნენ, რომ ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი აღიარებულ იქნას ტერორისტად, ხოლო, მისი ყველა აქტივი გააუქმებულ იქნეს.




0
29
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0