x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
თოთია
image


ბალღოო, - ხმადაბლა მიამბობს თოთია,

შენტოლა ქისტეთში წავედი მარტოა,

ბილიკს კი შავღვარდი კლდიანს და შფოთიანს,


იქ, სადაც ზელიმხანს მაეკლა მარტია.


მე ბალღურ გონით და პაპაის დაშნათი

ყროლ სავალს ყმაწვილი ცეტ-რეტად გავები,

ქალბანი ამისხლტა, ამაშინ დავშავდი,

სინათლე დავკარგე, დამიბრმა თვალები,


გონზე რომ მავედი, ვიყავი ჯარეგას.

მწყემს ქისტებს გზის პირას უგონო ვენახე.

რა სისხლის აღება, რა ძროხის გარეკვა?!

მასმიეს, მაჭმიეს და სამ დღეს მინახეს.


ტყუიან, ნუ გგონავ, არ გვქონდა მტერობა,

დედუა მიწყრება: - მასცილდი ლოთია...

შენტოლა ჯარეგას ვიყავი მარტოა,

მეშვიდედ მიამბობს შემთვრალი თოთია.


ლექსის ავტორი: გიორგი არაბული.

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0