x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერთი ულამაზესი სამახსოვრო საღამო ინტერმედიელების მონაწილეობით

ინტერმედია რომ ერთი დიდი მეგობრული ოჯახია, ამას საიტზე დარეგისტრირებისთანავე გრძნობს თითოეული ახლადშემომატებული წევრი. გამოცდილი ინტერმედიელები დაუზარებლად ეხმარებიან მათ და აძლევენ სასარგებლო რჩევებს. რაც შეგვეხება ძირძველ ინტერმედიელებს, რომლებიც თითქმის საიტის დაარსებიდან აქ ვმუშაობთ, ჩვენ ერთმანეთთან განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს და ძალიან სასიხარულოა, რომ ვირტუალური მეგობრობა რეალურში გადაიზარდა. იდეა შეხვედრის, აზრების გაზიარების და უბრალოდ მეგობრული საღამოს მოწყობისა, წინა რედაქტორის -ანი სპარსიაშვილის დროს დაიბადა, უფრო სწორად, ხორცი შეესხა ამ ჩანაფიქრს, თორემ საიტზე დამეგობრებულ ინტერმედიელებს ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაგვიჩნდა ერთმანეთის ახლოს გაცნობის სურვილი. ეს საღამო ისეთი ლამაზი, მეგობრული და სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ გაგვემეორებინა, მით უმეტეს, რომ ბევრი ჩვენგანი საიტის ახალ რედაქტორს - კოტე ხრიკაძეს მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობდით და განა შეიძლებოდა ასეთი ყურადღებიანი, თბილი და მეგობრული ადამიანი რეალობაში არ გაგვეცნო?




image



21 ოქტომბრის საღამოს სითბო დიდხანს გაგვყვება იმ ინტერმედიელებს, რომლებმაც რესტორან ''ურმულში'' მოვიყარეთ თავი. დასანანია, რომ უამრავი ავტორიდან მხოლოდ რვა ადამიანი მოვიდა შეხვედრაზე, თუმცა ამით ჩვენ არაფერი დაგვკლებია - მათ იკითხონ, რომ ასეთი ლამაზი და სამახსოვრო შეხვედრა გამოტოვეს. შეხვედრის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი ჩვენი რედაქტორი კოტე ხრიკაძე და ერთ-ერთი ძირძველი ინტერმედიელი ალექს აბდიევი იყვნენ. არ იფიქროთ, რომ რახან რესტორანში მოხდა შეხვედრა, ის მხოლოდ უბრალო ქეიფი იყო და მეტი არაფერი. იყო ინტერმედიის პრობლემებზე მსჯელობა, სამომავლო გეგმებზე საუბარი, ბევრი თბილი სიტყვა, სადღეგრძელო, ლექსი, მხიარულება და რაღა თქმა უნდა, სიყვარულის გამოხატულება ჩვენი საიტის - ინტერმედიის მისამართით.

ჩვენ აუცილებლად მომავალშიც გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს და იმედია, სხვა ინტერმედიელებიც შემოგვიერთდებიან, რათა ყველას დავუმტკიცოთ, თუ რა შეუძლია ამ საიტს, როგორ აახლოებს და ამეგობრებს ის სრულიად უცნობ, განსხვავებული ასაკის, პროფესიის და მრწამსის ადამიანებს.

აი, რას წერენ საღამოს მონაწილეები ავტორთა ჯგუფში:



"ერთი უბედნიერესი საღამო იყო, ყველანაირ მოლოდინს რომ გადააჭარბა, ისეთი. მართლა დიდი ხანია ამდენი დადებითი ემოცია არ მიმიღია. ძალიან დიდი მადლობა ყველას ინტერმედია ოჯახიაო, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის მოსულს მითხარით. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი მაგაში. რა თქმა უნდა, ბევრი წევრი გვაკლდა და იმედი მაქვს, უფრო მრავლად ვიქნებით მომავალში. თქვენ ძალიან კარგები ხართ! კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მიყვარხართ მე თქვენ"- კოტე ხრიკაძე, ინტერმედიის რედაქტორი.


" ოჯახი, რომელიც არსებობს წლებია და კიდევ იარსებებს, სანამ ჩვენ ვარსებობთ!"- ალექსი აბდიევი.


"-ისევ ვერ გამოვედი ფოტოების დათვალიერებიდან, გამყვა შთაბეჭდილებები და თქვენი სითბო ამ დრომდე"- მაკა გიგაშვილი.


" - დრო არ გვეყო, დილის 12 საათზეც რომ შევკრებილიყავით, ალბათ მაინც არ გვეყოფოდა''- ბაქარ დემურხანაშვილი.


"-ჯერ კიდევ ემოციების ტყვეობაში ვარ. რა ლამაზი საღამო იყო, ძალიან მიყვარხართ ყველანი"- ნინო მაისურაძე-ცხვედიაშვილი.



ეს კი სამახსოვრო ფოტოები ამ ულამაზესი, სამახსოვრო საღამოდან.



imageimageimageimageimageimage
image





7
34
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
34
  
2018, 23 ოქტომბერი, 19:22
რა კარგები ხართ
2018, 23 ოქტომბერი, 16:23
❤️❤️❤️
2018, 23 ოქტომბერი, 11:29
მანჩო
2018, 23 ოქტომბერი, 11:11
ყველანი კარგები ხართ საუკუნეა არ შემოვსულვარ
2018, 23 ოქტომბერი, 10:03
ნამდვილად
2018, 23 ოქტომბერი, 10:01
ეს ინტერმედიაა, აქ ერთმანეთს ვაბედნიერებთ
2018, 23 ოქტომბერი, 9:40
მე მიყვარს ინტერმედია
0 1 7