x
მეტი
  • 17.11.2018
  • სტატია:82806
  • ვიდეო:334259
  • სურათი:440457
აომინი (მაკაო)-ჩინეთის ავტონომიური ერთეული, ყოფილი პორტუგალიის კოლონია

მაკაომაკაო

ტერიტორია აომინი (მაკაო) მდებარეობს სამხრ.ჩინეთის ზღვის სანაპიროზე, მდ.სიძიანის შესართავთან. მოიცავს აომინის ნახევარკუნძულს და ჰანძიდაოსა და ძიუაოს კუნძულებს.ხშირად მას მაგეს ან მაგანს უწოდებდნენ, აქედან წარმოიშვა მისი ძველი სახელწოდება მაკაო.სამფლობელოს ტერიტორია 21 კვ.კმ-ია. მოსახლეობა-დაახლოებით 457000 ადამიანი, მათ შორის 95 % ჩინელები, 3%-პორტუგალიელები.ოფიციალური ენა-ჩინური(კანტონური), გავრცელებულია აგრეთვე -პორტუგალიური.ძირითადი რელიგია არის ბუდიზმი, კათოლიკები-6%.ადმინისტრაციული ცენტრი მაკაო(190 000).უმაღლესი წერტილი-კოლოანე ალტო(174 მ). კლიმატი-ტროპიკული.

მაკაო პორტუგალიის კოლონია იყო 1557 წლიდან, როცა პორტუგალიელებმა ეს ტერიტორია იჯარით აიღეს ჩინელებიდან. 1848 წელს პორტუგალიამ არი თქვა იჯარის გადახდაზე და ამ ტერიტორიის "მუდმივი მართვის"უფლებას მიაღწია. 1951 წლიდან მაკაოს ქონდა "ზღვის გადაღმა პროვინციის" სტატუსი. კოლონია მართავდა პორტუგალიის მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო იყო იყო საკანონმდებლო სავბჭო, რომელიც 11 წევრისაგან შედგებოდა.პორტუგალიის პარლამენტში მაკაო წარმოდგენილი იყო ერთი დეპუტატით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იმთავითვე არ სცნობდა მაკაოს კოლონიურ სტატუსს და იგი ყოველთვის თავის ტერიტორიად მიაჩნდა.ჩინეთმა დაიბრუნა იგი 1999 წლის დეკემბერში.

მაკაო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური და მსოფლიო მნიშვნელობის საფინანსო ცენტრია.მისი საშუალებით ხდება სატრანზიტო ვაჭრობა ჩინეთსა და სიანგანთან.აქ განსაკუთრებით წარმატებით მიმდინარეობდა ოქროთი და ნარკოტიკით ვაჭრობა.ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მაკაოდან იჯარის სახით ყოველწლიურად დაახლოებით 50 მლნ.აომინის დოლარს იღებდა. მოსახლეობის მთავარი საქმიანობა იყო და არის მეთევზეობა და თევზსაკონსერვო მრეწველობა. აქ მუშახელის ნახვა ერთ-ერთი ყველაზე იაფი იყო მთელ აზიაში.აკრძალული იყო ყოველგვარი გაფიცვა და გაპროტესტება კანონით.მაკაო დიდ შემოსავალს იღებდა და იღებს უცხოური ტურიზმიდან და კაზინოებიდან, ასევე ღამის კლუბებიდან, ოპიუმის საწევი სპეციალური დარბაზებიდან.

imageოპიუმის მოსაწევი სპეციალური დარბაზი

მაკაო მთელ მსოფლიოში განთქმულია თავისი მრავალრიცხოვანი და საუკეთესო ეკლესიებით.

imageეკლესია მაკაოში

აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება უცხოურ ტურიზმს, ის ასევე განთქმულია თავისი სასტუმროებით.

imageსასტუმრო მაკაოში

აქედან ძირითადად საფეიქრო ნაწარმი გააქვთ:დენთი, ასანთი, ქაფური, ჩინური ფაიფური.ჩინეთიდან შეაქვს:ტყვია, ბეკონი, ბრინჯი, ბოსტნეული.იმპორტი ორჯერ სჭარბობს ექსპორტსდეფიციტს აწონასწორებს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან, ძაღლების მარულიდან.

ჩინური ფაიფურიჩინური ფაიფური

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0