ფილოსოფია ადამიანთა 9 ტიპი 2018, 23 ოქტომბერი, 11:34 ადამიანი - ქარი. დღეს აქ არის, ხვალ იქ, არაფერია მუდმივი და მყარი, გატაცებები იცვლება, დიდხანს არაფერზე ჩერდება. ადამიანი - ყვავილი. მასთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ცუდისგან უნდა დაიცვა, ძალიან მყიფე და მგრძნობიარეა. თუმცა ამ სიმყიფეშიც არის თავისებური მშვენიერება და მომხიბვლელობა - ის ნებას გრთავს, მოუარო და თავს ძლიერად გაგრძნობინებს. ადამიანი - ბიბლიოთეკა. მისგან ყოველთვის შეიძლება რამის სწავლა, ახალი ცოდნის ჰორიზონტების აღმოჩენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოთმინებას მოიკრებ და არ იზარმაცებ, ბევრი თავისუფალი დრო რომ დახარჯო. ადამიანი - ლაბირინთი. ის ყოველთვის მოულოდნელია, ვერასოდეს გამოიცნობ, რა ელის მოსახვევში და ურთიერთობა რომელ უღრან ტყეში შევა, თუმცა რაც უფრო ძნელია გამოცანა, მით უფრო საინტერესოა მისი ამოცნობის პროცესი. ადამიანი - მწვანე ველი. მასთან ადვილია ურთიერთობა, რადგან სიმშვიდეა - ყველა პრობლემას გვერდით ტოვებ, ისვენებ და დუნდები. წამიერად მაინც ივიწყებ, რომ გარეთ წვიმა და თოვლ-ჭყაპია, ნიჟარაში კი გაურეცხავი ჭურჭელი. ადამიანი - ფოიერვერკი. მას ფეთქებადი ტემპერამენტი აქვს, ის გჩუქნის დღესასწაულის შეგრძნებას, გიჟური ცხოვრების, დაუსრულებელი კარნავალის შეგრძნებას, მანამ, სანამ ძალები გეყოფა. იყავი ბედნიერი, დრო ისედაც სწრაფად გადის. ადამიანი - გრანიტი. მასთან ყოველთვის შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ არაფერი მოხდება და ყოველთვის დაცული ხარ. არის ის, ვისაც მძიმე სიტუაციაში დაეყრდნობი და მიენდობი. ადამიანი - უფსკრული. იცი, რომ ცუდად დასრულდება, მაგრამ გიზიდავს, გიზიდავს, კიდედან გადაიხედო, ხელით შეეხო რაღაც ამოუცნობს... ადამიანი - ბრილიანტი. უყურებ მას და ყოველთვის ახალ მხარეს აღმოაჩენ: დადებითია თუ უარყოფითი, რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ სწავლობ და აღფრთოვანებული ხარ. 36 1-ს მოსწონს
|