x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ბრილიანტის ხელი" 50 წლისაა-10 საინტერესო ფაქტი
image

50 წლის წინ დასრულდა უკვდავი საბჭოთა კომედიის, "ბრილიანტის ხელის" გადაღება. 1969 წელს ფილმმა პირველი ადგილი დაიკავა კონოგაქირავებაში(76 მილიონი მაყურებელი), ხოლო მთლიანად საბჭოთა კინომატოგრაფიის ისტორიაში პოპულარობის რეიტინგში №3 ადგილი უკავია, "XX საუკუნის მეკობრეების" და "მოსკოვს ცრემლების არ სჯერას" შემდეგ.


РТВ -გამოკითხვით (კინოს100 წლისთავთან დაკავშირებით), "ბრილიანტის ხელი" ტელემაყურებლებმა ყველა დროის №1 კომედიად დაასახელეს.



1-ნინა გრებეშნიკოვას გმირის(ფილმში ნიკულინის გმირის, რეალურ ცხოვრებაში ლეოდინ გაიდაის ცოლი)ფრაზას "Шуба подождёт!»(ქურქი დაიცდის)რადიოკორესპონდენტის კითხვაზე, ხომ არ ჯობდა, ქმრის დასასვენებელად გაშვებას ქურქი ეყიდათ, რეალური ამბავი უდევს საფუძვლად. საქმე იმაშია, რომ "Мосфильм"-მა გამოყო ორი ავტომობილი, ერთ მათგანზე გაიდაიმ ის ფული გადაიხადა, რომელიც ცოლისთვის ქურქის საყიდლად ჰქონდა გადადებული.





2)თევზაობის დროს მორიგი დუბლის გაფუჭების შემდეგ )გაყინულმა ანატოლი პაპანოვმა(წლის ტემპერატურა +8 გრადუსი იყო)წყლიდან ამოსვლისას ოპერატორის ასისტენტს გაბრაზებულმა მიაძახა "ტფუ იდიოტო"( «Идиот, тьфу!"), ეს სცენა შემთხვევით იქნა გადაღებული, ხოლო გაიდაიმ საბოლოოდ ფილმში ჩასვა.



3)უცხოეთის სცენები სინამდვილეში ბაქოშია გადაღებული. ასეფა ზეინალის ქუჩაზე, სახლების ფასადებზე ჩამოკიდეს უცხოური ფირმების სარეკლამო წარწერები, ქუჩაში უცხოური მანქანები დადიოდნენ, რომ საზღვარგარეთის ილუზია შექმნილიყო.

როსკიპი ქალის და ანდრეი მირონოვის შეხვედრის სცენა ფირდოუსის ქუჩაზეა გადაღებული. ამრიგად, ბაქო სტამბულად გადაიქცა.



image
image

4)ტაქსის ნომერში -28-70 ОГО ირონია არის გამოყენებული, (სერია ОГ ორენბურგის ოლქს მიეკუთვნებოდა) "ოჰო"- 28 მანეთი და 70 კაპიკი- ფასია 10 ბოთლი არაყი"მოსკოვსკაიასი", 1962 წლის გაძვირების შემდეგ (მანამდე 10 ბოთლი არაყი 25 მანეთი და 20 კაპიკი ღირდა)



5)სამხატვრო საბჭოს არ მოეწონა მეძავის სცენა სტამბულში და სასტუმრო ატლანტიდაში, მთავარი გმირის ლოთობა, მებაჟეების გულგრილობა და სხვა.

რომ შეენარჩუნებინა ფილმი მთლიანობაში და დაჩეხისგან გადაერჩინა, ლეონიდ გაიდაიმ მცირე ეშმაკობას მიმართა. ფილმის დასასრულს ჩასვა ბირთვული აფეთქების კადრი ზღვის ფონზე და "სახკინოს" განუცხადა, რომ თანახმაა, ამოიღოს ყველა მათთვის არასასურველი კადრი, გარდა ამისა.

აღშფოთებულმა კომისიამ რეჟისორს შენიშვნა მისცა:"თქვენ რა, გავიწყდებათ, რა დაძაბული ვითარებაა მსოფლიოში.."ეშმაკობამ გაჭრა, ამოიღეს აფეთქების სცენა, რომელიც საერთოდ არ სჭირდებოდა რეჟისორს, ხოლო დანარჩენი სიუჟეტები შენარჩუნებული იქნა.



image


6)ფილმის გადაღების დროს ჯგუფს მიმაგრებული ჰყავდა სუკის(კგბ) ოფიცერი, ზოგიერთი ფრაზა სამხატვრო საბჭომ სცენარიდან ჯერ კიდევ ფილმის გადაღების წინ ამოაღებინეს. მაგალითად სცენარში იყო:"როგორც ჩვენი ძვირფასი შეფი იტყოდა-ჩვენს საქმეში მთავარია სოციალისტური რეალიზმი"(Как говорит наш дорогой шеф, в нашем деле главное — социалистический реализм)"სოციალისტური" შეცვალეს -"სწორედ ეს რეალიზმი"-ით(этот самый реализм)ასევე შეცვალეს ფრაზა:"და იცით, არ გამიკვირდება, თუ ხვალ გაირკვევა, რომ თქვენი ქმარი უჩუმრად სინაგოგაში დაიარება"..(«И вы знаете, я не удивлюсь, если завтра выяснится, что ваш муж тайно посещает синагогу»)."სინაგოგა" "საყვარლით" შეიცვალა.




7)"საშიში ტიპის" ეპიზოდური როლი "ოგონიოკის"ჟურნალისტმა, ლეონიდ პლეშაკოვმა განასახიერა. ლეონიდ გაიდაიმ მისი ჩასმა როლში სპონტანურად გადაწყვიტა. საქმე იმაშია, რომ ფილმის გადაღების დროს ჟურნალისტი იური ნიკულინთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა, გაიდაიმ კი ჩათვალა, რომ ასეთი ტიპაჟი კადრში აუცილებლად უნდა ჩაესვა.





8)ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა აგებული, იდეა იაკობ კოსტიუკოვსკის დაებადა მას შემდეგ, როცა გაზეთში ამოიკითხა სტატია შევეიცარელ კონტრაბანდისტებზე, რომლებსაც ძვირფასეულობა თაბაშირით გადაჰქონდათ.


image

9)იმ სცენის გადაღება, სადაც ბიჭი ბილიკს მიუყვება წყალში(როლს ნიკულინის შვილი მაქსიმი თამაშობდა), არაფრით გამოდიოდა, ბავშვი მანამდე ეცემოდა წყალში, სანამ მირონოვი მიუახლოვდებოდა...7-ჯერ გადაიღეს დუბლი. რეჟისორი მიხვდა, რომ ბიჭს ფსიქოლოგიური მომენტი ჰქონდა...ელოდებოდა, მირონოვი რომ ხელს ჰკრავდა და ამიტომ წინასწარ ეცემოდა წყალში..."მორჩა, სცენარს ვცვლით, "-დაიყვირა გაიდაიმ–"ანდრეი უბრალოდ გვერდს აუვლის ბიჭს.....ჩუმად კი მირონოვს ჩასჩურჩულა..როგორც კი მიუახლოვდები, უბიძგე, რაც შეიძლება ძლიერად".



image


10)ფილმის გმირებს ძეგლები აუგეს 2010 წელს. ერთი, როდესაც გორბუნკოვი ოჯახს ემშვიდობება პორტზე, ხოლო მეორე, გეშას ცნობილი სცენა ზღვაზე. ძეგლი 2010 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა ნოვოსიბირსკში.


image

image




P.S-საუკეთესო მომენტები




0
268
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0