x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ადამიანთა 9 ტიპი
image


ადამიანი - ქარი.


დღეს აქ არის, ხვალ იქ, არაფერია მუდმივი და მყარი, გატაცებები იცვლება, დიდხანს არაფერზე ჩერდება.


ადამიანი - ყვავილი.



მასთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ცუდისგან უნდა დაიცვა, ძალიან მყიფე და მგრძნობიარეა. თუმცა ამ სიმყიფეშიც არის თავისებური მშვენიერება და მომხიბვლელობა - ის ნებას გრთავს, მოუარო და თავს ძლიერად გაგრძნობინებს.


ადამიანი - ბიბლიოთეკა.


მისგან ყოველთვის შეიძლება რამის სწავლა, ახალი ცოდნის ჰორიზონტების აღმოჩენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოთმინებას მოიკრებ და არ იზარმაცებ, ბევრი თავისუფალი დრო რომ დახარჯო.


ადამიანი - ლაბირინთი.


ის ყოველთვის მოულოდნელია, ვერასოდეს გამოიცნობ, რა ელის მოსახვევში და ურთიერთობა რომელ უღრან ტყეში შევა, თუმცა რაც უფრო ძნელია გამოცანა, მით უფრო საინტერესოა მისი ამოცნობის პროცესი.


ადამიანი - მწვანე ველი.


მასთან ადვილია ურთიერთობა, რადგან სიმშვიდეა - ყველა პრობლემას გვერდით ტოვებ, ისვენებ და დუნდები. წამიერად მაინც ივიწყებ, რომ გარეთ წვიმა და თოვლ-ჭყაპია, ნიჟარაში კი გაურეცხავი ჭურჭელი.


ადამიანი - ფოიერვერკი.


მას ფეთქებადი ტემპერამენტი აქვს, ის გჩუქნის დღესასწაულის შეგრძნებას, გიჟური ცხოვრების, დაუსრულებელი კარნავალის შეგრძნებას, მანამ, სანამ ძალები გეყოფა. იყავი ბედნიერი, დრო ისედაც სწრაფად გადის.


ადამიანი - გრანიტი.


მასთან ყოველთვის შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ არაფერი მოხდება და ყოველთვის დაცული ხარ. არის ის, ვისაც მძიმე სიტუაციაში დაეყრდნობი და მიენდობი.


ადამიანი - უფსკრული.


იცი, რომ ცუდად დასრულდება, მაგრამ გიზიდავს, გიზიდავს, კიდედან გადაიხედო, ხელით შეეხო რაღაც ამოუცნობს...


ადამიანი - ბრილიანტი.


უყურებ მას და ყოველთვის ახალ მხარეს აღმოაჩენ: დადებითია თუ უარყოფითი, რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ სწავლობ და აღფრთოვანებული ხარ.

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0