x
image
პროფესორი
თარაშ ემხვარის მიმართვა ევროპელებს

image

''ძვირფასო ფრაუ, თქვენ ევროპელი ეგოისტები ხართ, რადგან ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ და ეს მოგდით არა ჩვენი სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენ დაგემსგავსოთ.
თქვენ გირჩევნიათ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენს ენაზე გადავიდეთ. თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ, თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვაში ითარეშონ და თუ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ.. რაც შეეხება ჩანგალს, ჩანგლის ხმარებაში კეთილო ფრაუ, არაფერი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება, ვინც ამას მიხვდა: ხელთ მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას ჩანგლით ჭამა რომ სჯობია''


თქვენთვის საინტერესო

0
198
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0